საპოლიციო ძალებმა ჭიჭინაძის ქუჩა გაათავისუფლეს და ზუბალაშვილის ქუჩის კვეთაზე განლაგდნენ – მათ პარლამენტის უკანა შესასვლელამდე კორდონი აქვთ გაკეთებული

საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ჭიჭინაძის ქუჩა გაათავისუფლეს და ზუბალაშვილისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე განლაგდნენ. მათ პარლამენტის უკანა შესასვლელამდე კორდონი აქვთ გაკეთებული. ასევე ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, პარლამენტის შესასვლელთან რკინის ღობის უკან, რკინის ჯებირიცაა აღმართული, რის გამოც არ ჩანს პარლამენტის ეზო. თავის მხრივ, ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. ინფორმაციისთვის, […]
უკრაინის გენშტაბი – კურსკში მყოფმა ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა უკვე მიიღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 11 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია და მათ უკვე მიიღეს მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ანატოლი ბარგილევიჩმა განაცხადა. მან ასევე განმარტა, ვინ არიან ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც რუსეთმა კურსკის ოლქში განათავსა. „ისინი შენიღბული არიან […]
თელავში ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

თელავში ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ვანთაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ მანქანას დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
მიჰკელსონი: საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი სხდომა არაკონსტიტუციურია, რადგან მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ მისი ლეგიტიმაცია ეჭქვეშ დააყენა, მან უარი თქვა პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია მის შემცვლელად არავის სცნობს. დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი […]
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 25 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, მელიქიშვილის და ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და მამკოდის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების […]
აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე წუხელ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებში მხოლოდ რუსთაველის გამზირზე დგანან, პარლამენტის სხვა შესასვლელები კი მომიტინგეებისგან თავისუფალია. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან მხოლოდ პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული. პარლამენტის შესასვლელების გარდა, საპოლიციო ძალები თავისუფლების მოედანზეც არიან განლაგებული, სადაც შსს-ს სპეც ტექნიკაც არის მობილიზებული. ინფორმაციისთვის, […]
საპოლიციო ძალებმა ჭიჭინაძის ქუჩა გაათავისუფლეს და ზუბალაშვილის ქუჩის კვეთაზე განლაგდნენ – მათ პარლამენტის უკანა შესასვლელამდე კორდონი აქვთ გაკეთებული

საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ჭიჭინაძის ქუჩა გაათავისუფლეს და ზუბალაშვილისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე განლაგდნენ. მათ პარლამენტის უკანა შესასვლელამდე კორდონი აქვთ გაკეთებული. ასევე ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, პარლამენტის შესასვლელთან რკინის ღობის უკან, რკინის ჯებირიცაა აღმართული, რის გამოც არ ჩანს პარლამენტის ეზო. თავის მხრივ, ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. ინფორმაციისთვის, […]
აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს – ადგილზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გუშინ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დგანან – პარლამენტის სხვა შესასვლელები თავისუფალია. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან პოლიციაა მობილიზებული. გარდა ამისა, საპოლიციო ძალები თავისუფლების მოედანზეც არიან განლაგებული, სადაც შსს-ის სპეცტექნიკაც გამოჩნდა. როგორც ცნობილია, ადგილზე შსს-ს მიერ ახლად შეძენილი წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს – ძლიერი საქართველოს წევრ გრიგოლ […]
ბათუმში, ჭადრაკის მწვრთნელთა პირველი ეროვნული ფორუმი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 130 წამყვანი მწვრთნელი მონაწილეობდა

23–25 ნოემბერს, ბათუმში, ჭადრაკის მწვრთნელთა პირველი ეროვნული ფორუმი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის 130 წამყვანი მწვრთნელი მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს. მათივე განმარტებით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, აკაკი იაშვილის თაოსნობით შერჩეული იქნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჭადრაკის სწავლების მეთოდიკა „საფეხურები“, რომელიც შედგება მასწავლებლის 6 სახელმძღვანელოსა და 26 მოსწავლის რვეულისგან. „პედაგოგის და მეთოდიკის […]
მარკო მიხელსონი – საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც საქართველოს პარლამენტის დღეს დაგეგმილი სხდომა არაკონსტიტუციურია. „საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია“, – წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი სხდომა არაკონსტიტუციურია, რადგან მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი […]