საქართველოში, პირველად AUTO GALLERY-ში NISSAN ARIYA-ს გაყიდვები დაიწყო

ელეგანტური, ჭკვიანი, მძლავრი – AUTO GALLERY-მ ქართულ ბაზარზე NISSAN ARIYA-ს გაყიდვები დაიწყო. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ იაპონური მწარმოებლის გამორჩეული ელექტრომობილი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ შემოიყვანა. მიუხედავად ამისა, ინტერესი მის მიმართ საკმაოდ მაღალია და NISSAN ARIYA-ს ერთი ერთეული უკვე გაყიდულია. ქართველი მომხმარებელი NISSAN-ის ბრენდს კარგად იცნობს, ელექტრომობილების მიმართულებით კი ამ ბრენდის ღირსებას Nissan leaf იცავდა, თუმცა […]

“ნაციონალურ მოძრაობას” საკრებულოს დეპუტატი ტოვებს – რატომ გადაწყვიტა ნინო კვიტაშვილმა, ნიკა გვარამიას გუნდს შეუერთდეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნინო კვიტაიშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი ნადირაძემ, ლევან ხაბეიშვილის და ზაზა გოგავას სახელით, საბოლოო არჩევანის გაკეთება მოსთხოვა – ან დარჩენილიყო “ნაციონალურ მოძრაობაში” და შეესრულებინა მენეჯმენტის დავალებები, ან წასულიყო ნიკა გვარამიასთან. ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, ის არასოდეს მალავდა პარტიაში მიმდინარე პროცესების მიმართ ნაგატიურ […]

პერუში მეწყრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

პერუში მეწყრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. სტიქია ქვეყანაში ძლიერმა წყალდიდობამ გამოიწვია. ათობით სახლი დაიმარხა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულები. რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყდა. მთავრობა სტიქიის ზონაში მიყენებულ ეკონომიკურ ზარალს ითვლის.

შრილანკაში, ანტისამთავრობო გამოსვლა პოლიციამ ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა

შრილანკაში ანტისამთავრობო გამოსვლა პოლიციამ ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები გადასახადების მკვეთრ ზრდას და ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებდნენ. ადგილობრივების პროტესტს ოპოზიციაც შეუერთდა. კუნძულოვანი ქვეყანა, რომელიც მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, ამ წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.

ომბუდსმენი „ვოლტს“ კურიერებისთვის აპლიკაციაზე წვდომის აღდგენისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა. როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შრომის პირობებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, კომპანიამ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა, თუმცა საფუძვლად მიუთითა 2 კვირის განმავლობაში შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობა. „საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოების მიერ […]

აღსრულების ბიურო „ალტ-ინფოს“ პარტიისგან 232 ათასი ლარის გადახდას ითხოვს

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პოლიტიკურ პარტიას, „კონსერვატიულ მოძრაობას“ 232 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. როგორც „ალტ-ინფოს“ გამოქვეყნებულ, 25 იანვრით დათარიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ: · „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ უნდა გადაიხადოს 232 705 ლარი და 74 თეთრი [აქედან 15 223,74 ლარი – აღსრულების საფასური]; · გადახდის ნებაყოფლობითი განხორციელებისთვის პარტიას შვიდდღიანი ვადა აქვს, 2024 წლის 1 თებერვლის ჩათვლით. დოკუმენტში ნათქვამია, […]

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტი “ფეიკებისთვის” ქონების კონფისკაციის შესახებ

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე წაკითხვით ერთხმად მიიღო კანონპროექტი სხვადასხვა მუხლით, მათ შორის რუსეთის არმიაზე „ფეიკებისთვის“ გასამართლებულთა ქონების კონფისკაციის შესახებ. კანონპროექტში ჩამოთვლილია რამდენიმე მუხლი. გარდა “ფეიკებისა”, მათ შორის არის დეზერტირობა, ბრძანების შეუსრულებლობა და არასასურველ ორგანიზაციაში მონაწილეობა. ამ მუხლების უმრავლესობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაემატა სისხლის სამართლის კოდექსს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მითითებული მუხლებით გასამართლებულთათვის საპატიო წოდებების ჩამორთმევას. […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ აქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რაიმე სასიკეთო ცვლილება მოხდება

ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ აქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რაიმე სასიკეთო ცვლილება მოხდება, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიისგან ხაზგასმული იყო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების საჭიროებაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა არის, […]

კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებებზე – რას ამბობენ ოპონენტები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მათთვის სასიკეთო არაფერია

ის, თუ რას ამბობენ აღნიშნულ ფაქტზე [სამთავრობო ცვლილებებზე} ოპონენტები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის სასიკეთო არაფერია , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ოპონენტებისთვის სასიკეთო არ არის მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. “ის, თუ რას ამბობენ აღნიშნულ ფაქტზე [სამთავრობო ცვლილებებზე} ოპონენტები არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. […]

კახა კალაძე პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატურაზე – დედაქალაქის არჩეული მერი ვარ და დღეს რომ გადავდგე, არჩევნები უნდა ჩატარდეს – 2025 წლამდე მაქვს უფლებამოსილება, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა

დედაქალაქის არჩეული მერი ვარ და დღეს რომ გადავდგე, არჩევნები უნდა ჩატარდეს – 2025 წლამდე მაქვს უფლებამოსილება,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იგეგმება, რომ ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდეს. ამასთან, კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ დედაქალაქის მერი მესამე ვადით გახდეს, კალაძე ამბობს, რომ „გამორიცხული არაფერია და ყველაფერი წინაა“. […]