რას უნდა ველოდოთ ნიუ ჰემფშირის პრაიმერისგან?

რესპუბლიკური პარტიის წევრები პრეზიდენტობის კანდიდატებს კენჭს ამჯერად ნიუ ჰემფშირში უყრიან. სამშაბათს შტატში არჩევანი რესპუბლიკური პარტიის უკვე ორ პოლიტიკოსს შორის უნდა გააკეთონ: ყოფილ პრეზიდენტ დონალს ტრამპსა და ყოფილ ელჩ ნიკი ჰეილის შორის. ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა კანდიდატურა მოხსნა. პრაიმერი იმართება დემოკრატებისთვისაც.
ნიუ-ჰემფშირში პრაიმარების ამ ნაწილის გამართვამდე 8 დღით ადრე კენჭისყრა, “კოკუსი” გაიმართა აიოვაში, სადაც დონალდ ტრამპმა დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა. ნიკი ჰეილი, რომელიც ახლა ერთადერთი კანდიდატია, რომელიც პარტიის დებატებში ოფიციალურად იღებდა მონაწილეობას და დღესაც ნომინანტობისთვის იბრძვის, ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ის ს ალტერნატივაა.
რა არის პრაიმერი, როდის და როგორ იმართება ის?
ნიუ-ჰემფშირის პრაიმერი წელს სამშაბათს, 23 იანვარს იმართება. აიოვისა და სხვა რამდენიმე შტატისგან განსხვავებით, სადაც “კოკუსის სისტემით” კენჭისყრა ფიზიკურად ხმის მიცემას და უფრო რთულ პროცედურულ საფეხურებს უკავშირდება, ნიუ ჰემფშირში ხმის მიცემა ნებისმიერ სხვა არჩევნებში ხმის მიცემის მსგავსი პროცესია.
ასარჩევია “რესპუბლიკელთა ეროვნული კონვენციის” 22 დელეგატი, ისინი პროპორციული წესით აირჩევიან. მართალია ეს კონვენციის 1 215 დელეგატიდან მხოლოდ მცირე რაოდენობას ეხება, მაგრამ შტატს ტრადიციულად ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ ენიჭება, რომ პარტიული კენჭისყრის კალენდარში ის ასე ადრეა. ხშირად ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამომრჩეველთა თუ დონორთა განწყობების ჩამოყალიბებაზე.
პრიმერები იმართება დემოკრატებისთვისაც. “დემოკრატთა ეროვნული კონვენცია” ნიუ ჰემფშირიდან 33 დელეგატს აირჩევს. თუმცა პირველი პრაიმერის ოფიციალურ თარიღთან დაკავშირებით შტატისა და ცენტრალურ ხელისუფლებას უთანხმოება აქვთ, ამიტომ ის ბოლომდე ოფიციალურ შედეგებად არ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, ნიუ ჰემფშირში პრაიმერები დემოკრატებისთვის მხოლოდ იმის მაჩვენებელი იქნება, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს პარტიას.
დემოკრატიული პარტიის პირველი საარჩევნო შეჯიბრი სამხრეთ კაროლინაში გაიმართება, რომელიც ნიუ ჰემფშირისგან განსხვავებით, სადაც მოსახლეობის 90 % თეთრკანიანი ამერიკელები არიან, ბევრად მრავალფეროვანია და მეტად ასახავს პარტიის შემადგენლობას. თუმცა ნიუ ჰემფშირის შტატის კანონმდებლობით, სწორედ მან უნდა უმასპინძლოს პირველ პრაიმერებს. რესპუბლიკელთა მიერ მართული შტატის მთავრობამ პრაიმერების თარიღირს შეცვლაზე უარი თქვა.
ვისი სახელია ბიულეტენზე?
საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩეველს რესპუბლიკელ პოლიტიკოსებს შორის დონალდ ტრამპსა და ნიკი ჰეილის შორის მოუწეევს არჩევანის გაკეთება. ჰეილიმ აიოვაში მესამე ადგილი დაიკავა. ბიულეტენზე მხოლოდ ორი დემოკრატი კანდიდატი იქნება – დინ ფილიპსი, მინესოტელი კონგრესმენი და ავტორი და პოლიტიკოსი მარიან უილიამსონი. დემოკრატი პრეზიდენტის ს სახელი, რომელიც მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას, ბიულეტენზე არ იქნება – სწორედ პრაიმერის თარიღთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. თუმცა ზოგიერთი მისი მხარდამჭერი მოწოდებით გამოდიოდა, მისი სახელი მოქალაქეებმა ხელით ჩაწერონ ბიულეტენზე.
ვინ ლიდერობს გამოკითხვებში?
გამოკითხვების თანახმად, როომელიც ვებ-გვერდ “538”-ზე გამოქვეყნდა, ნიუ ჰემფშირში პრაიმერებში მონაწილეობის მიმღებთა თითქმის ნახევრის მხარდაჭერა ყოფილ პრეზიდენტს აქვს გარანტირებული. ჰეილი კი დაახლოებით 37 %-იანი მხარდაჭერით მეორე ადგილზეა.
შტატი, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ცნობილია, როგორც ზომიერი, ლიბერტარიანული შეხედულებების მქონე რესპუბლიკური უმრავლესობის შტატი. პრაიმერები ნიუ ჰემფშირში “ნახევრად ღია” სისტემით იმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მათაც შეუძლიათ, ვინც რომელიმე პარტიის მხარდამჭერად არაა დარეგისტრირებული. ეს შედარებით მეტ შანსს აძლევს ისეთ კანდიდატებს, როგორიც ჰეილია და ვინც უფრო ცენტრისტულ პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება დემოკრატებს, მართალია გამოკითხვები აქ შედარებით ნაკლებ თანმიმდევრული იყო, მაგრამ პრეზიდენტ ბაიდენს ამომრჩეველთა უმრავლესობა უჭერს მხარს, შემდეგი ფილიპსია, თუმცა მას გამოკითხვებში ძლიერ განსხვავებული მაჩვენებლები აქვს. ფაქტი, რომ ამომრჩეველს ბაიდენის სახელის ბიულეტენზე დაწერა შეუძლია, ამ კენჭისყრას კიდევ უფრო ნაკლებ პროგნოზირებადს ხდის.
რატომაა ნიუ ჰემფშირის არჩევნები მნიშვნელოვანი?
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რესპუბლიკურ მხარეს ნიუ ჰემფშირი ჰეილისთვის საუკეთესო შესაძლებლობააა, რომ თავი ტრამპის ალტერნატივად წარმოადგინოს და თუ პირველი არა, დამაჯერებელი მეორე ადგილი მაინც მოიპოვოს და ტრამპთან პროცენტული განსხვავება შეამციროს. ამ შტატში ბოლო თვეებში მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თუ ჰეილი ამ შტატში პოზიციებს გაიმყარებს, ეს მისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება შეინარჩუნოს ამომრჩევლისა და დონორების ინტერესი იმისთვის, რომ რბოლა განაგრძოს. თუ ასე არ მოხდა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ პარტიის ერთადერთ კანდიდატად დონალდ ტრამპი დარჩება.
ტრამპს მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ დებატებში და არც ვალდებულება აუღია, რომ პარტიის მიერ სხვა კანდიდატის ნომინირების შემთხვევაში მას მხარს დაუჭერს. პარტიის ოფიციალური კანდიდატები, რომლებიც დებატებში მონაწილეობდნენ, ამ ვალდებულებას იღებდნენ.
ტრამპის დამარცხების შემთხვევაშიც, მისი კონკურენტები დანებებას არ აპირებენ. ტრამპი დაახლოებით 36 პროცენტული ნიშნულით უსწრებს ჰეილის სამხრეთ კაროლინაში, ჰეილის მშობლიურ შტატში, სადაც ის გუბერნატორიც იყო. თებერვლის ბოლოს შემდეგი კენჭისყრა სწორედ იქ უნდა გაიმართოს. Reuters/Ipsos გამოკითხვებით, ეროვნული მასშტაბით, ტრამპი 37 %-ით უსწრებს ჰეილის.