სპეცრაზმელმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს დაარტყა

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დარჩენილი ნაწილის დარბევისას პოლიციამ ფიზიკურად იძალადა რადიო თავისუფლების კიდევ ერთ რეპორტიორზე. გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებათა აკადემიასთან, როდესაც ჟურნალისტი, დათო ცაგარელი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – პირდაპირ ეთერში ერთვებოდა – ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცლის არეში მუშტი ჩაარტყა. ჟურნალისტს ეცვა პრესის მაიდენტიფიცირებელი ქურთუკი და ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, რომლითაც პირდაპირ ეთერში იყო.
აქციის რამდენიმე მონაწილის ინფორმაციით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

აქციის რამდენიმე მონაწილის ინფორმაციით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ შორის, როგორც რამდენიმე მომიტინგე აცხადებს, შსს-ს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შეცვივდნენ და სცემეს პირები, რომლებიც თავს სწორედ აფთიაქს აფარებდნენ. რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დგანან. მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან აქციის მონაწილეთა ნაწილიც.
სალომე ზურაბიშვილი – თბილისში საპროტესტო აქციები და რეპრესიები გრძელდება – ველოდები ძლიერ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან

თბილისის ცენტრში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები და რეპრესიები. თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც სამართალდამცველებმა მომიტინგეები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალეს. „ველოდები ძლიერ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან“, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, პარლამენტთან აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს […]
პოლიცია მოქალაქეების დევნასა და დაკავებას აგრძელებს

მთელი ღამის განმავლობაში აქციის დარბევის შემდეგ პოლიცია მოქალაქეების დევნასა და დაკავებას აგრძელებს. ამჯერადაც დაკავებების პარალელურად გრძელდებოდა ძალადობა. გამთენიისას, დაახლოებით 06:30-ზე პოლიციელების დიდი ჯგუფი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით დაიძრა და გზადაგზა მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება დაიწყო. როგორც ჩანს, შსს-ს თანამშრომლები რუსთაველის გამზირს წმენდენ. ერთ-ერთი ადამიანის დასაკავებლად ისინი აფთიაქშიც შევიდნენ. ღამის განმავლობაში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის […]
პოლიცია აგრძელებს რუსთაველზე დემონსტრანტთა ძალადობრივ დაკავებას

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დარბევას. 06:30 საათისათვის პოლიციელები აგრძელებენ აქციის მონაწილეების ძალადობრივ დაკავებას. კადრებში ჩანს, რომ დაკავებისას მათზე ძალადობენ: მას შემდეგ, რაც გაკავებული ჰყავთ, ურტყამენ სახესა და კეფაში. დაკავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ღამის ორი საათიდან, პარლამენტის ერთ-ერთ გვერდითა, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და დემონსტრანებს შორის მრავალსაათიანი, პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ […]
გიორგი ვაშაძე – გაჩერება აღარ შეიძლება, უნდა მივაწვეთ და გადავტეხოთ ეს სისტემა, ეს თვითმარქვია რეჟიმი, რომელმაც გამოგვიცხადა, ევროპა დაივიწყეთ, რუსეთი არის უკვე აქო – დღეს ხელისუფლება არის ქუჩაში

ახლა გაჩერება აღარ შეიძლება, უნდა მივაწვეთ და უნდა გადავტეხოთ ეს სისტემა, ეს თვითმარქვია რეჟიმი, რომელმაც უცებ გამოგვიცხადა, ევროპა დაივიწყეთ, რუსეთი არის უკვე აქო, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძემ საზოგადოებას ერთიანობისა და ბრძოლისკენ მოუწოდა. „მთავარი ის არის, რომ ძალა ერთობაშია და როცა ერთად ვდგავართ, ვერაფერსაც ვერ იზამენ. დღეს […]
„კოალიცია ცვლილებისთვის” ინფორმაციით, ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი, ელენე ხოშტარიას კი, სავარაუდოდ, ხელი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის დროს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრები დაშავდნენ. როგორც კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი, ელენე ხოშტარიას კი სავარაუდოდ, ხელის მოტეხილობა აღენიშნება. ასევე პრესსამსახურის ინფორმაციით, კოალიციის წევრს ვანო წერეთელს სპეცრაზმელები „ოფისამდე მიჰყვნენ და თავში გამეტებით ურტყეს“. დაშავებულია ანა ჭარხალაშვილიც, რომელსაც ფეხი აქვს დაზიანებული.
„კოალიცია ცვლილებისთვის“: მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი, ხოშტარიას – ხელი

ოპოზიციური პარტია, „კოალიცია ცვლილებისთვის“, იუწყება, რომ პარტიის ლიდერები რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ საპროტესტო დემონსტრაციის დარბევისას დაშავდნენ. „ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს მოტეხილი, ელენე ხოშტარიას – ხელი. ვანო წერეთელს ოფისამდე შემოჰყვნენ და თავში გამეტებით ურტყეს. ანა ჭარხალაშვილი ათრიეს და ფეხი დაუზიანეს“, – წერს ფეისბუკზე პარტიის პრესცენტრის წარმომადგენელი, მირანდა ბაღათურია. ღამის ორი საათიდან, პარლამენტის ერთ-ერთ გვერდითა, ჭიჭინაძის ქუჩაზე […]
საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე რჩებიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე რჩებიან. დემონსტრანტებმა მთელი ღამე გაათენეს და მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმი პერიოდულად აქციის მონაწილეებისგან რუსთაველის გამზირის გათავისუფლებას ცდილობს, ისინი ტერიტორიას მაინც არ ტოვებენ. ასევე, რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში იმოფებოდნენ ოპოზიციონერი ლიდერები. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის, ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩები აქციის მონაწილეებისგან თავისუფალია და სპეცრაზმს აქვს დაკავებული. […]
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ელენე ხოშტარიას გარდა, დაშავდა ნანა მალაშხია და კოალიციის კიდევ რამდენიმე წევრი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის დროს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრები დაშავდნენ. როგორც კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი, ელენე ხოშტარიას კი სავარაუდოდ, ხელის მოტეხილობა აღენიშნება. ასევე პრესსამსახურის ინფორმაციით, კოალიციის წევრს ვანო წერეთელს სპეცრაზმელები „ოფისამდე მიჰყვნენ და თავში გამეტებით ურტყეს“. დაშავებულია ანა ჭარხალაშვილიც, რომელსაც ფეხი აქვს დაზიანებული. შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას […]