ვოლოდიმირ ზელენსკი – ვლადიმერ პუტინს „ორეშნიკის“ რაკეტების ქნევით დონალდ ტრამპის ძალისხმევის ჩაშლა სურს

ვლადიმერ პუტინს სურს, „ორეშნიკის“ რაკეტების ქნევით ჩაშალოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევა, მას სურს სიტუაციის ესკალაცია ისე, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ დაასრულოს ომი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ყაზახეთში პუტინმა “კიდევ ერთხელ გაუკეთა რეკლამა თავის რაკეტებს – მის მზადყოფნას მოკლას, გაანადგუროს”. “პუტინს, ცხადია, სურს, რომ ათასობით რაკეტას, რომელმაც უკვე დაარტყა […]
გიორგი სიორიძე – ნუ ეგონება ნურავის, რომ ქართველი ხალხი მოითმენს იმ შეურაცხყოფას, რომელიც ირაკლი კობახიძემ მიაყენა საზოგადოებას – პროტესტი იქნება ძალიან მზარდი და მასშტაბური

ნუ ეგონება ნურავის, რომ ქართველი ხალხი მოითმენს იმ შეურაცხყოფას, რომელიც ირაკლი კობახიძემ მიაყენა საზოგადოებას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიტაცებული არჩევნების საფუძველზე შეკრებილ პარლამენტს არ აქვს იმის ლეგიტიმაცია, რომ დღეს საქართველოს სახელით ისაუბროს. „ნუ ეგონება ნურავის, რომ ქართველი ხალხი მოითმენს იმ შეურაცხყოფას, რომელიც ირაკლი კობახიძემ მიაყენა საზოგადოებას. ჩვენ ფორმალურად […]
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა

რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, „ფორმულას” ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა. როგავას სახესა და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და სისხლი სდის. მის დახმარებას ადგილზე კოლეგები ცდილობდნენ, ამ დროისთვის ჟურნალისტს პირველად დახმარებას უწევენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში. შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება […]
ქეშელაშვილი: ერთგვარ კორიდორში გამატარეს, მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში

სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს ნიღბიანმა პირებმა, გამოცვივდნენ მოქალაქეების დასაკავებლად, მე გვერდით ვიყავი, მაგრამ მაინც უფრო უკან დახევას ვცდილობდი და ამ დროს წამავლეს ხელი. თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს. ერთგვარ კორიდორში გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში. წამართვეს კამერები, ბეიჯი, […]
ვუმეორებდი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, მაგრამ პირიქით იმოქმედა – ნაცემი ჟურნალისტი

ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც პოლიციამ დააკავა, – რა დროსაც სცემეს, – ამბობს, რომ მას გაუსწორდნენ, როგორც ჟურნალისტს. „თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს. ერთგვარ „დერეფანში“ გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში“, – ამბობს ქეშელაშვილი. „სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს ნიღბიანმა პირებმა. […]
“ფორმულას” ჟურნალისტს, გურამ როგავას სპეცრაზმელმა სცემა

“ფორმულას” ჟურნალისტს, გურამ როგავას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელმა სცემა. იგი, აქციაზე დემონსტრანტების დაკავებასა და სპეცრაზმელების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს აშუქებდა, რა დროსაც კადრში გამოჩნდა, რომ როგავა მიწაზე ეცემა, მის სიახლოვეს მყოფი შავებში ჩაცმული პირი კი ადგილიდან გაიქცა. კადრებში ჩანს ისიც, რომ გურამ როგავას დაზიენებები აქვს სახისა და თავის არეში. იგი სასწრაფო […]
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი და ოპერატორი, გიორგი გოგინაშვილი

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობსიას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს “მთავარი არხის” ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი და ოპერატორი, გიორგი გოგინაშვილი დაშავდნენ. „მთავარი არხის“ ინფორამციით, ჟურნალისტს და ოპერატორს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი შეასხეს. “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში აღმოუჩინეს.
ხატია დეკანოიძე – ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქვეყანა მიართვას რუსეთს – არ გვაქვს სხვა ვალდებულება გარდა იმისა, რომ არ გამოვგლიჯოთ ქვეყანა ამ ადამიანებს

დღეს არის ყველაზე დრამატული მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ჩვენ გვაკარგვინებენ აწმყოს, წარსულს და დაგვაკარგვინებენ მომავალს, თუ არ მოვიქცევით ისე, როგორც შეეფერება თითოეულ მოქალაქეს , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. დეკანოიძის თქმით, ყველა უნდა მიხვდეს ვითარების სიმძიმეს და ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში. “ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა მიართვას […]
ფორმულას ჟურნალისტი გურამ როგავა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დარბევისას დაშავდა

აქციის დაშლის დროს ფორმულას ჟურნალისტი, გურამ როგავა დაშავდა, რომელიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. კადრებში ჩანს, რომ მიწაზე დაგდებული ჟურნალისტის სიახლოვეს იმყოფება სავარაუდოდ სპეცრაზმელი, რომელიც შემდეგ გარბის. ფორმულა ცდილობს დაადგინოს, ჩაარტყა თუ არა მას სპეცრაზმელმა. გურამ როგავა ამჟამად სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფება. მას თავი აქვს გატეხილი. რუსთაველის გამზირზე მყოფ შავებში ჩაცმულ პირებს, რომლებიც აქციას არბევენ და […]
რუსთაველის გამზირზე რჩება დემონსტრანტთა ნაწილი, არიან პოლიტიკოსებიც

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისგან ოდნავ მოშორებით, – სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე – დემონსტრანტთა ნაწილი კვლავ რჩება 29 ნოემბერს, გამთენიისას, 05:00 საათისთვის. მობილიზებულები არიან პოლიციელები და შიგადაშიგ აკავებენ აქციის მონაწილეებს. პოლიცია ასევე აგრძელებს წყლის ჭავლის გამოყენებას 05:10 საათისათვის. აქციის მონაწილეებმა, პირველი დაპირისპირებების შემდეგ, „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ აღმართეს ბარიკადები, რაც პოლიციამ ასევე დაშალა წყლის ჭავლის გამოყენებით. ადგილზე […]