“არ ჯობია, ზებრა ან პინგვინი იყოს განათლების მინისტრი?” – უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე იმყოფება, მედიასთან ერთპარტიულ საპარლამენტო სხდომას ეხმაურება და ამბობს:
აი, მაგათ, არ ჯობია, ის პინგვინები, ზებრები რომ ჰყავს და ათასი ეგზოტიკური ცხოველი, გამოიყვანოს, ესენი დასვას. რა მნიშვნელობა აქვს, ოხანაშვილი რომ იუსტიციის მინისტრი იქნება, არ ჯობია, რომ რომელიმე მორიგი ზებრა იყოს ან პინგვინი იყოს განათლების მინისტრი.
ფორმალურად შესაძლებელი იყო, რომ ახალი წლის მერე ყოფილიყო პრეზიდენტის დანიშვნა, მაგრამ ყველაფერს იზამენ ესენი, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის რანგში არ მიალოცინონ ხალხისთვის ახალი წელი. ჩემი ფავორიტი არის ვოლსკი, მე მინდა, რომ ვოლსკი იყოს. წულუკიანი ძალიან შხამიანია და მაინც ქალი რომაა, არ გინდა, რომ გაბრაზდე. ვოლსკი ძალიან კარგი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს