პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 9 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალებული 9 პირიდან, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, ერთი ქალი მსჯავრდებულია.

„პოზიციები არის იგივე, რასაც საჯაროდ აფიქსირებენ“ – ბესო ორთოიძე კობახიძესთან შეხვედრაზე

„პოზიციები მთავრობის მხრიდან არის იგივე, რასაც საჯაროდ აფიქსირებენ“ – დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ პრემიერ კობახიძესთან შეხვედრისას თითქმის არაფერი ახალი არ მოუსმენიათ. ბესო ორთოიძის თქმით, თითქმის 4-საათიან შეხვედრაზე განსხვავებული პოზიციები არ მოუსმენიათ, თუმცა იყო მეტი კონკრეტიზაცია. კითხვაზე იყო თუ არა საუბარი ახალ არჩევნებზე, „არსის“ გენერალურმა დირექტორმა განმარტა, რომ ბიზნესის ნაწილს ეს მოთხოვნა აქვს […]

კრიზისი ბიზნესში არ არის, კრიზისი არის ქვეყანაში – ირაკლი ბურდილაძე

ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნდა ვიაროთ ისე, რომ რაიმე ნაღმს არ დავადგათ ფეხი – ამის შესახებ „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძე ირაკლი კობახიძესთან თითქმის ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ირაკლი ბურდილაძის თქმით, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვცადოთ ერთმანეთთან საუბრით, რაღაც შეხების წერტილები ვიპოვოთ და ტემპერატურა დავწიოთ ქვეყანაში.

„პრემიერმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა შეუცვლელია” – დიმიტრი ადამია

პრემიერმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის შეუცვლელი და სულ მალე ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, – ამის შესახებ “იტონგ კავკასუს”-ის დირექტორმა, დიმიტრი ადამიამ პრემიერთან 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ბევრი ბიზნესმენი ჩვენ სულისკვეთებას არ იზიარებდა, მაგრამ ბევრი გამოხატავდა კრიტიკულ აზრებს” – გიორგი მარგველაშვილი

„ბევრი ბიზნესმენი ჩვენ სულისკვეთებას არ იზიარებდა, მაგრამ არაერთი ბიზნესმენი იყო, რომლებიც გამოხატავდნენ კრიტიკულ აზრებს”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. ბიზნესის წარმომადგენლების, პრემიერ ირაკლი კობახიძეს და ლევან დავითაშვილს შორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქმიანი საზოგადოების მხრიდან არაერთ საკითხზე იყო საუბარი, მათ […]

ქვეყანაში რთული ვითარებაა… პრემიერი გვპირდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება – გია კვარაცხელია

ლილო მოლის გენერალური დირექტორი აღიარებს, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ბიზნესს დაჰპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამის შესახებ მან თითქმის 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერზე ვიმსჯელეთ და პრემიერი გვპირდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რთული ვითარებაა ქვეყანაში და ეს არ არის ნორმალური, მაგრამ გეუბნებით რომ ყველაფერი კარგად იქნება. […]

ეროვნულმა ბანკმა 43 მილიონი დოლარის ოქრო გაყიდა – bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში $43 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა – ამის შესახებ თავად სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ეს ოქრო სავალუტო რეზერვებში არ შედიოდა. შეგახსენებთ, სებ-მა 2024 წლის მარტ-აპრილში, ჯამში, 6.1 ტონა ოქრო შეიძინა, რომლის ფასიც ამჟამად 608 მილიონ დოლარს შეადგენს. ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის ივნისიდან ოქროს შესყიდვები გააქტიურა, თუმცა […]

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-15 პაკეტს შეუერთდა

შვეიცარიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეუერთდეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 16 დეკემბერს ევროკავშირის მიერ მიღებულ სანქციების მე-15 პაკეტს, ასევე ბელარუსის წინააღმდეგ ზომებს, იტყობინება შვეიცარიის მთავრობა ორშაბათს. „შვეიცარიის ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, თავისი სანქციების ფარგლებში, გააფართოვა სანქციების სიები რუსეთისა და ბელარუსის მიმართ, რითაც შვეიცარიამ მიიღო ევროკავშირის ახალი სანქციები“, – ნათქვამია შვეიცარიის ხელისუფლების განცხადებაში.

ეკონომიკის მინისტრი – საინვესტიციო გადაწყვეტილებები შეიძლება გაიწელა, მსხვილ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე არცერთი გადაწყვეტილება არაა გაუქმებული – რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, „დედლაინებში“ ჩავჯდებით

მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე არცერთი გადაწყვეტილება არ არის გაუქმებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პროცესებმა შეიძლება გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე იმოქმედა – რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, ვფიქრობ, დედლაინებში ჩავჯდებით , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. „ბუნებრივია, აქაც ძალიან პირდაპირ ვიტყვი, […]

ლევან დავითაშვილი – არ დავიწყებ მტკიცებას, რომ სანქცია, რომელიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული, არ არის დამაზიანებელი – დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის შემდეგ უნდა შეიცვალოს

არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სანქცია, რომელიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული, არ არის დამაზიანებელი, მათ შორის ეკონომიკური პროცესებისთვის, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად არის ქვეყნისთვის რეპუტაციის შემლახველი და სამწუხარო ფაქტი, თუმცა მე არა თუ იმედი მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის შემდეგ უნდა შეიცვალოს , – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, […]