ლევან დავითაშვილი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას, ყველაზე გვიან, 2029 წელს დაიწყებს

ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით, მთავრობა მიზნად სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მდგრადი, ეფექტური სატრანსპორტო კავშირების შექმნას ისახავს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და […]

ანა კობახიძე – მივმართავთ თვითგამოცხადებულ პარლამენტს, სასწრაფოდ გაითვალისწინოს გიორგი ვაშაძის განცხადება და გააუქმოს მისი ე.წ. მანდატი

მივმართავთ თვითგამოცხადებულ პარლამენტს, სასწრაფოდ გაითვალისწინოს გიორგი ვაშაძის განცხადება და გააუქმოს მისი ე.წ. მანდატი, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ წევრმა, ანა კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ისინი იმოქმედებენ შესაბამისად, რათა „არალეგიტიმური პარლამენტი მარტო დარჩეს, როგორც არალეგიტიმური მთავრობის დაკომპლექტების პროცესში, ასევე პრეზიდენტის არჩევნების დროს“. „როგორც უკვე ცნობილია, 26 ნოემბერს ცესკო-მ 3 პოლიტიკური სუბიექტის პარტიული სია გააუქმა. დღეიდან, არალეგიტიმური […]

დავით სონღულაშვილი – მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის დარგის მხარდასაჭერად, დაგეგმილია 3 მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფა

საქართველოს სოფლის მეურნეობის შემდეგი ეტაპის განვითარება მისი პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებასა და საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრას ეხება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სოფლის ტიპის დასახლებების განვითარება და სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების […]

დავით სონღულაშვილი – საქართველოს მთავრობამ, ბოლო 12 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლის დროს, ყურადღება ქვეყნის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის დარგის მნიშვნელობასა და თანამედროვე, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების აუცილებლობაზე გაამახვილა. ასევე, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განხორციელებული წარმატებული […]

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურს ნინო ბაგაშვილი, ხოლო ქონების მართვის სააგენტოს მარიამ კვერნაძე უხელმძღვანელებს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურს ნინო ბაგაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მინდა წარმოგიდგინოთ ნინო ბაგაშვილი, რომელიც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გაუძღვება. ის განათლებით არის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. მას განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. აქვს მერიის სისტემაში მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება, განსაკუთრებით ტრანსპორტის […]

მამუკა მდინარაძე – მიშა მაგარია!

მიშა მაგარია! – ამის შესახებ “ფეისბუქზე“ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე წერს, რითაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება. სახელისუფლო პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.

ლევან დავითაშვილი – 2024 წელი შემოსული ავიაკომპანიებისა და ახალი ავიამიმართულებების მხრივ რეკორდული იყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა. როგორც დავითაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის მდგომარეობით, 6 მილიონ მგზავრზე მეტი […]

“ყაველაშვილი თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაპიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება” – ივანიშვილი

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია. “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყაველაშვილი ქართველი კაცის საუკეთესო მაგალითია. “მიხეილ ყაველაშვილი თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება – დარწმუნებული ვარ, ის სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას.”- თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას. „მინდა გაგაცნოთ გარკვეული საკადრო ცვლილებები დედაქალაქის მერიაში, რამაც ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველაფერი დაფუძნებული იყო ტყუილზე, ძალიან ბევრი არასწორი და ტყუილით გაჯერებული განცხადება მოვისმინე. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ […]

ლევან დავითაშვილი – 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4 მილიარდი დოლარი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ქვეყნის ეკონომიკისთვის ტურიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი თქმით, 2023 წლის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რეკორდულ მაჩვენებელს 4.1 მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია. მინისტრობის კანდიდატმა ასევე ხაზი სამომავლო მოლოდინებს გაუსვა და აღნიშნა, რომ 2024 წელს ტურიზმიდან […]