ჩვენს სულისკვეთებას ბევრი ბიზნესმენი არ იზიარებდა, თუმცა იყო არაერთი, ვინც გამოხატავდა კრიტიკულ აზრებს – გიორგი მარგველაშვილი

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს: “საპროტესტო აქციებზე საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი იკრიბება და განცხადებები, რომ თითქოს იკრიბება 800 და 1000 კაცი, ეს საზოგადოებას აღიზიანებს და პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს. იყო კრიტიკული აზრები გამოთქმული ამ განცხადებული, შეცვლილი კურსის შესახებ და რა რისკებს შეიცავს და რომ რუსეთის წისქვილზე ასხამს ეს წყალს. კრიზისიდან გამოსვლის. ერთ-ერთი […]

მინდია საბანაძე – იყო საუბარი იმაზე, რამდენად მალე მორჩება რყევები, ბიზნესის ხელშეუხებლობაზე – რაღაცნაირად დაგვარწმუნა პრემიერმა იმაში, რომ არ ხდება ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო, მიიღო ყველა შენიშვნა, გულისტკივილი, გააანალიზა და ჩაიწერა

რაღაცნაირად დაგვარწმუნა პრემიერმა იმაში, რომ ეს არ ხდება ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ , – ამის შესახებ ბიზნესის სფეროს წარმომადგენელმა მინდია საბანაძემ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. საბანაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენების შენიშვნები და გულისტკივილი მოისმინა, ჩაიწერა და კიდევ მიუბრუნდება ამ თემას. “დღეს მოხდა აზრთა გაცვლა. ჩვენ ჩვენი აზრი ვუთხარით. მე ვარ ბიზნესის წარმომადგენელი, მე ჩემი […]

ზურა ჩხაიძე – სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, ეკონომიკას და სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს

სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, სტაბილურობა გჭირდებათ თქვენ, ჩვენ, ზოგადად ეკონომიკას და სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ზურა ჩხაიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზურა ჩხაიძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრისას არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრეს და გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებებიც. „ზოგადად გვქონდა საუბარი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიზნესზე და სახელმწიფოს პოზიციონირებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ქვეყანაში […]

თბილისში ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამის დაჭრის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შურისძიების მოტივით, 4 პირს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირები მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული […]

დიალოგი უნდა გაგრძელდეს, დაიგეგმება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენები იქნებიან ჩართულები – ლევან დავითაშვილი

დიალოგი უნდა გაგრძელდეს, დაიგეგმება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენები იქნებიან ჩართულები – ლევან დავითაშვილი ბიზნესი მგრძნობიარეა პოლიტიკური მოვლენების მიმართ – პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად განმარტა ჩვენი ხელისუფლების კურსი, ის რომ, ჩვენ ერთგული ვართ დაპირებების, ჩვენ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში მივდივართ და ეს გზა აუცილებლად იქნება წარმატებული , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი […]

მე რომ მივიჩნევდე, რომ დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, პრემიერთან შეხვედრაზე არ მოვიდოდი – ირაკლი ბურდილაძე

მე რომ მივიჩნევდე, რომ დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, პრემიერთან შეხვედრაზე არ მოვიდოდი – ირაკლი ბურდილაძე მე რომ მივიჩნევდე, დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, ამ შეხვედრაზე არ მოვიდოდი, არ ვთვლი, რომ ქვეყანას დღეს აქვს პრორუსული კურსი, არის პრობლემები ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც, მაგრამ ვფიქრობ, გამოსავალი არსებობს – ამის შესახებ „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ-მინისტრთან […]

,, თითოული მოპარული თეთრი და კორუფციულად მიღებული ტენდერები უნდა დაუთვალო ამ უზნეო მეწარმეებს” – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ქოცმა ბიზნესმენმა ე.წ. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ვიღაცებს ლარის ჩამოშლა უნდათო. ლარი ამ მოღალატე ხელისუფლების პოლიტიკამ ჩამოშალა და ამის შესაკავებლად 700 მილიონო დოლარის ოდენობის რეზერვების გაყიდვა მოუწიათ წინასაარჩევნოდ. მეორე ქოცბიზნესმენმა, ვიღაც ნოშიკომ, უკრაინა დაადანაშაულა რუსეთთან ომში და რიტორიკული კითხვა დასვა-გინდათ, უკრაინასავით დაინგრეს საქართველოო? თითოული მოპარული თეთრი და კორუფციულად მიღებული […]

პრემიერმა დეტალურად ჩაშალა თავისი ქმედებების ლოგიკა – მინდია საბანაძე

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენი მინდია საბანაძე აცხადებს: “ბიზნესი ერთ-ერთი სენსიტიური სფეროა ასეთი მდგომარეობების მიმართ, როდესაც ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში – დაძაბულობა, არამდგრადი სიტუაცია და ა.შ. მგონია, რომ ეს შეხვედრა ძალიან დროული იყო და ძალიან სწორი ფორმატით ჩაშალა. პრემიერმა დეტალურად ჩაშალა თავისი ქმედებების ლოგიკა. დღესვე ჩაეყარა საფუძველი, რომ განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენებთან შედგება შეხვედრა და ვისაც […]

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე სატვირთო მანქანების დიდი რაოდენობაა გაჩერებული

წითელი ხიდის საბაჟო პუნქტზე, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს, 450 მანქანა მოლოდინის რეჟიმშია. საბაჟო და სასაზღვრო პუნქტებზე, გასასვლელში მანქანების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (AYNA) ავრცელებს. აზერბაიჯანის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სატვირთო მანქანების რაოდენობის შესახებ გადამზიდავების ინფორმირებას გააგრძელებენ.

ეკონომიკა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებებს – ტურიზმსა და სარესტორნო ბიზნესში ვარდნაა და ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან – ლაშა პაპაშვილი

ეკონომიკა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებებს – ტურიზმსა და სარესტორნო ბიზნესში ვარდნაა და ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან – ლაშა პაპაშვილი იმ ოთახში ისხდნენ დღევანდელი მთავრობის პოლიტიკის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ცალკე იქნება საუბარი, პოლემიკა შედგება ალბათ, ღია ეთერში, უკვე დაფიქსირდა სახელები და გვარები, ვინც ოპონირებდნენ პრემიერ – მინისტრს – იმათ შეხვდება პრემიერი […]