აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ შირვანში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შედეგად 3 პირი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ქარხნის ერთ-ერთ საამქროში, 120 მმ-იანი ჭურვი აფეთქდა. მომხდარს შირვანის საქალაქო პროკურატურა იძიებს.

თელავი- გურჯაანის გზაზე მანქანა რკინის კონსტრუქციას შეეჯახა | არიან დაშავებულები

თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევა თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის ერთ- ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც 2 ცათამბჯენის აშენება იგეგმება, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს

აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც ორი ცათამბჯენის აშენებაა დაგეგმილი, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს. საკრებულოს სხდომაზე ზონის ცვლილებას მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი იყო. გადაწყვეტილების მიხედვით, 33 447 კვ.მ ფართობის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა. მანამდე სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ჰქონდა და აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობა აკრძალული იყო. ახალი ფუნქციური ზონის პირობებში კი, დაგეგმილი 2 […]

ადვოკატებს კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ აქვთ – ქურდოვანიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ პირებთან ადვოკატებს არ უშვებენ. მისი თქმით, ადვოკატებისთვის ისიც არაა დაზუსტებით ცნობილი, სად იმყოფებიან დაკავებული პირები. „კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულთა ნაწილი, სავარაუდოდ, კახეთის გზატკეცილზე მდებარე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. საიას ადვოკატები არიან ადგილზე და ცდილობენ დაკავებულებთან შეხვედრას. ადვოკატებს თან აქვთ შესაბამისი ორდერები. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატს […]

„რომ ვიძახი მაღალსართულიანი სახლები გაცილებით საშიშია მიწისძვრის დროს თქო, კი არ ვიგონებთ“ – რას აქვეყნებს თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე: „SOS! მშენებარე მრავალსართულიან კორპუსებთან დაკავშირებით, ხშირად მოგვმართავს მოსახლეობა. ჩვენთან ძირითადად შეკითხვებია გეოლოგიურ პირობებზე და სეისმურ დატვირთვებზე(მიწისძვრის ფაქტორი რამდენად სწორადაა გათვალისწინებული კონსტრუქციის დათვლისას). მივმართავ მშენებლებს და კონსტრუტორებს, ავტვირთე ერთერთი მაგალითი ყოვლად დაუშვებელი კვლევისა და საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ასეთი ძალიან, ძალიან ბევრია. რომ ვიძახი მაღალასართულია სახლები გაცილებით მოწყვლადია მიწისძვრის დროს და საშიშია თქო, […]

„მე ბიზნესმენი ვარ და მეც ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ვემსახურები ჩემს მიერ აღებულ სესხებს“ – გიორგი სიხარულიძე

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი სიხარულიძე: „ბანკებისა და გამოსახლებების შესახებ. მე ბიზნესმენი ვარ და მეც ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ვემსახურები ჩემს მიერ აღებულ სესხებს. ის რაც დღეს მოხდა, სახელმწიფოს უბიძგებს და აძლევს არგუმენტს მოირგოს “მზრუნველი მშობლის” როლი ,სავარაუდოდ დააწესებს ახალ რეგულაციებს, ისეთს როგორიც უკვე არის(არ შეიძლება ერთი ბინის დატვირთვა იპოთეკით,თუ სხვა ბინა არ გაგაჩნია,არ შეიძლება […]

ომბუდსმენი: შევისწავლით გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადების თანახმად, თვალყურს ადევნებენ კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ შეისწავლიან გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. “საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის, მოხდა საცხოვრებელი კორპუსის და […]

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, შსს-მ 20 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კ. კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 პირი. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი […]

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე – ეს არის მიზანმიმართული ტერორი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის მიზანმიმართული ტერორი უკრაინის წინააღმდეგ. „ჩვენს ქალაქებსა და ხალხზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ეს არის მიზანმიმართული ტერორი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლების წინააღმდეგ კიევში, ხარკოვში, პავლოგრადში. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები და დაღუპულები“, – აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევში, დაბომბვის […]

რელიგიის სააგენტოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დღეს საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები ეწვივნენ. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. „სტუმრებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. მან ხაზი გაუსვა სოციალური პროექტის […]