რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ლიდერობს

ეგზიტპოლის პირველადი მონაცემების თანახმად რუმინეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 25%-ით ქვეყნის მოქმედი პრემიერ მინისტრი და სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) თავმჯდომარე, მარჩელ ჩოლაკუ ლიდერობს. ეგზიტპოლის შედეგებით, დიდი ალბათობით მეორე ტურში მისი მეტოქე იქნება ელენა ლასკონი, “რუმინეთის ხსნის კავშირის” ლიდერი, რომელსაც პირველადი შედეგით ხმათა 18%-ი აქვს. მემარჯვენე ჯორჯე სიმიონი მესამე ადგილზე ხმათა 15-ით. თუ საბოლოო მონაცემით ვერც ერთი […]

უკრაინის გენშტაბი – კურსკში მყოფმა ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა უკვე მიიღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 11 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია და მათ უკვე მიიღეს მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ანატოლი ბარგილევიჩმა განაცხადა. მან ასევე განმარტა, ვინ არიან ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც რუსეთმა კურსკის ოლქში განათავსა. „ისინი შენიღბული არიან […]

პრეზიდენტი – საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 3 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ფიქრობს, რომ 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არის არაკონსტიტუციური. “საქართველოს პარლამენტის ხვალინდელი სხდომა არაკონსტიტუციურია: მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმაცია. მე უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს ჩემს შემცვლელად. ჩემი მიმართვა განხილვის მოლოდინშია საკონსტიტუციო სასამართლოში”, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება – ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტს 2-კვირიანი ვადა აქვს

ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას მოიხსნის და მოვალეობის შესრულებას შეუდგება. პრემიერ მინისტრის კანდიდატურას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია წარადგენს. პარტია “ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძე დაასახელა. ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტს 2-კვირიანი ვადა აქვს. რეგლამენტის თანახმად, ამ დროის ფარგლებში კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ასევე, ფრაქციები […]

დღეს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნება

დღეს, 25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის […]

პრემიერ-მინისტრი დღეს, 10:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს

დღეს, 25 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი განცხადებას 10:00 საათზე გააკეთებს. უცნობია, კონკრეტულად, რა საკითხზე ისაუბრებს პრემიერ-მინისტრი ბრიფინგზე.

პარლამენტთან მომიტინგეებს ბათუმელი ახალგაზრდების ჯგუფი შეუერთდა

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს ბათუმელი ახალგაზრდების ჯგუფი შეუერთდა. მათ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და აღნიშნეს, რომ ახლა მთავარია სიმტკიცე, მხნეობა და ერთიანობა. მათ ახალგაზრდებს საპროტესტო აქციებში ჩართვისა და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან პროტესტს აგრძელებენ. მათ პროტესტის ნიშნად ღამე პარლამენტთან გაათენეს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალი […]

პრეზიდენტი – საქართველოს პარლამენტის ხვალინდელი სხდომა არაკონსტიტუციურია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 3 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ფიქრობს, რომ 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არის არაკონსტიტუციური. “საქართველოს პარლამენტის ხვალინდელი სხდომა არაკონსტიტუციურია: მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმაცია. მე უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს ჩემს შემცვლელად. ჩემი მიმართვა განხილვის მოლოდინშია საკონსტიტუციო სასამართლოში”, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.

19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში იასპარეზებს. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 26 ნოემბერს დაიწყება და 2 დეკემბერს დასრულდება. ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინას, უელსს და ლიეტუვას დაუპირისპირდება. ა ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა […]

“კვარამ” მოედანი უკმაყოფილომ დატოვა – კონტემ ქართველის შესახებ კომენტარი გააკეთა

სერია A-ს მეცამეტე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „რომას“ 1:0 მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა ანტონიო კონტეს გუნდის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს, რომელიც მხოლოდ შედეგზეა გათვლილი და ყოველგვარ სანახაობას მოკლებულია. ხვიჩა კვარაცხელიას დაცვაში ხშირად უწევდა ჩასვლა, დაღლა დაეტყო, შეტევისას პარტნიორები დროულად პასს არ აძლევდნენ, მხოლოდ მაშინ აწვდიდნენ ბურთს, როდესაც სხვა გზა არ ჰქონდათ. ქართველი 66-ე წუთზე […]