„კოალიციამ ცვლილებებისთვის“ მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს მიმართა

„კოალიციამ ცვლილებებისთვის“ წევრებმა მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართეს.
„რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, არ ნიშნავს, რომ ამომრჩევლის წარმომადგენლობაზე, ცვლილებების მიღწევის მანდატზე ვამბობთ უარის. პირიქით. რასაც ახლა ვაკეთებთ, ეს გზა გადის ამ ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე, „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლების ამ შენობაში მარტო დატოვებაზე და ხელახალ არჩევნებზე“, — განაცხადა ნიკა მელიამ.
მანამდე კოალიციამ ჩახსნა საარჩევნო სია ცესკოში. შესაბამისად, თუ პარლამენტი კოალიციის 19 დეპუტატს მანდატებს შეუწყვეტს, მათ ადგილს ადგილმონაცვლეები ვერ დაიკავებენ.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევენების შედეგებს არ აღიარებენ და არალეგიტიმურად მიიჩნევენ პარლამენტს, რომელმაც დეპუტატების უფლებამოსილება რეგლამენტის დარღვევით, საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე ცნო. „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართვის საფუძველზე, ცესკომ რეგისტრაცია გაუუქმა ამ პოლიტიკური გაერთიანებების პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია