სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება უკვე დაიწყო

პარლამენტის წინ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს – ჭავლს ყველა მიმართულებით იყენებენ. წყლის ჭავლის გაშვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად რკინის ფასადზე ხელების ბრახუნი დაიწყეს. ფოტო – მთავარი არხი

„ბიზნესმენები კი არა მედროვეები ხართ!“ – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: „საქართველოს ბიზნესასოციაციავ, ამოიღეთ ხმა, პროფკავშირებმაც კი გაჯობეს. არ გეთმობათ, არა, პრივილეგიები და საბიუჯეტო ტენტდერებიდან მითვისებული ქონება და ფულები? ბიზნესმენები კი არა მედროვეები ხართ!“

ხანგრძლივი, უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო წერილს აქვეყნებს: „დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან! სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2024 წლის 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი. დაკავებულთა ნაწილი ამ დროისთვის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში. მათ აღენიშნებათ სისხლჩაქცევები მთელს სხეულზე, აქვთ დაზიანებები სახის არეში – ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით. კლინიკაში მოთავსებულ ყველა პირს აქვს ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და […]

აქციაზე სავარაუდოდ რეზინიის ტყვიით დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი

საზოგაოდებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი, მირიან მელაძე ფეისბუკის პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას იმ ტრავმის შესახებ, რომელიც მან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 30 ნოემბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პროევროპული აქციის გაშუქებისას. “როდესაც წინა ხაზზე გიწევს მუშაობა ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, მაგრამ როცა საქმე ეხება დაუფასებლობას და წაყრუებას ეს უკვე გულდასაწყვეტია და ზოგ შემთხვევაში იმ ჭრილობაზე უფრო მტკივნეული, რაც ფიზიკურად […]

კობახიძე ამბობს, რომ მზადაა ყოფილ მინისტრებთან დებატებისთვის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მზადაა, გამართოს დებატები ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძესთან და ყოფილ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან. „თუ მათ აქვთ სურვილი, მე ვარ აბსოლუტურად მზად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად, 2 დეკემბერს, თუმცა დასძინა, რომ მათ გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. „ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, რომ კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს საჯარო […]

„საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის ფუნდამენტურ უფლებას“ – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას. ძალადობა უშედეგოდ არ დარჩება, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მიუთითებს საქართველოს მოსკოვისკენ მობრუნებაზე. „საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის ფუნდამენტურ უფლებას. მით […]

დაკავებულებს უმოწყალოდ სცემდნენ, მიკროავტობუსში სისხლი იდგა – საია – Netgazeti • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია • ქართული ოცნება • შსს • Netgazeti.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 1-2 დეკემბრის აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს სპეცრაზმელები სასტიკად სცემდნენ. მათი ნაწილი ამ დროისთვის კლინიკებშია გადაყვანილი. საია ერთ-ერთია იმ 11 ორგანიზაციას შორის, რომლებმაც აქციებზე დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერად სამართლებრივი დახმარების ქსელი შექმნეს. ქსელის იურისტები, დაკავებულებთან გასაუბრების შემდეგ, დეტალურად აღწერენ პოლიციელების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ სისასტიკეს და ღირსების შემლახავ ქმედებებს. “მათ [დაკავებულებს] აღენიშნებათ […]

მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას – “უნისონი”

სადაზღვევო კომპანია “უნისონი” ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ “უნისონი” მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას. “საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი დადასტურებული ისტორიული არჩევანია! ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, რომელიც ხალხის ნების წინააღმდეგ არის მიმართული. “უნისონი” ევროპული ბიზნესასოციაციის – European Business Association Georgia (EBA) წევრი გახდა სწორედ უახლოესი მოვლენების ფონზე და შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს […]

ჩვენ დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, ბიზნესებსა თუ სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაში და კორუფციაში – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩვენ დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, ბიზნესებსა თუ სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაში და კორუფციაში – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენ დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, ბიზნესებსა თუ სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაში და კორუფციაში, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ […]

არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ გვახსოვს თავსმოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა

არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ გვახსოვს თავსმოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა. რა თქმა უნდა, დღეს ამის არანაირი რესურსი ოპოზიციას აღარ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, არის კონკრეტული ადამიანების მხრიდან ინტერესი საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით და ამ ფორმატისთვის მზაობა არსებობს. „არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ გვახსოვს თავსმოხვეული […]