ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია

საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია: · არჩევნების მასობრივმა ფალსიფიკაციამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა; · მე უარი ვთქვი მომეწვია პირველი სესია, კონსტიტუცია კი არ სცნობს არავის ჩემს შემცვლელად; · ჩემი სარჩელი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოშია შეტანილი.
აქციის მონაწილე, რომელმაც პოლიციელს სახეში ხელი დაარტყა, დააკავეს

პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც წუხელ, 24 ნოემბერს, საპროტესტო დემონსტრაციაზე დაპირისპირებისას პოლიციელს სახეში ხელი დაარტყა, დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 44 წლის პირი „პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით“ არის დაკავებული. შსს ამ ინციდენტს აფასებს, როგორც „თავდასხმას“ და „ფიზიკურად ძალადობას“: „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა […]
რუსული „აზიმუტის“ თვითმფრინავს ანტალიის აეროპორტში ცეცხლი გაუჩნდა

თურქეთის ქალაქ ანტალიის აეროპორტში დაშვების შემდეგ ხანძარი გაჩნდა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ სამგზავრო თვითმფრინავში. ბორტზე იმყოფებოდა 89 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მათი ევაკუაცია სათადარიგო ტრაპებით განხორციელდა და არავინ დაშავებულა. Sukhoi Superjet 100-ის ტიპის თვითმფრინავი სოჭი-ანტალიის რეისს ასრულებდა. ავიაკომპანია „აზიმუტის“ წინასწარი მონაცემებით, ძრავს ცეცხლი გაუჩნდა ე.წ. ხისტი დაშვების გამო, რაც თავის მხრივ ძლიერმა ქარმა […]
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით აქციის მონაწილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილე დააკავა. ინფორმაციას თავად შს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ა.გ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 2021 წელს ა.გ. -ს მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მისი მხრიდან მშობლის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის […]
გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს

„ძლიერი საქართველოს“ წევრ გრიგოლ გეგელიას თავისუფლების მოედანზე წყალი შეასხეს. როგორც გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მიმართავდა. „ვართ ამ სიტუაციაში, განუკითხაობაა ამ ქვეყანაში. რეალურად კითხვების დასმას ვცდილობთ, მაგრამ მათ პასუხები არ აქვთ და სავარაუდოდ მშვიდობიან პროტესტს დაარბევენ, იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი მშვიდად შევიდეს პარლამენტში, თუმცა […]
პოლიტიკოს გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს

ოპოზიციური გაერთიანების, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს. პარლამენტის წინ აქციის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაა მობილიზებული. დილის 7:15 საათისათვის გეგელია მოედანზე, ჭავლის მანქანებთან მდგარ პოლიციელებთან მივიდა და ჰკითხა, აპირებდნენ თუ არა ისინი დემონსტრანტების დარბევას. როდესაც გეგელია ერთ-ერთ პოლიციელს მიმართავდა, წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს. „მე […]
აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს – მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე რჩებიან, უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან კი პოლიციაა განლაგებული

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე წუხელ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებში მხოლოდ რუსთაველის გამზირზე დგანან, პარლამენტის სხვა შესასვლელები კი მომიტინგეებისგან თავისუფალია. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან მხოლოდ პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული. პარლამენტის შესასვლელების გარდა, საპოლიციო ძალები თავისუფლების მოედანზეც არიან განლაგებული, სადაც შსს-ს სპეც ტექნიკაც არის მობილიზებული. ინფორმაციისთვის, […]
თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს – ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა

თავისუფლების მოედანზე, სადაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, სპეცტექნიკაც გამოჩნდა. ადგილზე შსს-ს მიერ ახლად შეძენილი წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს. თავის მხრივ, მომიტინგეები, რომლებმაც ღამე პარლამენტთან გაათენეს, ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე რჩებიან. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე გაშლილია კარვები. როგორც ცნობილია, დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები და […]
ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას გასულ კვირაში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, – ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინას გადასცეს გენერატორები, M113 ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები, იარაღი და საბრძოლო მასალა. „ლიეტუვა აგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას. ამ კვირაში გენერატორები, M113-ის სათადარიგო ნაწილები, იარაღი და საბრძოლო მასალა გადაეცათ“, – აღნიშნულია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე კანდიდატი ლიდერობს

რუმინეთში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე პოლიტიკოსი კალინ ჯორჯესკუ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, „სოციალ-დემოკრატი“ მარსელ ჩიოლაკუა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბიულეტენების 95,43%-ის დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჯორჯესკუმ ამომრჩევლების ხმების 22,18%-ი მიიღო, მარსელ ჩიოლაკუმ კი – 20,3%-ი. ამასთან, მესამე ადგილზეა ელენა ლასკონი ლიბერალური […]