მერიამ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორს გადადგომა მოსთხოვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ა(ა)იპ “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების” დირექტორ ნინია მაჭარაშვილს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. ნინია მაჭარაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის მიზეზი 30 ნოემბერს, ორგანიზაციის Facebook-ზე გამოქვეყნებული განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც, გაერთიანების 246 თანამშრომელი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებას გმობს. “ნინიას მოსთხოვეს თბილისის ბიბლიოთეკების […]
ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავების მობილიზებაა

ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავების მობილიზებაა. კერძოდ, მათ პარლამენტის შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული. პარალელურად, პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან, ისინი რკინის ჯებირზე აბრახუნებენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. სამართალდამცველები პარლამენტის წინ, დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ. რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია.
შსს – რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პროტესტის მონაწილეთა შეკრებიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პროტესტის მონაწილეთა შეკრებიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები – მათი ნაწილი აზიანებს ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, თან აქვთ სხვადასხვა სახის, საფრთხის შემცველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა, გასული დღეების მსგავსად, ძალადობრივი ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყება, აქციის მონაწილეებს მოუწოდებს პროტესტი გამოხატონ კანონით დაშვებულ ფარგლებში, […]
პრემიერი – „ნამახვანი ჰესის” პროექტი აბსოლუტურად გამართული იყო, თუმცა აქციები გაიმართა და ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა

“ნამახვანი ჰესის” პროექტი აბსოლუტურად გამართული იყო, თუმცა აქციები გაიმართა და ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა – ამის გამო ქვეყანას შეიძლება მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება მოუწიოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომპანია Enka Renewables-ის საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა საარბიტრაჟო დავის წარმოშობის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ დავა გრძელდება. მისი […]
გორში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გორის ცენტრში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში, შეკრებილებმა ქალაქში მსვლელობა დაიწყეს. ,,ეს არის ხალხის, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანების სურვილი, რომ გამოხატონ საკუთარი პროტესტი იმ მოვლენების მიმართ, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში და რომელსაც კონკრეტულად ჰქვია ხელისუფლების მიმტაცებელი ჯგუფის მიერ საკუთარი ვიწრო ინტერესების გატარება და ამ ინტერესების გატარებისთვის სახელმწიფო რესურსის გამოყენება. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება […]
სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია რამდენიმე წუთია, დაიწყო და სპეცრაზმმა, პარლამენტის შენობის ეზოდან, მათ წინააღმდეგ უკვე წყლის ჭავლი გამოიყენა. ამით, ისინი დემონსტრანტებს შენობასთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი საავტომობილო გზაზე დგას, თუმცა მომიტინგეთა შედარებით მცირე ნაწილი შენობასთან ახლოს, წყლის ჭავლის სიახლოვეს გამოხატავს პროტესტს. რამდენჯერმე გაისროლეს პიროტექნიკაც. პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩა სრულად აქვთ დაკავებული […]
სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ, სადაც აქცია დაიწყო, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ, სადაც აქცია დაიწყო, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირზე ბრახუნით გამოხატავდნენ პროტესტს. მას შემდეგ კი რაც წყლის ჭავლი გამოიყენეს, ისმოდა საპროტესტო შეძახილები. დემონსტრანტები სკანდირებენ: “მონებო, მონებო”. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია. ცნობისთვის, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს. […]
პრემიერი – ურსულა ფონ დერ ლაიენმა და კაია კალასმა საკუთარი განცხადებებით რეალურად აღიარეს ახალი მთავრობა და შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმურობა – მადლობა უნდა გადავუხადოთ როგორც ერთ, ასევე მეორე პოლიტიკოსს

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და კაია კალასმა საკუთარი განცხადებებით რეალურად ახალი მთავრობა აღიარეს. რეალურად, საკუთარი ტექსტით მათ აღიარეს ახალი მთავრობა და შესაბამისად, მათ აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც არის ძალიან კარგი და მადლობა უნდა გადავუხადოთ როგორც ერთ, ასევე მეორე პოლიტიკოსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, განცხადებები არის […]
სახალხო დამცველმა ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირები მოინახულა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, აქციაზე დაკავებულებს, რომლებიც ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან მოთავსებული, სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველს ასეთივე სურათი დახვდა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშიც. „ფაქტია, რომ პოლიცია მომიტინგეთა დაკავებისას ხშირ შემთხვევაში არაპროპორციულ ძალას იყენებს; სახეზევე ეტყობათ ადამიანებს ამ ძალადობის კვალი. უკვე მრავალგზის […]
ყოველთვის ვიდგებით თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით – SMEDA პროტესტს უერთდება

“მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA)” პროტესტს უერთდება. “ყოველთვის ვიდგებით თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით”, – ავრცელებს ასოციაცია სოციალურ ქსელში. SMEDA-ის განცხადებით, ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებით, სხვა პრობლემებთან ერთად, ჩნდება საფრთხე დაიკარგოს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რაც დასაგმობია. “მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA)” დგას საქართველოს ეროვნული […]