“არ ჯობია, ზებრა ან პინგვინი იყოს განათლების მინისტრი?” – უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე იმყოფება, მედიასთან ერთპარტიულ საპარლამენტო სხდომას ეხმაურება და ამბობს: აი, მაგათ, არ ჯობია, ის პინგვინები, ზებრები რომ ჰყავს და ათასი ეგზოტიკური ცხოველი, გამოიყვანოს, ესენი დასვას. რა მნიშვნელობა აქვს, ოხანაშვილი რომ იუსტიციის მინისტრი იქნება, არ ჯობია, რომ რომელიმე მორიგი ზებრა იყოს ან პინგვინი იყოს განათლების მინისტრი. […]
“ეს არის ხმების ქურდების თავშეყრა – არ შევალთ ამ პარლამენტში” – ანა ნაცვლიშვილი

კოალცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია არ აპირებს პარლამენტში შესვლას, რადგან მიიჩნევს, რომ “ეს არის ერთპარტიული, თვითგამოცხადებული, ხმების ქურდების თავშეყრა.“ მე მაქვს მანდატი ქართველი ხალხისგან და არა შალვა პაპუაშვილისგან და სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, დღეს „ოცნებას“ აქვს მიტაცებული ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, მათ შორის პარლამენტი, ჩვენ არ ვაპირებთ […]
“ამ პარლამენტის არჩეული პრეზიდენტი იქნება კრემლის „ნამესტნიკი“ – მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სასესიო სხდომას, სადაც მხოლოდ “ოცნება” წარმოდგენილი, აფასებს და ამბობს: ეს არის ოკუპაციის ფორმა. ანუ საოკუპაციო რეჟიმი ატარებს თავის სხდომას. ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სხდომა და დემოკრატიის და საერთაშორისო თანამეგობრობის კონტექსტში ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. ჩვენი როლი არის იმაში, რომ ეს ბოლომდე არ მივიღოთ და ძალიან მტკიცე, დაუღალავი ბრძოლით […]
ერთპარტიულმა პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება სცნო

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო. პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები არიან. პარლამენტში მივიდა “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებენ. “მონებო!”, “რუსებო!” – ისმის დედაქალაქის მთავარ გამზირზე. “ქართული ოცნების” დეპუტატებს, […]
არანარი დეპუტატი არ ვარ, ეს არის თვითმარქვია პარლამენტი

მას შემდეგ , რაც XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე ამბობს, რომ ის არანაირი დეპუტატი არ არის, რადგან “პარლამენტი თვითმარქვიაა.“ არანარი დეპუტატი არ ვარ, ეს არის თვითმარქვია პარლამენტი, მე ცოტა სხვანაირად წარმომედგინა დეპუტატობაც და ზოგადად პოლიტიკური ცხოვრებაც, საქართველოში პოლიტიკა მოკლეს და ახლა მიმდინარეობს კონსტიტუციური გადატრიალება. ესაა თვითმარქვია პარლამენტი, […]
ქარიშხალმა საფრანგეთში ტრანსპორტის მუშაობის შეფერხება გამოიწვია

შტორმ „ბერტი“ – სგან გამოწვეულმა ქარებმა საფრანგეთში, სარკინიგზო მიმოსვლაზე შეზღუდვა გამოიწვია, იტყობინება Le Figaro ორშაბათს. „რკინიგზის კომპანია SNCF აფრთხილებს ელექტრომატარებლების გაუქმებაზე და ჩქაროსნული მატარებლების გადაადგილების შეზღუდვაზე. გარდა ამისა, ზოგიერთ ხაზზე დაწესებულია სიჩქარის შეზღუდვა“ – მოჰყავს გაზეთს კომპანიის განცხადება. ეს ზომები შეეხება ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის უმეტეს ნაწილს. ძლიერი ქარის გამო ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში ცხრა განყოფილებაში […]
2025 წლიდან პარლამენტში შრომის ანაზღაურება 10 მლნ-ით 43.9 მლნ-დან 53.9 მლნ-მდე იზრდება

2025 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში შრომის ანაზღაურება იზრდება. პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 10 000 ლარი იქნება, ხოლო დეპუტატების 8 250 ლარი. შესაბამისი კანონი პარლამენტმა 2024 წლის 7 მარტს 77 ხმით მიიღო. 2025 წლიდან პარლამენტში შრომის ანაზღაურება 10 მლნ-ით 43.9 მლნ-დან 53.9 მლნ-მდე იზრდება. პარლამენტში ხელფასები ასე განისაზღვრება: პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 3 260 ლარით […]
თინა ბოკუჩავა – ამ პარლამენტს ქართველი ხალხის და ჩვენი მეგობრების ლეგიტიმაცია არასდროს ექნება! – სულ რამდენიმე საათში მივემგზავრები სტრასბურგში იმისთვის, რომ იქ ჩავიტანო თქვენი სათქმელი!

ამ პარლამენტს ქართველი ხალხის და ჩვენი მეგობრების ლეგიტიმაცია არასდროს არ ექნება! – სულ რამდენიმე საათში მე მივემგზავრები სტრასბურგში იმისთვის, რომ იქ ჩავიტანო თქვენი სათქმელი! – ასე მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს. მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება. მან ასევე „ვარდების რევოლუცია“ გაიხსენა და განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი […]
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის კალუგის ოლქში ნავთობის ბაზასაც დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კალუგის ოლქში დრონებით იერიში მიიტანეს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით. წყაროს თანახმად, დრონებით დარტყმის შედეგად ობიექტზე აფეთქებები 25 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ მოხდა და ხანძარი დაიწყო. გამოცემა „რბკ-უკრაინას“ სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ეს ობიექტი კომპანია „კალუგანეფტეპროდუქტის“ ნავთობის ბაზაა. ეს […]
მიხეილ სააკაშვილი – ყველა ერთად ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით 9-წლიანი საამაყო „ოქროს ხანის“ დროს – აღნიშნულზე მაგარ რაღაცებს შევქმნით, ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შეტევა, კიდევ ერთხელ შეტევა!

ყველა ერთად ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით თავისუფალი და წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით 9-წლიანი საამაყო “ოქროს ხანის” დროს – აღნიშნულზე მაგარ რაღაცებს შევქმნით, ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შეტევა, კიდევ ერთხელ შეტევა! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, […]