IDF: ლიბანში ჰეზბოლას და ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა გავანადგურეთ

ისრაელმა ლიბანში, ჰეზბოლასა და ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, IDF-ის საჰაერო იერიში ჰეზბოლას მიერ 23 იანვარს, ისრაელის ჩრდილოეთში სარაკეტო თავდასხმებს მოჰყვა. განცხადების მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განადგურებული ობიექტი ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გამოიყენებოდა და მას ირანი მართავდა.

უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი, დაკავებები და ხმაური | კეკელიძის ქუჩაზე დღეს განვითარებული მოვლენები სრულად

დრამატულ დაპირისპირებად ქცეული გამოსახლება დღეს კეკელიძის ქუჩაზე დილის საათებში დაიწყო. ოჯახი, რომელიც ინფორმირებული იყო აღსრულების პოლიციის ვიზიტის შესახებ, საცხოვრებელში წინასწარ გამაგრდა და პოლიციას შენობაში შესაღწევად სპეცტექნიკაც კი დასჭირდა. ამ ქმედებებმა ადგილობრივი მოსხლეობის და ხატიაშვილების მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვია და პროცესი რამდენჯერმე პოლიციელებისა და მოქალაქეები დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. სულ ადგილზე 20 ადამიანი დააკავეს – მათ შორის ჟურნალისტებიც. მათი […]

ემიგრანტების ჩართულობა არჩევნებში და კენჭისყრა ელექტრონული წესით | ხმაურიანი შეხვედრა ცესკო-ში

საარჩევნო წლის პირველი შეხვედრა ცესკოს ადმინისტრაციასთან, რომელმაც კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. დაპირიპირება შეხვედრის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე კომისიის ხელმძღვანელობა ოპოზიციამ “ქართული ოცნების” ინტერესების გატარებასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულა. მთავარი განსახილველი საკითხი კი დღეს არჩევნების ახალი, ელექტრონული წესით ჩატარება იყო. პირველად საქართველოს ისტორიაში ამომრჩევლის 90 პროცენტი კენჭისყრაში მონაწილებას ელექტრონულად მიიღებს.

8 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობის სახით | კორუფციის ნიშნები “ოცნების” წინასაარჩევნო მზადებაში

სახელისუფლებო პარტიამ არჩევნებისთვის მზადება და თანხების მობილიზება დაიწყო. მხოლოდ გასულ წელს “ქართული ოცნების” საარჩევნო ყულაბაში 8 მილიონ ლარზე მეტი ჩაირიცხა. მმართველი პარტიის მსხვილ შემწირველებს შორის ძირითადად “ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენები ფიგურირებენ, რომლებიც უკვე წლებია ტენდერებს იგებენ და სახელმწიფოს არაერთი შეღავათით სარგებლობენ. ასე იქმნება უწყვეტი ჯაჭვი სახელისუფლებო პარტიასა და მმართველ გუნდთან ასოცირებულ კომპანიებს შორის. მათი მჭიდრო კავშირები […]

თბილისის საკრებულოში დღეს ხმაური იყო – რა კონკრეტული საკითხების განხილვას მოყვა ურთიერთბრალდებები ოპონენტების მხრიდან

ხმაური საკრებულოს სხდომაზე წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხის განხილვას მოჰყვა. სიტყვიერად ერთმანეთს გიორგი გახარიას გუნდისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. პარტია “საქართველოსთვის” წევრები ამტკიცებდნენ, რომ დაუსრულებელმა სამუშაოებმა მოსახლეობას პრობლემა შეუქმნა. ბრალდებებს მიუღებელი და ხელოვნური უწოდა სახელისუფლებო გუნდმა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადების მიმართ კრიტიკა ისმოდა “ლელოს” მხრიდანაც. “ქართული ოცნებისთვის” კი ოპონენტების განცხადებები არასერიოზულია, მით უმეტეს იმ ფონზე, […]

ისტორიაში პირველად 2024 წლის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება

ისტორიაში პირველად, 2024 წლის არჩევნები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ამომრჩეველთა თითქმის 90 პროცენტი საკუთარ ნებას ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების საშუალებით დააფიქსირებს. ელექტრონული სისტემის გამოყენების პრაქტიკასა და მის ეფექტიანობაზე მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა მსჯელობა თბილისი მერიოტში, სადაც ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის დისკუსია 4 საათი გაგრძელდა. სისტემის ეფექტურობა ვერც […]

“ხალხის ძალა” 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიებას და კითხვებზე პასუხებს ითხოვს – რა წერია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მორიგ ვრცელ წერილში

“ხალხის ძალა” 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხებს ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მორიგ ვრცელ წერილში კიდევ ერთხელ ისაუბრეს თუ რატომ უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი ომის მიზეზები. “ხალხის ძალაში” აცხადებენ, რომ მათი ინტერესი ყოფილი სახელისუფლებო ძალის პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოკვეთაა. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათივე თქმით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წელს ჩადენილი […]

ეკლესიასა და პატრიარქზე ბექა მინდიაშვილის გამონათქვამები თეოლოგის მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაა – რელიგიათა საბჭოში შემავალი 18 ორგანიზაცია, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს მხარდაჭერას უცხადებს

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, რომელიც 18 რელიგიურ ორგანიზაციას აერთიანებს, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და პატრიარქზე მინდიაშვილის გამონათქვამები, თეოლოგის მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაა. მხარდაჭერა ბექა მინდიაშვილმა 18 რელიგიური ორგანიზაციისგან მას შემდეგ მიიღო, რაც პატრიარქს და სამღვდელოებას უმეცრები და ჯაშუშები, საპატრიარქოს კი – ჯაშუშების ბუნაგი უწოდა, რასაც საზოგადოების […]

ნებართვისა და დოკუმენტაციის გარეშე აშენებული სახლების დაკანონება აპრილიდან დაიწყება – სამშენებლო ამნისტია ყველა რეგიონზე გავრცელდება

2023 წლის 1 დეკემბრამდე აშენებულ, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, რომლებიც სამშენებლო ნებართვისა და დოკუმენტაციის გარეშეა აგებული, ამნისტია გავრცელდება. იმ ფიზიკურ პირებს, ვისაც საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დოკუმენტაციის გარეშე აქვთ ნაგებობა, არ მიუმართავთ საჭირო უწყებებისთვის, არ შეუთანხმებიათ სამშენებლო პროექტი და მათი ქონება არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდებათ. მფლობელებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლა და […]

ქუთაისის მერია ფრანგი მხატვრის გრაფიტის ვანდალურად დაზიანების ფაქტს იკვლევს

ქუთაისის მერიამ ქალაქის ისტორიულ უბანში, მონპლაზირის თაღთან 7 წლის წინ მოხატული გრაფიტის აღდგენის დაპირება გასცა. როგორც რადიო თავისუფლებას მერიაში უთხრეს, შესაბამისი სამსახური არკვევს, ვინ ჩაიდინა ვანდალური აქტი. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის დაზიანების ჩამდენს აუცილებლად გამოავლენენ. “გრაფიტს კი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქალაქშია და მათ შორის ქუთაისშიც, მალე ისევ აღვადგენთ!“ – განმარტავენ მერიის […]