“მე არ ჩამომიყვანია ივანიშვილი, ამას მაინც ნუ შემომტენით” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა. “მე არ ჩამომიყვანია ივანიშვილი, ამას მაინც ნუ შემომტენით, შევარდნაძის დროს ჩამოვიდა, მე რომ მოვედი პრეზიდენტად, უკვე ის სასახლე დამთავრებული ჰქონდა და იქ იყო მომჯდარი“
“რითი განსხვავდებით იმ ნაცებისგან და რისთვის მოგიყვანეთ 2012 წელს?” – ფოფხაძე

ბიჯოო, ქართული ოცნება / Georgian Dream თუ ვიღაც გოგონა, მუხლებზე დამდგარი გყავდათ პოლიციის მანქანაში და ისე გადაიყვანეთ განყოფილებამდე, თუ ვიღაც 20 წლის ბიჭს ექვსი წლით ამწყვდევთ ციხეში, იმისთვის რომ, დარბევის დროს პოლიციას ეჩხუბა, მაშინ რითი განსხვავდებით იმ ნაცებისგან და რისთვის მოგიყვანეთ 2012 წელს?.. თუმცა რა გელაპარკოთ როცა თქვენი პარლამენტის თავმჯდომარე თავადაა ნანაცარი, თქვენი ლიდერშიპია გივია […]
“უკან დასახევი არ გვაქვს… არჩევნები “გადაგვახია” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა: “ათასობით ადამიანი, ათასობით ქართველი ჩააგდეს უბედურებაში. მრავალი ათასი ადამიანი დადიოდა ერთი ადგილიდან მეორეში და თქვენს ხმას იპარავდა. ის კაცი, დიქტატორი, ვინც არჩევნები “გადაგახიათ”, ყველაფერზე წამსვლელია და ყველაფრის მკადრებელია. ყველა წითელი ხაზი გადალახულია. რა ევროპაზე ვსაუბრობთ?! ჩვენთან არის შუა აზიური რუსული […]
ბჟანია დე ფაქტო აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ პრო სამთავრობო გამოცემა “TASS-თან” ინტერვიუში განაცხადა, რომ წარადგენს საკუთარ თავს მომავალ ვადამდელ არჩევნებზე. “აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. მე ვიცი, რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, ჩემი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მე წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას,” – განაცხადა ბჟანიამ ინტერვიუში. რუსული სამთავრობო მედიის, “TASS-ის” ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის […]
პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება“ შეიქმნა – ფრაქცია 80 წევრით იქნება წარმოდგენილი, მას კი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს

XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია – “ქართული ოცნება“ შეიქმნა. ფრაქცია “ქართული ოცნება“ 80 წევრით იქნება წარმოდგენილი. მას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეები – რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე იქნებიან. იმავდროულად, პარლამენტს უმრავლესობის ერთიანი სია წარედგინა – უმრავლესობა 89 წევრიანია და მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ […]
მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატების სიის გამოცხადებას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა

მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატების სიის გამოცხადებას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა. მოქალაქეებმა ხმაური და უკმაყოფილება იმ დროს გამოხატეს, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის წევრების სია წაიკითხა. პარლამენტის წინ დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, რომლის მეშვეობითაც აქციაზე მყოფნი მოქალაქეები ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის მიმდინარეობას ადევნებენ თვალს. რაც შეეხება თავად აქციას, რუსთაველის […]
აქციის მონაწილეები ახალი პარლამენტის მიერ მუშაობის დაწყებას საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით აპროტესტებენ

აქციის მონაწილეები ახალი პარლამენტის მიერ მუშაობის დაწყებას საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით აპროტესტებენ, რის გამოც ადგილზე ხმაურია. მომიტინგეები პროტესტს ამ ფორმით უკვე რამდენიმე წუთია უწყვეტად გამოხატავენ. პარალელურად, პარლამენტში მე-11 მოწვევის პირველი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ირჩევენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „მონებო“, „საქართველოს გაუმარჯოს“. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობას ბოთლებიც ესროლეს. ინფორმაციისთვის, 12:00 […]
პარლამენტმა, კონსტიტუციური სარჩელის მიუხედავად, 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო

მე-11 მოწვევის პარლამენტმა, – რომელმაც პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნა, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს – პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. დამსწრე დეპუტატებმა, – „ქართული ოცნების“ წევრებმა, – პარლამენტის წევრის ფიცი დადეს. ფიცი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა წაიკითხა. მანამდე დროებითმა სამანდატო კომისიამ დაადასტურა, რომ წესრიგშია პარლამენტის 150 არჩეული წევრის […]
აქციაზე დაკავებული ზურაბ გოგიძე ნაცემია – ადვოკატი

გომელაურის თანამშრომლების მიერ დღეს დილით დაკავებული დემონსტრანტი 44 წლის ზურაბ გოგიძეა. კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში მისმა უფლებამდაცველმა რამდენიმე წუთის წინ მონახულა. უფლებადამცველის თქმით, დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება. როგორც გოგიძემ ადვოკატს უთხრა, ეს დაზიანებები მას პოლიციელებმა დაკავებამდე მიაყენეს. დაკავებულის ინტერესების დამცველი მომხდარის გამოძიებას სპეციალური საგამოძებო სამსახურისგან ითხოვს. დაკავებულს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, სახის მიდამოში, მარცხენა თვალთან აღენიშნება […]
“არ ჯობია, ზებრა ან პინგვინი იყოს განათლების მინისტრი?” – უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე იმყოფება, მედიასთან ერთპარტიულ საპარლამენტო სხდომას ეხმაურება და ამბობს: აი, მაგათ, არ ჯობია, ის პინგვინები, ზებრები რომ ჰყავს და ათასი ეგზოტიკური ცხოველი, გამოიყვანოს, ესენი დასვას. რა მნიშვნელობა აქვს, ოხანაშვილი რომ იუსტიციის მინისტრი იქნება, არ ჯობია, რომ რომელიმე მორიგი ზებრა იყოს ან პინგვინი იყოს განათლების მინისტრი. […]