აირწინაღები ძირითადად ცალობით, პირადი მოხმარებისთვის იყიდება – „დომინო“

აირწინაღი (Air Filter) – ხუფიანი დამცავი, ბოლო დროინდელი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნივთია. თანამედროვე აირწაღის მოდელი მე-20 საუკუნეში გერმანელმა ინჟინერმა, ფრიდრიხ ზეპელინმა შექმნა. აირწინაღი ძირითადად, მეცნიერულ კვლევებსა და სამხედრო უსაფრთხოებაში გამოიყენებენ, თუმცა, დადგენილია, რომ მხუთავ აირსა და წიწაკის სპრეისაც ეფექტიანად უმკლავდება… ქართულ ბაზარზე მისი შეძენა მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბაზრობებსა და ქსელურ მაღაზიებშიც შეგიძლიათ. Quadrum Georgia-ს გაერთიანებაში […]
იაპონია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „გამოიჩინოს თავშეკავებულობა“

იაპონია ახლოდან აკვირდებოდა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. შესაბამის განცხადებას ქვეყნის საგარეო უწყება ავრცელებს. „კერძოდ, ჩვენ მზარდად შეშფოთებულები ვართ 28 ნოემბრის შემდეგ შექმნილი ვითარებით, საქართველოს მთავრობის განცხადების შემდეგ, რომ ის არ დაიწყებდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე, სადაც დემონსტრანტები და უსაფრთხოების ორგანოები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც მრავალი დაშავებული და დაკავებული მოჰყვა. […]
პროტესტი გრძელდება რუსთავშიც – მოქალაქეებმა ევროპული კურსის მხარდამჭერი მსვლელობა გამართეს

რუსთავში მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტებმა მსვლელობა ქალაქის შემოსასვლელიდან, თამარ მეფის მოედნიდან დაიწყეს და თავისუფლების მოედანზე, რუსთავის მერიის წინ დაასრულეს. რუსთავის მერიასთან მყოფი აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან შეხვედრას და მის მიერ სპეცრაზმის ძალადობრივ მოქმედებებზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ. რუსთავში საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. „მე იმიტომ ვარ რუსთავში, რომ გავამხნეო ჩვენი მხარდაჭერები და […]
ბათუმში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს – ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძროაბა პარალიზებულია

ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის ორივე მონაკვეთი, პროტესტის ნიშნად გადაკეტეს. მოქალაქეები ბათუმის მთავარი შემოსასვლელისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ. გადაკეტილია გორის ქუჩაც. ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია “ხელისუფლება იძალადებს? უფრო მეტი გამოვალთ და დავუპირისპირდებით რუსულ რეჟიმს. გადავკეტავთ ყველა ქუჩას და ჩვენ ხმას გაიგებენ ყველგან. ამ ისტორიულ შანს საქართველო არ დაკარგავს, რადგან ქვეყნის უმრავლესობას ევროპული […]
მამუკა მდინარაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭზე – როცა მიიყვანეს სასწრაფოსთან და გონზე იყო, თქვა, ფოიერვერკის ნაწილი მომხვდაო, ექიმები ეჭვობენ, რომ მას სხვანაირი კვალი უნდა დაეტოვებინა – დაბეჯითებით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ბლაგვი საგნისგან მიღებული დაზიანებაა

ჩემთვის ცნობილია, რომ ამ ადამიანმა, როდესაც მიიყვანეს სასწრაფოსთან და გონზე იყო და ა.შ. ექიმებთან განაცხადა, რომ ფოიერვერკების გასროლილი ნაწილი მომხვდაო, თუმცა არ იცის, ექიმის გადმოცემით, გახეთქილი თუ სრული. ანუ ექიმები ამ დროს ერიდებიან ხოლმე ინტერპრეტაციას თავისი სიტყვით, ანუ სრული რას ნიშნავს, ამ ახალგაზრდა კაცმა რა თქვა, სრულში რას გულისხმობდა არავინ იცის, მაგრამ მოვა გონზე, კარგად […]
მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი შეიძლება ზამთარში ჩატარდეს

მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი საუდის არაბეთში არა ზამთარში, არამედ შეიძლება ზამთარში გაიმართოს. “ტაიმსის” ცნობით, ამის მიზეზი ზაფხულში საუდის არაბეთში ძლიერი სიცხეა. ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მუნდიალი ზაფხულში არ ჩატარდა – 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში კატარში. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლები აშშ, მექსიკა და კანადა იქნებიან, 2030 წელს კი ექვს ქვეყანაში გაიმართება – არგენტინა, პარაგვაი, […]
“გომელაური სადისტია, პოლიციელებო, ის ნორმალური არ გყავთ, გამოეცალეთ”– ლევან გოგიჩაიშვილი

პოლიტიკოსი, ლევან გოგიჩაიშვილი, რუსთაველზე, აქციაზე, სპეციალური თავდაცვითი აღჭურვილობით მივიდა და მედიასთან ამბობს: გომელაურის სადიზმი ამ აღჭურვილობას მოითხოვს, ეს ადამიანი სრულიად შეცვლილია, გაასადისტა ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირი მნიშვნელობით. რასაც ეს ადამიანი აკეთებს ეს დღეები და მერე იკრიჭება მთავრობის სხდომებზე, პირდაპირი მნიშვნელობით, ამას მხოლოდ სადისტი აკეთებს. მივმართავ პოლიციელებს, ის ნორმალური არ გყავთ, გამოეცალეთ დროზე, სანამ თქვენს დაგაბინძურათ.
ფოთში საპროტესტო აქციები გრძელდება

საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთშიც. მოქალაქეები ნიკო ნიკოლაძის კოშკთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გააპროტესტეს. „ჩვენი მთავარი მიზანია, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გათავისუფლდეს ერთხელ და სამუდამოდ პუტინის მარწუხებისგან და პუტინის მომხრეებისგან. ყველამ იცის, საერთაშორისო საზოგადოებამაც, რომ არჩევნები გაყალბდა და არალეგიტიმურია დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ძალადობს ჩვენს მოქალაქეებზე და ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. დემონსტრანტებმა […]
მწერლები პოეტ ზვიად რატიანის კლინიკაში გადაყვანას და თორნიკე ჭელიძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

მწერალთა სახლში შეკრებილი მწერლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მიმართავენ მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დოლიძეს, რომ ოფიციალური განცხადებით „დაუყოვნებლივ გამოხატოს მწერალთა სახლის პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“. მწერალთა ნაწილის განცხადებით, მწერალთა სახლმა უნდა მოითხოვოს პოეტ ზვიად რატიანის და პოეტ თორნიკე ჭელიძის პატიმრობიდან გათავისუფლება. „2024 წლის 3 დეკემბერს მწერალთა სახლში შეკრებილი ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მოვითხოვთ, საქართველოს […]
სამხრეთ კორეის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნის შესახებ სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის სპიკერის, ვუ ვონ-სიკის წარდგენილ რეზოლუციას მხარი პარლამენტში საგანგებო სესიაზე დამსწრე 190-მა დეპუტატმა დაუჭირა. სამხრეთ კორეის კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებულია, რომ კენჭისყრის შედეგებს დაემორჩილოს. შეგახსნებეთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ […]