კრემლი: ჯერჯერობით არ არსებობს პუტინის და ტრამპის შეხვედრის ორგანიზების წინაპირობები

რუსეთის კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ორგანიზების წინაპირობები ჯერჯერობით არ არსებობს.
„ჯერჯერობით არანაირი რეალური იმპულსები არ ყოფილა“, – უპასუხა მან რუსეთის სააგენტო “ტასს-ის შეკითხვას”, არსებობს თუ არა შეხვედრის შესაძლებლობა ტრამპის ინაუგურაციამდე.
22 დეკემბერს ტრამპმა თქვა, რომ დაელოდება პუტინთან შეხვედრას, რათა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი.
გასულ კვირაში პუტინმა განაცხადა, რომ ოთხი წელია არ ულაპარაკია ტრამპთან, მაგრამ მზად არის, ნებისმიერ დროს შეხვდეს მას.
ტრამპმა დეკემბრის დასაწყისში, უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის დროს ილაპარაკა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და ომის დაუყოვნებლივ დასრულების გარშემო მოლაპარაკების აუცილებლობაზე.
ვოლოდიმირ ზელენსკი, თავის მხრივ, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს. მისი თქმით, განზრახვა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი, ვითარებას იქამდე მიიყვანს, რომ კონფლიქტი უპირატესად მოსკოვის პირობებით დასრულდება. Reuters-ი წერდა, რომ ტრამპი “დეტალებს ამუშავებს.” სხვადასხვა ინტერვიუში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია, მაგრამ საბოლოო გეგმები არ გაუმხელია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან