Madrid Fusión 2024-ზე ქართულ სამზარეულოს გაეცნენ

ესპანეთში, მადრიდში მიმდინარე მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 ქართულ სამზარეულოს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, კონგრესის ბოლო დღეს ქართველმა შეფმზარეულმა დავით ნარიმანაშვილმა მონაწილეებისთვის ქართული კულინარიული მასტერკლასი გამართა. Madrid Fusión 2024-ზე საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ […]
ვიდეო სერია, რომელმაც 18 თანამედროვე ფერმერის ისტორია გააერთიანა – „აგროსფეროს“ კამპანიის შეჯამება
„მზადება დიდი შემოდგომისთვის“ და „დიდი შემოდგომა“ – ასე ჰქვია კამპანიებს, რომელთა ფარგლებშიც ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორმა კომპანია „აგროსფერომ“ 18 თანამედროვე ფერმერი გაგვაცნო. კომპანია გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 10-ზე მეტ სოფელს ესტუმრა და ვიდეო სერიაში თავი მოუყარა იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც დღეს საქართველოში ხარისხიან სასოფლო-სამეურნეო კულტურებს აწარმოებენ. ვიდეოების საშუალებით ვეწვიეთ ულამაზეს ვენახებს, […]
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 9 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავს. წლის პირველი ამხანაგური მატჩის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მონტენეგროს ნაკრებს ესტუმრება. მატჩი პოდგორიცაში, “გრადსკი სტადიონზე” გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პირველ ოფიციალურ მატჩს საქართველოს ნაკრები 21 მარტს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩვენი გუნდი ლუქსემბურგის ნაკრებს დინამო არენაზე უმასპინძლებს. წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალში თამაშის […]
კალაძე პრემიერობაზე: გამორიცხული არაფერია, თუმცა 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ პრემიერმინისტრის კანდიდატურად მისი წარდგენა 2025 წლამდე ვერ მოხდება, რადგან მას, როგორც განსაზღვრული დროით არჩეულ მერს, შესაბამისი პასუხიმგებლობები აკისრია. “არაფერია გამორიცხული, ყველაფერი წინაა, თუმცა როგორც იცით, 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი. დედაქალაქთან […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6818 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6818 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6818 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6827 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9044 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9080 ლარს შეადგენდა. […]
„კაბუს“ ადვოკატის ინფორმაციით, ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში ნივთების რაოდენობასა და ფერებში სხვაობაა

ქალის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის ბრალდებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს“ ადვოკატის, დავით სანაძის განცხადებით, ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში ნივთების რაოდენობასა და ფერებში სხვაობაა. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობისას განაცხადა. „მე მაქვს ჩემი ეჭვები, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული ამბობს ეს ნივთიერება ჩემი არ არისო, ვიღაცის ხომ […]
„ევროოპტიმისტები” სემეკის ბიუჯეტის ფორმირების წესის შეცვლას ითხოვენ

„ევროოპტიმისტები” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ბიუჯეტის ფორმირების წესის შეცვლას ითხოვენ. „რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი „ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში დაარეგისტრირა. წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება შედის „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, მე-5 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაც, მარეგულირებელი ორგანოების “რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) […]
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6818 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6818 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6827 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9044 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9080 ლარს შეადგენდა. […]
Facebook და Messenger შეფერხებით მუშაობს

Facebook და Messenger შეფერხებით მუშაობს. სოციალური ქსელით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. Downdector-ის მონაცემების მიხედვით, მომხმარებელთა 37% ამბობს, რომ აპლიკაციაზე შესვლის პრობლემა აქვთ, 32% ამბობს – მესიჯების მიღების პრობლემა აქვს, 31 – გაგზავნის პრობლემა; Facebook-ზე შესვლა უჭირს 64%-ს, აპლიკაციაზე – 25%-ს
მიგრანტების ეფექტმა ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა – ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, მიგრანტების ეფექტმა ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა, თუმცა მისი წილი ეკონომიკურ ზრდაში ბოლო პერიოდში მილევადია. „მიგრანტების ეფექტი 2022-2023 წლებში მართლაც მნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არასდროს არ ვუყურებდით ამას როგორც გრძელვადიან ფაქტორს, თუმცა თავისი კონტრიბუცია შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში. მათ შორის ფულად ბაზარზეც, რამაც საშუალება მოგვცა, რომ […]