ოთარ გრიგოლია – წერეთლის რეაბილიტაციაც მოესწრება, დედაქალაქის ქუჩების რეაბილიტაციაც გაგრძელდება, სკოლებიც და ბაგა-ბაღებიც აშენდება, ოპოზიციისთვის კი კარგი არაფერი მოხდება

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაც მოესწრება, დედაქალაქის ქუჩების რეაბილიტაციაც გაგრძელდება, ბაგა-ბაღები და სკოლებიც აშენდება, ოპოზიციისთვის კი კარგი არაფერი მოხდება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დროს ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც თბილისის განვითარება არ უხარიათ, ტელევიზიებში მოხვედრას ცდილობენ და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის თემას […]

Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესი Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტრო კონგრესს Madrid Fusión დაიპყრობს. აღმოაჩინეთ ჩვენი სტუმარი ქვეყნის გასტრონომიული არსი. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც მთავარი კერძი სტუმარ-მასპინძლობაა“-ნათქვამია Madrid Fusión-ის პოსტში. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 29-31 […]

გია ვოლსკი – პარტიები „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ სივრცეში უნდა იყოს განხილული – როცა ჩვენ ფორმულირებას „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვიყენებთ, რა საკვირველია, აქ „ლელოც“ იგულისხმება

პარტიები „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ სივრცეში უნდა იყოს განხილული – როცა ჩვენ ფორმულირებას „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვიყენებთ, რა საკვირველია, აქ იგულისხმება „ლელოც“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ვოლსკის თქმით, პარტია “ლელოს” ამერიკელ პიარკონსულტანტთან ჯერემი როზნერთან თანამშრომლობა ადასტურებს, რომ “ნაცმოძრაობის” რესურსი ახლა „ლელოს“ ემსახურება. „პიარტექნოლოგიები, პიარკომპანია და ექსპერტებიც, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა […]

ნინო ვარდოსანიძე – ოპოზიციას, სამწუხაროდ, უკვე მავნე ჩვევად ექცა ნებისმიერი მშენებლობის გაპროტესტება, მით უფრო, თუ ეს მშენებლობა რაიმე ფორმით უკავშირდება იმ ადამიანის სახელს, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის

ოპოზიციას, სამწუხაროდ, უკვე მავნე ჩვევად ექცა ნებისმიერი მშენებლობის გაპროტესტება, მით უფრო, თუ ეს მშენებლობა რაიმე ფორმით უკავშირდება იმ ადამიანის სახელს, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, რეალურად ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული თუ ურბანული პროექტები და მშენებლობები თბილისში ბოლო წლების განმავლობაში არ […]

დევიდ კამერონსა და ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, დევიდ კამერონსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. „ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ და მისი მომავალი უსაფრთხოება დავიცვათ. დღეს ეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან განვიხილე, შვედეთის ნატო-ში სწრაფად გაწევრიანების მნიშვნელობასთან ერთად, რაც მოკავშირეებისა და ნატო-ს უსაფრთხოებას გააძლიერებს და ევროატლანტიკურ ზონას უფრო მეტად დაიცავს“, – წერს დევიდ კამერონი […]

კონსტანტინე ზარნაძე – ქალაქში არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მოსახლეობის საწინააღმდეგოდ

„ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მოვუწოდებ, კეზერაშვილის ქონებას გადახედონ, თქვან, საიდან დააგროვა წლების განმავლობაში ამდენი მილიონი. მან გაძარცვა ქართული ჯარი და ამ ნაძარცვი ფულით საზღვარგარეთ წავიდა. მის დაქვემდებარებაში ხართ თქვენ და თქვენი პარტიული ტელევიზიაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ასაღებენ როგორც, ცუდად გაკეთებულ საქმეს, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. […]

გიორგი შარაშიძე აღსრულების ბიუროს მიერ ოჯახის გამოსახლებაზე – შევახსენებთ „ოცნებას“, თქვენსა და „ნაცებს“ შორის არა თუ რაიმე სხვაობა აღარ არის, არამედ თქვენ ერთმანეთზე უარესები ხართ

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „საქართველოსთვის” წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის “არანაირი სხვაობა აღარ არის”. როგორც მან საკრებულოში პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “დღევანდელი “ოცნება” სხვა არაფერია, თუ არა გაურკვეველი, “ნეონაცური” წარმონაქმნი”. „მინდა გამოვეხმაუროთ, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს და შევახსენოთ „ოცნებას“, თქვენსა და „ნაცებს“ […]

როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვახსენებთ, იგულისხმება „ლელოც“ – მათი რესურსი იმ ორბიტაზეა გადანაწილებული, რომელზეც მოძრაობს „ლელოც“ – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, როდესაც კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” ახსენებს, მასში “ლელოსაც” გულისხმობს, რადგან, მისი შეფასებით, ეს ორი პარტია ერთ სივრცეში უნდა იყოს განხილული. ლობისტ როზნერის შესახებ დასმული კითხვის პასუხად, ვოლსკი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, “ლელომ” დახმარება “ნაციონალურ მოძრაობას” სთხოვა, რაზეც თანხმობა იყო. “როზნერის თემა ადასტურებს იმას, რომ პიარტექნოლოგიები, პიარკომპანია და ექსპერტები, რომლებიც “ნაცმოძრაობას” ჰყავდა […]

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, 20 ადამიანი დააკავეს – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების პროცედურისას, სამართალდამცველებმა 20 პირი დააკავეს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები თბილისში, კ. კეკელიძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მიმდინარე წლის, 23 იანვარს, 11:00 საათიდან, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე ახორციელებდნენ გამოსახლების პროცედურას. მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე […]

აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს

თბილისში, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც ორი ცათამბჯენის აშენებაა დაგეგმილი, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს. ამ საკითხს კენჭი დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე უყარეს. ზონის ცვლილებას მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა, 3 იყო წინააღმდეგი. ამ გადაწყვეტილებით, 33 447 კვ.მ ფართობის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა. იქამდე ჰქონდა სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი, რომელიც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობას კრძალავდა. ახალი ფუნქციური […]