ხატია დეკანოიძე – არ დაიჯეროთ, რომ „ქართულ ოცნებას“ 60%-ის აღება შეუძლია, გამორიცხულია, პროპაგანდაა – მთავარი პრობლემაა, რომ ხალხის ტალღას, რომელიც უნდა აგორდეს, წინ უდგას ფრუსტრაცია და ნიჰილიზმი

არ დაიჯეროთ, რომ „ქართულ ოცნებას“ 60%-ის აღება შეუძლია, გამორიცხულია, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. მისი თქმით, 60 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მაშინაც კი არ აუღია, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში „მესიად“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გადამრჩენელად შემოვიდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მოტივაციაზეც და განაცხადა, […]

ანა დოლიძე – ზამთარში გამოსახლებებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს – იდეალური იქნებოდა, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, აქ დიდი მაფიაა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, გამოსახლების აქტებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. აღნიშნულის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან აღსრულების ბიუროს მიერ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებაზე. როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, გამოსახლების პროცესი კიდევ იგეგმება,შესაბამისად, მიიჩნევს, რომ საქმეში „რაღაც ინტერესები“ და „მაფიაა“. „კანონმდებელი იმისთვის არის, რომ ასეთ სფეროში პოლიტიკა შეიმუშაოს. […]

ზუგდიდი-თბილისის მატარებელი ხარაგაულში გაჩერებული იყო

ზუგდიდი-თბილისის მატარებელი ხარაგაულში გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაჩერებული იყო. მიზეზი მგზავრებს შორის შელაპარაკება გახდა. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მატარებელი ამ დროისთვის მსვლელობას განაგრძნობს. „ზუგდიდი თბილისის რეისზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მგზავრს შელაპარაკება მოუვიდა სხვა მგზავრებთან. მოგვიანებით დაუპირისპირდა დაცვის სამსახურის თანამშრომელს. “საქართველოს რკინიგზამ” მატარებელი ხარაგაულში გააჩერა და პოლიცია გამოიძახა. სიტუაცია ადგილზე განიმუხტა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მგზავრი ჩავიდა მატარებლიდან, […]

ჰოჯესი: ნებისყოფის რეალური გამოცდა კრემლსა და თეთრ სახლს შორისაა

რუსეთი აცნობიერებს, რომ უკრაინასთან ომში ვერ იმარჯვებს და ახლა იმედებს დასავლეთში პოლიტიკური ნების ერთიანობის დარღვევაზე ამყარებს. ასე აფასებს უკრაინაში ფრონტზე დღეს არსებულ სიტუაციას ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი. მისი თქმით, 2024 წელი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე დაპირებული და დაგვიანებული შეიარაღება ქვეყანაში მომდევნო თვეების განმავლობაში ჩავა. სამ ვარსკვლავიანი […]

დიდი შვიდეულის პრეზიდენტობისას იტალია უკრაინას დაუჭერს მხარს

იტალია, დიდი შვიდეულის პრეზიდენტობისას ეცდება დაუპირისპირდეს მზარდ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსეთი იმარჯვებს და რომ დასავლეთი დაიღალა ომით. ინფორმაცია ამის შესახებ სააგნეტო “როიტერს” ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. დიდ შვიდეულს, რომელშიც ამერიკა, იაპონია, გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი და კანადა შედიან, იტალია 2024 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს და სამიტს 2024 წლის ივნისში უმასპინძლებს. იტალიის პრიორიტეტების განხილვისას, წყარომ თქვა, რომ […]

სააკაშვილის ერთ მიმართვას შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანაში ასი ათასობით ადამიანი – სოფო ჯაფარიძე

სად იქნება სააკაშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის – როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე „რეაქციაში“ ამბობს, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და ამის გაკეთება ორ ადამიანს შეუძლია – ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბიშვილს. სოფო ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის მოწოდებას მხარდამჭერების „ქუჩაში გამოყვანა“ შეუძლია, თუმცა მთავარია, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება. შანსი ყოველთვის არსებობს, უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არის […]

SJC მოუწოდებს მთავრობას, შეაჩეროს ამ კვირაში და ზამთრის პერიოდში დაგეგმილი გამოსახლებები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) თბილისში, კეკელიძის ქუჩიდან იძულებით გამოსახლებას განცხადებით ეხმაურება და სახელმწიფოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ამ კვირაში და ზოგადად მიმდინარე ზამთრის პერიოდში დაგეგმილი გამოსახლებები საცხოვრებელი სივრცეებიდან. ცენტრში აცხადებენ, რომ დღევანდელი გამოსახლება ბოლო წლებში სამართალდამცავების მხრიდან გამორჩეული სისასტიკით და ძალის გამოყენებით გამოირჩეოდა. ამასთან, SJC-ში აღნიშნავენ, რომ გამოსახლების პროცესში გამოიყენეს სპეციალური ხელსაწყოები და შედუღებული სახლის კარი […]

რუსეთში სახმელეთო ბირთვული აფეთქების “საწვრთნელი სიმულატორი” შექმნეს

რუსეთში დააპატენტეს ახალი სახმელეთო ბირთვული აფეთქების სიმულატორი. როგორც პატენტის აღწერაშია ნათქვამი, “ამ განვითარების გამოყენება გააუმჯობესებს სახმელეთო ძალების დანაყოფების მომზადების ხარისხს საბრძოლო ოპერაციებისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებში.” სააგენტო „ტასის“ თანახმად, ახალი სიმულატორი ხრულიოვის სახელობის სამხედრო ლოგისტიკის აკადემიის მეცნიერებმა შეიმუშავეს. “სასარგებლო მოდელის მიზანს წარმოადგენს თვალსაჩინო იმიტაციის ვიზუალური ნიშნების -დარტყმის ეფექტის, სინათლის გამოსხივების და მიწისზედა ბირთვული აფეთქების სოკოსებური […]

ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ, სამშაბათს საღამოს გაავრცელა განცხადება რუსეთთან დამაკავშირებელი გზის დაკეტვის შესახებ. უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ამინდის გაუარესებისა და გზაზე ზვავის ჩამოწოლის გამო გზა რამდენიმე საათით იკეტება, ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. “ავტომაგისტრალზე მოძრაობა ორი საათით შეჩერდება, ამ დროის განმავლობაში სპეციალისტები ზვავსაშიშ ფერდობებზე სადაზვერვო სამუშაოებს ჩაატარებენ”, – ნათქვამია დე […]

ნატოს საიუბილეო სამიტი და საქართველო

ანალიტიკოსები, აშშ-ის დიპლომატიური სამსახურების მაღალი რანგის ყოფილი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე, საქართველო უკრაინას ჩამორჩება. წარსულში კი, საპირისპირო მოცემულობა იყო. მათი ნაწილი, “ქართული ოცნების” მხრიდან ენთუზიაზმის ნაკლებობაზე საუბრობს. ნატოს გაფართოების პოლიტიკაზე მსჯელობა ალიანსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად, თითქმის ყოველთვის აქტუალურია და ასეა ახლაც. რა პროგრესს განიცდის საქართველო ნატოში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე – ეს […]