ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში, „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, საუბარი მათ შორის შეეხებოდა თავისუფალ, სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარებას. „არჩევნების ჩატარების საკითხი პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ კორუფციასა და მართლმსაჯულების ნაწილთან, ცხადია, ამ სამ საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება, საიდანაც ხელისუფლების წარმომადგენელმა ორს […]
ნინო წილოსანი ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა. როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, განსაკუთრებული ყურადღება კი გენდერული თანასწორობის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე გაამახვილეს. „ნორვეგია არის ერთ-ერთი ძირითადი კონტრიბუტორი იმ დონორი […]
საქართველოს ბიზნესასოციაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნესასოციაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ეხმიანება. როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო სწორი და გონივრული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5% შემცირდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად შეესატყვისება ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირებულ მაჩვენებელს, რომელიც ამ ეტაპზე სამიზნე მიზნობრივ ნიშნულზე, კერძოდ კი 3 %-ზე დაბალია. ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მისასალმებელია, […]
უკრაინამ და აშშ-მა საერთაშორისო დახმარების გამოყენების კონტროლის შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელი

უკრაინამ და აშშ-მა საერთაშორისო დახმარების გამოყენების კონტროლის შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანს საერთაშორისო დახმარების გამოყენების მონიტორინგის გაძლიერება წარმოადგენს. სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმება კორუფციისა და თაღლითობის გამოსავლენად, დასადასტურებლად და თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს. ასევე, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების დასადგენად […]
მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილს შეხვდა. როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განიხილეს საქმიანობის ის პრიორიტეტები და ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმით განისაზღვრება. „მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს გააცნო თანამშრომლობის პრიორიტეტების და ერთობლივი ღონისძიებების […]
თორნიკე რიჟვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას. აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა და ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს […]
კახა კალაძე – ადამიანები, ვინც დაყოფილები არიან, საერთო ჯამში წარმოადგენენ ერთ ხაზს, რომელსაც ერქვა “ნაციონალური მოძრაობა” – ერთი პატრონი ჰყავთ, უსამშობლო ადამიანები არიან

ადამიანები, ვინც დაყოფილები არიან, ზოგი შეიძლება “ლელო” იყოს, გახარიას პარტია და ასე შემდეგ, საერთო ჯამში წარმოადგენენ ერთ ხაზს, რომელსაც ერქვა “ნაციონალური მოძრაობა”- დღეს შეიძლება დაყოფილები იყვნენ, მაგრამ ერთი პატრონი ჰყავთ. უსამშობლო ადამიანები არიან , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ელენე ხოშტარიას და ზურაბ (გირჩი) […]
„კაბუს” საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულისთვის ნარკოტიკული საშუალების „ჩადება” არ მომხდარა

ქალის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის ბრალდებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს” საქმის პროკურორის, გიორგი გოგალაძის თქმით, ბრალდებულისთვის ნარკოტიკული საშუალების „ჩადება” არ მომხდარა. პროკურორის თქმითვე, მსახიობს ნარკოტიკები პირადი ჩხრეკისას აღმოუჩინეს. ამასთან, კითხვაზე, ჩაუტარდა თუ არა „კაბუს” ნარკოტიკულ თრობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა, გოგალაძე პასუხობს, რომ აღნიშნულ ექსპერტიზის ჩატარებაზე ბრალდებულმა უარი განაცხადა. „ბრალდების მხარის […]
1-ელ თებერვალს “ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს

1-ელ თებერვალს “ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება. “ქართული ოცნების” VIII ყრილობა 14:00 საათზე, სასტუმროში “პარაგრაფ თბილისში” ჩატარდება. მოსალოდნელია, რომ ყრილობაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და დაამტკიცებენ. ოფიციალურად დასახელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე […]
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 207 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 207 ადამიანი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. “ჩვენები სახლში არიან – 207 ბიჭი. ყველას დავიბრუნებთ. ტყვეობაში მყოფი ყოველი კაცი და ქალი გვახსოვს. მებრძოლები და სამოქალაქო პირები. ყველა უნდა დავაბრუნოთ. მათზე ვმუშაობთ. ახლა უკრაინის გუნდის მორიგი კარგი სამუშაოა. ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, მალიუკი, კლიმენკო ყოჩაღები არიან!” , […]