“ჩემი ხმა”: თვითგამოცხადებული ხელისუფლება უპრეცედენტო რეპრესიებს იყენებს

კოალიცია “ჩემი ხმა” აფასებს 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გამართულ საპროტესტო აქციებზე შსს-ს დანაყოფების ქმედებებს. კოალიციის განცხადებით, უწყება არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს პრინიციპებს, იყენებს არაპროპორციულ ძალას და აქციის მონაწილეებს ეპყრობა არაადამიანურად და დამამცირებლად. კოალიცია პუნქტობრივად ჩამოთვლის იმ დარღვევებს, რაც ამ დღეების განმავლობაში გამოიკვეთა: · პოლიციური ძალების არათანაზომიერი მობილიზება და მათი იდენტიფიცირების […]

„დავასანქცირებთ მათ, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში“ – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი ამბობს, რომ კანადა შეუერთება ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. „კანადა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. შეშფოთებულნი ვართ იმითი, რასაც აკეთებს საქართველოში რუსეთი. დავასანქცირებთ პირებსა და ბიზნესებს, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაში. ამ თემაზე ჩემგან ამ დღეებში უფრო მეტს მოისმენთ“, – თქვა მან ბალტის ქვეყნების […]

„ასე, რომ მოსწავლეები პრაქტიკულად პირველივე კლასებიდან სწავლობენ იმას, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი, პიროვნება და მოქალაქე“ – გამზარდია

ანალიტიკოსი, ლექტორი არჩილ გამზარდია: „არასრულწლოვანთა ჩართულობის შესახებ. არსებობს პროცესი, რომელიც ვიწრო პოლიტიკურის საზღვრებიდან გადის და ზოგად სახელმწიფოებრივ, სამოქალაქო საზღვრებზე გადის. სკოლაში დაწყებითი კლასებიდან ისწავლება საგანი “მე და საზოგადოება”, სადაც ბევრი საინტერესო საკითხია შეტანილი, მათ შორის ამ ასაკის მოსწავლეთა უფლება-ვალდებულებების, სამოქალაქო ურთიერთობების, ემპათიის, ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ოჯახში, კლასში, მეგობრებში და საზოგადოებაში მცირეწლოვანთა ქცევის შესახებ. მეექვსე კლასიდან ისწავლება […]

კობახიძე „ნაცმაიდანს“ უწოდებს დემონსტრაციებს, „საერთაშორისო კოორდინაციაზე“ საუბრობს და ბრიტანეთს გამოყოფს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს „ნაცმაიდანს“ უწოდებს, აცხადებს, რომ საპროტესტო დემონსტრაციები „საერთაშორისო კოორდინაციით“ ტარდება და ამ ქვეყნებს შორის დიდი ბრიტანეთი გამოყოფს. 2 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე, – რას აკეთებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საპროტესტო დემონსტრაციებზე და ადასტურებს თუ არა იგი რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და პორტუგალიის მოქალაქეების დაკავებას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „რეალურად, […]

„არსებული მდგომარეობიდან რეალური გამოსავალი არის არა რევოლუცია, არამედ ვადამდელი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა“ – მარიამ ჯაში

„ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში წერს: „2019 წლის ნოემბერში, ზუსტად 5 წლის წინ, დავტოვე საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, როგორც კი გამოჩნდა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების – ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციების იგნორირების პირველი ნიშნები და “ქართულმა ოცნებამ” დემონსტრაციულად ჩააგდო საარჩევნო საკონსტიტუციო რეფორმა. ბუნებრივია, ჩემი პოზიცია უცვლელია და ყოველთვის ვიამაყებ, რომ მე-9 […]

„ჩემი შვილიც მოყვა რბევა-დევნის ოპერაციაში“ – გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტიის გენმდივანი, გიორგი გუგავა: „ჩემი შვილიც მოყვა რბევა-დევნის ოპერაციაში, ამჯერად გადარჩა. ამათ რომ ვუყურებ არც საკუთარი შვილები უყვართ, თორემ სხვისი შვილების ცემაში-რბევაში აღებული ფულით არ დააპირებდნენ მათ “გაბედნიერებას”.

„თქვე გალაქტიკური მასშტაბის ყ@@ეებო“- კალაძემ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორს გადადგომა მოსთხოვა

თბილისის მერმა ა(ა)იპ “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების” დირექტორ ნინია მაჭარაშვილს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. გაერთიანების დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნის მიზეზი გახდა 30 ნოემბერს, ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომლითაც მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების 246 თანამშრომელი აპროტესტებს საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სასტიკი ძალის გამოყენებას. “„დღეს დამიბარეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, […]

სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ, სადაც აქცია დაიწყო, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ, სადაც აქცია დაიწყო, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირზე ბრახუნით გამოხატავდნენ პროტესტს. მას შემდეგ კი რაც წყლის ჭავლი გამოიყენეს, ისმოდა საპროტესტო შეძახილები. დემონსტრანტები სკანდირებენ: “მონებო, მონებო”. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია. ცნობისთვის, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს. […]

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება უკვე დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება უკვე დაიწყო. წყლის ჭავლი მოქალაქეების წინააღმდეგ აქციის დაწყებისთანავე გამოიყენეს. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება უკვე დაიწყეს. ამასთან, იმართება მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობამდე. ილიაუნის სტუდენტებს თსუ-ის სტუდენტებიც შეუერთდებიან.

უკრაინის საგარეო: მთავრობის ქმედებები მიუთითებს საქართველოს მოსკოვისკენ მობრუნებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე პროცესებს განცხადებით ეხმაურება და კატეგორიულად გმობს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას. საგარეოს განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მიუთითებს ქვეყნის მოსკოვისკენ მიბრუნებაზე. საგარეო ასევე “მტკიცედ უარყოფს” საქართველოს ხელისუფლების მუდმივ მცდელობებს, ჩაითრიოს უკრაინა თავიანთ ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ პროცესებში და მოუწოდებს, შეწყვიტოს ხალხის მითიური “უკრაინული სცენარებით” დაშინება […]