23 მლნ ტონა წელიწადში – ყაზახეთი საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტს რეკორდულად გაზრდის

ყაზახეთი წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის ექსპორტს 1,5 მლნ ტონიდან 20 მლნ ტონამდე გაზრდის. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრ ალმასადამ სათკალიევმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს. მინისტრის თქმით, ამჟამად ყაზახეთისთვის ბთჯ-ის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. „როგორც ჩვენი, ასევე, აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან არის ინტერესი ამ მარშრუტზე ყაზახური ნავთობის მოცულობის განვითარებისა და გეგმაზომიერი ზრდის მიმართ,” – აცხადებს მინისტრი. […]
2024 წლის ოქტომბერში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა 39.0%-მდე დაჩქარდა და 681.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა 39.0%-მდე დაჩქარდა და 681.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა თვეში საქონლის ექსპორტის წლიური 17.0%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, ოქტომბერში იმპორტი 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე, წლიურად 5.8%-ით გაიზარდა. წინა თვეში კი წლიური იმპორტის 0.3%-იანი კლება დაფიქსირდა. შედეგად, ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტი 758.8 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც წლიურად 12.8%-ით […]
“რამდენად მიყვარს საქართველო?” – გიორგი მიქატაუძის პასუხი, რომელიც ყველამ უნდა ნახოთ [VIDEO]

ქართველი სპორტული ჟურნალისტი, საბა საპანაძე გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთში ესტუმრა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. “რამდენად მიყვარს საქართველო? არ მაქვს ზღვარი სიყვარულის, არ ვიცი როგორ გითხრა, მაგრამ სულ ვამბობ, რომ ძალიან მიყვარს, ძალიან კი არა უსასრულოდ მიყვარს საქართველო და ხალხი საქართველოში. ჩემი მშობლები ხომ იცით იქიდან წამოვიდნენ, გაგვზარდეს აქ საფრანგეთში, გვასწავლეს ქართული ენა, კულტურაც არ დაგვაკარგვინეს. […]
XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით – ერთხმად დაამტკიცა. პაპუაშვილი კენჭისყრამდე ვრცელი სიტყვით გამოვიდა და პარლამენტის ტრიბუნიდან პირობა დადო, რომ “პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული საქართველოს ინტერესების შესაბამისად“. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
შალვა პაპუაშვილი – ვიდრე „ქართული ოცნება“ მყარად დგას, ვერ მოხდება გარე ძალების მიერ მართული, ცალ ფეხზე მდგომი ხალხით დაკომპლექტებული, ნაირ-ნაირი სახელებისა და სათაურების ქვეშ შექმნილი პარტიების თარეში

ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ქვეყანაში ისევ არსებობენ ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულების მქონე ჯგუფები. ქვეყანაში კვლავინდებურად არსებობენ პოლიტიკური რევანშისა და წარსულში დაბრუნების მოსურნე ძალები. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია სასჯელმისჯილი ყოფილი პრეზიდენტი მის დესტრუქციულ მიმდევრებთან ერთად. მათ მორიგ ჯერზე იწვნიეს ამჯერად მართლაც საბოლოო მარცხი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ […]
შალვა პაპუაშვილი – ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი დაუჭირა იმ გუნდს, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა

მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც მორიგ ჯერზე ბრძნულად განჭვრიტა ვითარება, თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი იმ გუნდს დაუჭირა, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც დარბაზში, მათთან […]
7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულების, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულების, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო. სახელმწიფო ბრალმდებლების განმარტებით, საქმეზე ახალი გარემოებები გამოკვეთილი არ არის, რაც აღკვეთის შეცვლის საფუძველი იქნებოდა, შესაბამისად, პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო. დაცვის მხარე ამ პოზიციას არ დაეთანხმა. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ყველა პირის […]
შალვა პაპუაშვილი – მინდა, პირობა მოგცეთ, რომ ისევე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტში, ახლაც, ჩემი ფიქრი და საქმე მიმართული იქნება ქართველი ხალხის ინტერესების ურყევად მსახურებისკენ

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გამოცდილ და მრავალ ბრძოლა-გადახდილ გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემს წარდგენაში გამოიხატა და პირობა მოგცეთ, რომ ისევე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტში, ახლაც, ჩემი ფიქრი და საქმე მიმართული იქნება ქართველი ხალხის ინტერესების ურყევად მსახურებისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით […]
“რითი განსხვავდებით იმ ნაცებისგან და რისთვის მოგიყვანეთ 2012 წელს?” – ფოფხაძე

ბიჯოო, ქართული ოცნება / Georgian Dream თუ ვიღაც გოგონა, მუხლებზე დამდგარი გყავდათ პოლიციის მანქანაში და ისე გადაიყვანეთ განყოფილებამდე, თუ ვიღაც 20 წლის ბიჭს ექვსი წლით ამწყვდევთ ციხეში, იმისთვის რომ, დარბევის დროს პოლიციას ეჩხუბა, მაშინ რითი განსხვავდებით იმ ნაცებისგან და რისთვის მოგიყვანეთ 2012 წელს?.. თუმცა რა გელაპარკოთ როცა თქვენი პარლამენტის თავმჯდომარე თავადაა ნანაცარი, თქვენი ლიდერშიპია გივია […]
“სოლიდარობა აქციის მონაწილეებს საქართველოში” – როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი მიიჩნევს, რომ „გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი“ არ უნდა შეიკრიბოს. გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. სოლიდარობა ყველა მშვიდობიანი აქციის მონაწილეს საქართველოში“, – წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე.