ჯო უილსონი და სტივ კოენი: ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა და მაღალი რანგის წევრმა, სტივ კოენმა განცხადაბა გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ისინი ქართველ ხალხთან დგანან და მოუწოდებენ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მოსახლეობას ბრძოლაში მხარი დაუჭირონ. ამასთან, ისინი თვლიან, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმ პირების დასასჯელად, რომლებმაც ქართველების მშვიდობიანი პროტესტისა და მათი ლიდერების არჩევის უფლებები დაარღვია. […]

ქართველი მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების მოთხოვნა მწერალთა სახლს

დღეს, 3 დეკემბერს მწერალთა სახლში მისული ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები განცხადებას ავრცელებენ თავიანთი მოთხოვნის შესახებ: გთავაზობთ მათ განცხადებას: “მოვითხოვთ, საქართველოს მწერალთა სახლმა შეასრულოს თავისი ინსტიტუციური ვალდებულება, დაუყოვნებლივ გამოხატოს პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნოს შემდეგი განცხადება: · „სასწრაფოდ გათავისუფლდეს პატიმრობიდან პოეტი ზვიად რატიანი და გადაიყვანონ ის კლინიკაში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად […]

“არა, დარჩა კიდევ მეორე ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია კონსტიტუციის რეალური დაცვა” – ერთი რამ, რაშიც ხმალაძე პრეზიდენტს არ ეთანხმება

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიეღო, ეხმაურება და ამბობს: „დღეს წავიკითხე საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება და სიმართლე გითხრათ, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ის, რაც წავიკითხე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულიც იყო, დაებრუნებინა საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციის ჩარჩოს ფარგლებში. […]

ბათუმის აქციაზე ივანიშვილი ფიტული დაწვეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული დაწვეს. ამასთან, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს. ბათუმში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ სამ ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ სამ ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 21 წლის ახალგაზრდას, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ეპიტაშვილმა შეუფარდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 10 […]

შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 293 პირია დაკავებული, სისხლის სამართლის კოდექსით – 5

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას დანაშაულის ჩამდენ პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება, სხვადასხვა საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების ჩატარების შედეგად, ამ ეტაპზე სისხლის […]

პროკურატურამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის […]

პირველი არხი მზადაა ეთერი დაუთმოს დისკუსიას კობახიძე-პაპუაშვილსა და ყოფილ მინისტრებს შორის

საქართველოს პირველი არხი მზად არის, ორგანიზება გაუწიოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის დისკუსიას, ქართული ოცნების ყოფილ მინისტრებთან. მაუწყებელმა დრო შეარჩია და დებატები ხვალ ხვალ, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე დაიგეგმა. მაუწყებლის ამ დადასტურებამდე ირაკლი კობახიძემ მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს და ხვალ, 4 დეკემბერს 16:00-ზე დებატებისთვის ითხოვა ეთერი. ირაკლი კობახიძეს სურს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად დებატებში „ქართული ოცნების“ […]

აქციებზე ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი

ლუის გრაჩა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი, ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. „ძალიან შეშფოთებული ვარ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ბოლო დემონსტრაციების დროს ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა. ასევე მოვუწოდებ ყველა დემონსტრანტს, გამოიყენონ მშვიდობიანი პროტესტის უფლება კანონის უზენაესობის პატივისცემით, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ხაზს ვუსვამ, პოლიციას აქვს მოვალეობა გამოიჩინოს თავშეკავება დემონსტრანტებზე რეაგირებისას, […]

შსს: აქციებზე ადმინისტრაციული ბრალდებით 293 პირი დააკავეს, სისხლის სამართლის — 5 ადამიანი

შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან დაწყებულ აქციებზე ადმინისტრაციული ბრალდებით (წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) დაკავებულია 293 პირი. ამასთან ერთად, 5 ადამიანი დააკავეს სისხლის სამართლის ბრალდებით. „ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე წარედგინა 108 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმისწარმოება დასრულდა 89 პირის მიმართ. დასრულებული 89 საქმიდან: 43 პირის მიმართ გამოყენებული […]