რუსული „აზიმუტის“ თვითმფრინავს ანტალიის აეროპორტში ცეცხლი გაუჩნდა

თურქეთის ქალაქ ანტალიის აეროპორტში დაშვების შემდეგ ხანძარი გაჩნდა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ სამგზავრო თვითმფრინავში.
ბორტზე იმყოფებოდა 89 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მათი ევაკუაცია სათადარიგო ტრაპებით განხორციელდა და არავინ დაშავებულა.
Sukhoi Superjet 100-ის ტიპის თვითმფრინავი სოჭი-ანტალიის რეისს ასრულებდა. ავიაკომპანია „აზიმუტის“ წინასწარი მონაცემებით, ძრავს ცეცხლი გაუჩნდა ე.წ. ხისტი დაშვების გამო, რაც თავის მხრივ ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
25 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო ანტალიის აეროპორტი დროებით დაკეტილი იყო.
ავიაკომპანია „აზიმუტი“ რუსეთიდან რეისებს ახორციელებს საქართველოშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება