„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე, ამ ეტაპზე, აქციაზე დაკავებული 16 პირის შესახებ არის შესული შეტყობინება, მათგან 4 საავადმყოფოშია, 12 კი იზოლატორებში ჯერ არ შეუყვანიათ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე, ამ ეტაპზე, აქციაზე დაკავებული 16 პირის შესახებ არის შესული შეტყობინება. მათივე ცნობით, აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში.
პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან გაუქმებამდე, უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. “უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს […]
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპისგან მკაცრ რეაქციას ელოდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ევროპის მკაცრ რეაქციას ელოდება. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ დილის შვიდის ნახევრისთვის თბილისში პროტესტთან ერთად გრძელდებოდა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები. „მოველი მკაცრ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების” […]
ქართულმა ჯარმა ხალხი, საკუთარი სამშობლო უნდა დაიცვას – თავდაცვის ექს-მინისტრი ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე აცხადებს, რომ „ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას“. „მოქმედების დროა დღეს. საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს. ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო“, – წერს იგი ფეისბუკზე. ხიდაშელის თქმით, „ახლა კეკლუცის დრო არ არის – ან ვიბრძოლებთ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, ან ამ თაობის ქართველებისთვის თავისუფლების […]
თინა ხიდაშელი: ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას

“მოქმედების დროა დღეს! საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს! ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო! ეხლა კეკლუცის დრო არ არის. ან ვიბრძოლებთ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის ან ამ თაობის ქართველებისთვის თავისუფლების კარი ჩაირაზება”, – წერს თინათინ ხიდაშელი და დასძენს: “ამასობაში ამ ბრძოლას სტრუქტურა და ორგანიზება სჭირდება, არა უბრალოდ ლიდერი, ორატორი, არამედ ორგანიზებული წინააღმდეგობა. ფართო […]
თინა ხიდაშელი – ქართულმა ჯარმა უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო! – ამ ბრძოლაში გამოიძერწება ქვეყნის ევროპული მომავლისკენ წამყვანი პოლიტიკური ძალა და ლიდერიც

ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო! ახლა კეკლუცის დრო არ არის, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი აცხადებს. როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ამ ბრძოლაში გამოიძერწება ქვეყნის ევროპული მომავლისკენ წამყვანი პოლიტიკური ძალა და ლიდერიც! „მოქმედების დროა დღეს! საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს! ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი […]
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს

რუსთაველის გამზირი სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. თავის მხრივ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სპეცრაზმმა და წყლის ჭავლის მანქანებმა. ამ დროისთვის რუსთაველის თეატრის წინ საპოლიციო ძალების წარმომადგენლებს კორდონი აქვთ გაკეთებული და მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. პარალელურად, „თბილსერვისის“ ჯგუფის თანამშრომლები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ.
ელენე ხოშტარია – ქართულმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ბრძოლა, დიდი წინააღმდეგობა გაწია, რომელმაც თქვა, რომ არ გვინდა რუსეთში – პროტესტი უწყვეტი იქნება

ქართულმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ბრძოლა, დიდი წინააღმდეგობა გაწია და რეჟიმმა ვერაფერი დაუშავა იმ ხალხს, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთში, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, პროტესტი უწყვეტი იქნება. „ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არის პოლიცია, რომელსაც ეშინია ბევრი ხალხის. დასდევენ ცალ-ცალკე ადამიანებს და მათ შორის, […]
სპეცრაზმელმა მუცელში მუშტი ჩაარტყა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დარჩენილი ნაწილის დარბევისას პოლიციამ ფიზიკურად იძალადა რადიო თავისუფლების კიდევ ერთ რეპორტიორზე. მეცნიერებათა აკადემიასთან, როდესაც ჟურნალისტი, დათო ცაგარელი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, – ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცლის არეში მუშტი ჩაარტყა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი მიწაზე დავარდა, სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა. რეპორტიორს ეცვა პრესის მაიდენტიფიცირებელი ქურთუკი და ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, რომლითაც პირდაპირ […]
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი დაიკავეს

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ინფორმაციით, დაკავებულია აქციის კიდევ სულ მცირე შვიდი მონაწილე. მათ შორის სავარაუდოდ, ერთი ოპერატორია. ნიღბიანმა სპეცრაზმელმა ფიზიკურად იძალადა რადიო თავისუფლების ჟურნალისტ დავით ცაგარელზე, რომელიც მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა. შსს-ს ძალებმა რუსთაველის გამზირი მთლიანად დაიკავეს. თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს […]