NATO უკრაინის დახმარებას აძლიერებს | შეხვედრა “რამშტეინის” ბაზაზე

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის დახმარებას აძლიერებს. NATO-ს შტაბბინაში დღეს გაფორმდა მილიარდზე მეტი ღირებულების კონტრაქტი საარტილერიო ჭურვების შეძენაზე, რომლების უდიდესი ნაწილი უკრაინას გადაეცემა. ამ წუთებში კი NATO-ს წევრი ქვეყნები რამშტაინის ბაზაზე არიან შეკრებილი. წლის პირველ შეხვედრაზე, რომელსაც შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ამერიკიდან ხელმძღვანელობს, უკრაინისთვის გრძელვადიან საჭიროებებზე იმსჯელებენ. NATO-ს პარალელურად ევროკავშირის დღის წერიგში რჩება უკრაინისთვის ყველაზე მასშტაბური დახმარების […]
“სამოქალაქო იდეა” პაპუაშვილზე: მზადდება ნიადაგი, კრიტიკაზე “ტაივანის ლობისტები” იძახონ

თინა ხიდაშელის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა პაპუაშვილის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც ისინი ტაივანიდან ფინანსდებიან და ანტიჩინურ განწყობებს ქმნიან, განცხადებით პასუხობს. ორგანიზაციის თქმით, არც მათ, და არც მათ ხელმძღვანელს, ხიდაშელს, ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება არასდროს გაუკეთებიათ და რომელიმე სახელმწიფოს აღიარებასთან ან არაღიარებასთან დაკავშირებით პოზიციას არ გამოხატავენ. მათივე თქმით, სამოქალაქო იდეას ტაივანურ ორგანიზაციებთან – და […]
თაკო ჩარკვიანი – არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? – „ბულკებზე“ გაზრდილი საბა ბუაძის, “მუსტანგზე” ამხედრებული ხაზარაძისა და ივანიშვილის გახარიას იმედად ვინც არის დარჩენილი, ან პოლიტიკურად ბეცია, ან “ნეტარი”

არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები?, – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს. თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვინც „ფუნთუშებზე გაზრდილი საბა ბუაძის, მუსტანგზე ამხედრებული ხაზარაძის და ბიძინა ივანიშვილის, გახარიას იმედად არის დარჩენილი“, ან „პოლიტიკურად ბეცია“, ან “ნეტარი“. “არ გავიდეთ გარეთ, […]
ჯასტინ ტრუდო – კანადისთვის ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს

კანადისთვის დონალდ ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. მისი თქმით, კანადამ უკვე გაიარა გამოწვევები ტრაპის ადმინისტრაციის პირობებში, შესაბამისად, მისი მეორე ვადით არჩევა კანადისთვის „არაპროგნოზირებად“ ვითარებას წარმოადგენს. “გამოწვევები გამოვიარეთ, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაცია ოთხი წლის განმავლობაში წარმოადგენდა, როდესაც ვამტკიცებდით, რომ კანადა და აშშ უკეთეს შედეგებს აღწევენ როდესაც ამას ერთად აკეთებენ. თვალსაჩინოა, […]
რეგისტრირებულ კოოპერატივს საკრედიტო კავშირს „უნივერს-ს“ არასაბანკო სადეპოზიტო – საკრედიტო ლიცენზია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 04 მაისის N195 განკარგულებით, რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი “უნივერს”-ს (ს/ნ: 202457493) არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2023 წლის 9 ოქტომბრის N211 განკარგულებით, რეგისტრირებულ კოოპერატივის საკრედიტო კავშირ „უნივერს“-ის (ს/ნ: 202457493) ლიკვიდატორად დაინიშნა – როინ ცაციაშვილი. „რეგისტრირებული კოოპერატივის […]
„თუ გუდაურში ჩავა იმდენი ტურისტი, რამდენიც მაგალითად დუბაიშია, იგივე ხაჭაპურის ფასი შესაძლოა, 100 ლარიც გახდეს“ – კოტე გაბრიჩიძე

„ვინმე ნერვიულობს იმაზე, რომ აეროპორტში ყავა 25 ლარი ღირს? ან რატომ არ ნერვიულობს ხალხი იმაზე, თუ რა დევს ხაჭაპურში, რომელიც ქუჩაში იყიდება და 1,7 ლარი ღირს?“ – ასე ეხმაურება რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “საქმე“ საქართველოს სამთო კურორტებზე მაღალ ფასებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე. „გუდაურის ზედა დონეზე, სადაც ბუნებრივი აირი არ არის და […]
SJC მოუწოდებს მთავრობას შეაჩეროს დაგეგმილი გამოსახლებები

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს და მთავრობას მოუწოდებს გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და დაუყოვნებლივ შეაჩეროს ამ კვირაში და ზოგადად მიმდინარე ზამთრის პერიოდში დაგეგმილი გამოსახლებები საცხოვრებელი სივრცეებიდან. ორგანიზაციის განცხადებით, კეკელიძის #1 ნომერში ხატიაშვილების ოჯახის დღევანდელი გამოსახლება ბოლო წლებში სამართალდამცავების მხრიდან გამორჩეული სისასტიკით და ძალის გამოყენებით გამოირჩეოდა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ გამოსახლების პროცესში გამოიყენეს სპეციალური ხელსაწყოები და […]
პოლიტანომ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

30 წლის გარემარბმა მატეო პოლიტანომ საუდის არაბეთის “ალ შაბაბში” გადასვლა გადაიფიქრა და “ნაპოლიში” დარჩება. ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ პოლიტანო მალე ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტს სამი წლით გაახანგრძლივებს, მისი სეზონური გასამრჯელო კი 2.9 მილიონი ევრო გახდება. სერია A-ს მიმდინარე სეზონში პოლიტანომ 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რას უნდა ველოდოთ ნიუ ჰემფშირის პრაიმერისგან?

რესპუბლიკური პარტიის წევრები პრეზიდენტობის კანდიდატებს კენჭს ამჯერად ნიუ ჰემფშირში უყრიან. სამშაბათს შტატში არჩევანი რესპუბლიკური პარტიის უკვე ორ პოლიტიკოსს შორის უნდა გააკეთონ: ყოფილ პრეზიდენტ დონალს ტრამპსა და ყოფილ ელჩ ნიკი ჰეილის შორის. ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა კანდიდატურა მოხსნა. პრაიმერი იმართება დემოკრატებისთვისაც. ნიუ-ჰემფშირში პრაიმარების ამ ნაწილის გამართვამდე 8 დღით ადრე კენჭისყრა, “კოკუსი” გაიმართა აიოვაში, სადაც დონალდ ტრამპმა […]
უკრაინა დიასპორის წარმომადგენლებს ორმაგ მოქალაქეობას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებს მადლობას უხდის მათი მხარდაჭერისთვის და მათ ორმაგ მოოქალაქეობას სთავაზობს. თუმცა ამისთვის კონსტიტუციის ცვლილებაა საჭირო. ზელენსკი ამბობს, რომ ის პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, რაც პრეზიდენტის მხრიდან 1919 წლის აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაერთიანების აღმნიშვნელ “ერთიანობის დღეს” სიმბოლური ჟესტი იყო. ზელენსკიმ ამავე დღეს გამოსცა განკარგულება, რომელიც […]