აქციის მონაწილეები ახალი პარლამენტის მიერ მუშაობის დაწყებას საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით აპროტესტებენ

აქციის მონაწილეები ახალი პარლამენტის მიერ მუშაობის დაწყებას საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით აპროტესტებენ, რის გამოც ადგილზე ხმაურია.
მომიტინგეები პროტესტს ამ ფორმით უკვე რამდენიმე წუთია უწყვეტად გამოხატავენ.
პარალელურად, პარლამენტში მე-11 მოწვევის პირველი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ირჩევენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „მონებო“, „საქართველოს გაუმარჯოს“.
მომიტინგეებმა პარლამენტის შენობას ბოთლებიც ესროლეს.
ინფორმაციისთვის, 12:00 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა დაიწყო.
ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, რის გასაპროტესტებლადაც საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)