კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, შსს-მ 20 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კ. კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 პირი. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6633 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6633 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6633 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6588 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8971 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8946 ლარს შეადგენდა. […]
ღაზაში ოპერაციის დაწყებიდან ისრაელმა ერთი დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა

ისრაელის თავდაცვის არმიამ (IDF), რომელიც აგრძელებს ღაზის სექტორში დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას, ერთ დღე-ღამეში ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა. ისრაელის არმიის სარდლობის ბოლო მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხდარ შეტაკებებში 24 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენლის, კონტრადმირალ დანიელ ჰაგანის თქმით, 21 ჯარისკაცი ასაფეთქებელი ნივთიერებების მოქმედებაში მოყვანის შედეგად დაიღუპა. აფეთქება მოხდა ორ შენობაში, […]
ლევან ჟორჟოლიანი – ის, რაც დღეს ხდება საკრებულოში და ზოგადად პოლიტიკაში, არის ერთიანი ისტერიკის გაგრძელება, რაც გასული წლის მოვლენებით არის გამოწვეული

ოპოზიცია 2012 წლიდან არის ისტერიკაში და ვერ ხვდება, რომ ამან არ გაამართლა. კოლეგებო, ისტერიკით ვერანაირ შედეგზე ვერ გახვალთ, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა, გააკეთა. მისი თქმით, ის, რაც დღეს ხდება საკრებულოში და ზოგადად პოლიტიკაში, არის ერთიანი ისტერიკის გაგრძელება, რაც გასული წლის მოვლენებით არის […]
საკრებულოს უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე – ოპოზიციამ თავადვე აღიარა, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება პროექტი, მთავარია ვინ აკეთებს

სანამ სხვაზე დაიწყებდეთ ლაპარაკს, თქვენს კორუმპირებულ წევრებს მიხედეთ, კონკრეტულად თქვენს კორუმპირებულ ყოფილ მერს, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლეოსობის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ ოპოზიციას. მან ოპოზიცია ფაშისტურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. „გასაგებია, რომ თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგია ყველაფერი გააკრიტიკოთ, მაგრამ დღეს საოცარ ბრალდებებს ვისმენთ. თურმე წყლის გაყვანილობის მილები რომ გამოცვალო, ქუჩა არ უნდა გადათხარო და ეს დაუშვებელია. […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 იანვარს 10:00-დან 10:30-საათამდე ელექტროენერგიია გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში -მუხათწყარო, ნაფეტვრები, აგარაკი, თხინვალა, ლისი და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 11:05 – საათამდე და 12:55-დან 13:00- საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ […]
ლევან არველაძე – ოპოზიციის წარმომადგენლების ახლანდელ საქციელში შიშს ვხედავ და ეს გარდაუვალი მარცხის შიშია

ოპოზიციის წარმომადგენლების ახლანდელ საქციელში შიშსა და პანიკას ვხედავ და ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან ნაცნობია, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან არველაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს აქტიური კამპანია, რომელშიც ოპოზიციონერი კოლეგები არიან ჩართულნ, „ოპოზიციური ტელევიზიების მიერ კეთდება სიუჟეტები და უამრავი ეთერი ეძღვნება მხოლოდ ერთადერთ თემას – ბიძინა […]
გურამ ოქროპირიძე – ჩემთვის ცოტა უცნაურია, როცა კოალიციაზე და კოალიციურ მთავრობაზე ვისმენ განცხადებებს იმ გუნდის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც საკუთარ გუნდში ერთი დიდი მიზნის გარშემო გაერთიანება ვერ შეძლეს

ჩემთვის ცოტა უცნაურია, როცა კოალიციაზე და კოალიციურ მთავრობაზე ვისმენ განცხადებებს იმ გუნდის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც საკუთარ გუნდში ერთი დიდი მიზნის გარშემო გაერთიანება ვერ შეძლეს, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე განცხადა. მისი თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს 2024 წელს – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით და დარწმუნებულია, რომ […]
აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს

აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც ორი ცათამბჯენის აშენებაა დაგეგმილი, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს. გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ ცოტა ხნის წინ მიიღო, ხმები ასე გადანაწილდა – 29 მომხრე, 3 წინააღმდეგი. ამ გადაწყვეტილებით, 33 447 კვ.მ ფართობის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა. იქამდე ჰქონდა სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი, რომელიც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობას კრძალავდა. ახალი ფუნქციური ზონის პირობებში […]
ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს

სიღნაღში, ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს ადგილობრივების ინფორმაციით, ის მონასტრის ავტოსადგომზე მუშაობდა და წარმოშობით სოფელ ნუკრიდან არის. წინასწარი ინფორმაციით, კაცს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობდა.