განათლების მინისტრობის კანდიდატი – დღეს გვაქვს 400 საჯარო სკოლა, რომელმაც ავტორიზაცია გაიარა – ეტაპობრივად, 2000-მდე საჯარო სკოლა იქნება ავტორიზებული

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, ამ ეტაპზე 2 ათასი საჯარო სკოლიდან ავტორიზაცია 400-ს აქვს გავლილი. როგორც წულაძემ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2030 წლისთვის დასრულდება. „2030 წლისთვის ყველა საჯარო სკოლის ავტორიზაციის პროცესი დასრულდება. ეს იქნება კიდევ ერთი სისტემური რეფორმა, რომელსაც ბოლომდე მივიყვანთ. დღეს […]
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავებაზე – საფრანგეთი საერთაშორისო მართლმსაჯულების ერთგულია, მაგრამ ზოგიერთი ლიდერის იმუნიტეტის საკითხს რომის სტატუტი განიხილავს

საფრანგეთი საერთაშორისო მართლმსაჯულების ერთგულია, მაგრამ ზოგიერთი ლიდერის იმუნიტეტის საკითხს რომის სტატუტი განიხილავს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა. კითხვაზე, დააკავებენ თუ არა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, თუ ის საფრანგეთში ჩავა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ უპასუხა, რომ საფრანგეთი საერთაშორისო მართლმსაჯულების ერთგულია. „საფრანგეთი საერთაშორისო სამართალს გამოიყენებს, მაგრამ სასამართლოს სტატუტი ზოგიერთი ლიდერის […]
„კოალიციამ ცვლილებებისთვის“ მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს მიმართა

„კოალიციამ ცვლილებებისთვის“ წევრებმა მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართეს. „რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, არ ნიშნავს, რომ ამომრჩევლის წარმომადგენლობაზე, ცვლილებების მიღწევის მანდატზე ვამბობთ უარის. პირიქით. რასაც ახლა ვაკეთებთ, ეს გზა გადის ამ ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე, „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლების ამ შენობაში მარტო დატოვებაზე და ხელახალ არჩევნებზე“, — განაცხადა ნიკა მელიამ. მანამდე კოალიციამ ჩახსნა საარჩევნო სია ცესკოში. […]
“არაფერში მჭირდებოდა, მარა მეთქი- რახან მოსული ვარ, ბარემ ნერვებს მოვუშლი” – რა ისტორიას იხსენებს ბექა ყორშია

ჟურნალისტი, ბექა ყორშია: ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტიო და მე ამ ძველ ისტორიას გავიხსენებ. რამდენიმე წლის წინ, არ მახსოვს, რაზე ვაკეთებდი სიუჟეტს. პარლამენტში ვიყავი მისული. ყაველაშვილი დავინახე, კაბინეტში შედიოდა. ამ სიუჟეტში ეგ არაფერში მჭირდებოდა, მარა მეთქი- რახან მოსული ვარ, ბარემ ნერვებს მოვუშლი. შევყევით ოთახში მე და ოპერატორი, მაგრად დაიბნა. სავარძელში ჩავჯექი და ვეუბნები – გამარჯობა, ეს არის […]
“ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა” – რომან გოცირიძე

ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა. გუშინ ერთ რადიოჩართვაში გავიხუმრე და პრეზიდენტობის ყველაზე ოდიოზური და არარეალური კანდიდატები დავასახელე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გემოვნებაში კი ზიან, მაგრამ იმდენი ჭკუა უნდა ეყოს, რომ ეს არ გააკეთოს მეთქი. დაჩი ბერაია, მიხეილ ყაველაშვილი, ნინო წილოსანი, ის ქალი, ოთხი წელი პარლმენტის ფოიეში როიალს რომ ითხოვდა და არ დაუდგეს (გვარი დამავიწყდა მაშინ ჩართვაში). […]
2021-2023 წლებში ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,3% შეადგინა – ლაშა ხუციშვილი

2021-2023 წლებში ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,3% შეადგინა, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მან დეპუტატებს მიულოცა საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრებად არჩევა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ისეთივე ნაყოფიერი იქნება მომდევნო წლებში, როგორც გასულ პერიოდში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს განხორციელდეს […]
“ვაიმე, მიშველეთ! მიშველეთ!” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას ეხმაურება. “მიშველეეთ! მიხეილ ყაველაშვილიო პრეზიდენტადო. ვაიმე, მიშველეთ. სოფელიაო თქვა და შესაბამისი პრეზიდენტიც დასვა.მადლობა ბატონო ბიძინა, თქვენი საყვარელი პინგვინი რომ არ გააპრეზიდენტეთ,” – წერს ჟორჟოლიანი.
Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრულად ჰიდროსტატიკური ამძრაობის ოთხი ბულდოზერი გადასცა. ორივე მხარისთვის უპრეცედენტო შეთანხმებას ერთწლიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. სხვადასხვა ფაქტორის გამო, სომხურ კომპანიას, რომელიც უძრავი ქონების ბიზნესში უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს და მაღალი სანდოობით გამოირჩევა, ახალი სამუშაო მიდგომის […]
მამუკა მდინარაძე – მიშა მაგარია!

მიშა მაგარია! – ამის შესახებ “ფეისბუქზე“ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე წერს, რითაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება. სახელისუფლო პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.
ლევან დავითაშვილი – 2024 წელი შემოსული ავიაკომპანიებისა და ახალი ავიამიმართულებების მხრივ რეკორდული იყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა. როგორც დავითაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის მდგომარეობით, 6 მილიონ მგზავრზე მეტი […]