პოლონელმა ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ფერმერები სამშაბათს პოლონეთის ქალაქების ქუჩებში გამოვიდნენ პროტესტის ნიშნად – ძირითადად ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების წინააღმდეგ (Mercosur). ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ Polsat News-ზე დაყრდნობით იტყობინება. დემონსტრანტები მთავრობისგან ითხოვენ, რომ დაბლოკოს ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის შეთანხმება და შეაჩეროს ევროკავშირის „მწვანე კურსი“. ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია ქალაქ ელბლაგში მოეწყო. მისმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა […]
დაკავებულთა ნაწილი აწამეს – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე

დაკავებულთა ნაწილი აწამეს – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე „როგორც იცით, ჩვენი ადვოკატები ხვდებიან დაკავებულებს და თითქმის ყველა დაკავებული საუბრობს იმაზე, რომ ისინი იყვნენ სხვადასხვა ინტენსივობის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ეს ძირითადად ხდებოდა დაკავებისას და დაკავების შემდგომ, ტრანსპორტირებისას ან იმ ადგილებში სადაც მიჰყავდათ ტრანსპორტირების შემდგომ, იზოლატორში შესახლებამდე. ეს ისტორიები არის ძალიან მძიმე. განსაკუთრებით ის შემთხვევები, რომელიც კლინიკაში […]
“ხვალ სამედიცინო დაწესებულებების წინ 16:00 საათზე, საქართველოს ყველა რეგიონში, ჩატარდება თეთრხალათიანთა აქცია” – სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ხვალ საქართველოს ყველა რეგიონში თეთრხალათიანთა აქციას აანონსებს. “დღეს ექიმთა საინიციატივო ჯგუფის შეკრებაზე გადაწყდა, რომ ხვალ სამედიცინო დაწესებულებების წინ 16:00 საათზე, საქართველოს ყველა რეგიონში, ჩატარდეს თეთრხალათიანთა აქცია. შემდეგი ძირითადი გზავნილებით: 1. ვემხრობით საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას 2. შეწყდეს დემონსტრანტების ჯანმრთელობის დაზიანება 3. ვგმობთ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას” – წერია […]
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ვარ – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ვარ – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ვარ , – საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, ლუის გრაჩა (პორტუგალია) განცხადებას ავრცელებს. „ბოლოდროინდელი დემონსტრაციებისას ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა. ოდირის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ვიზიარებ. ასევე, ყველა დემონსტრანტს […]
“შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომლები ვემიჯნებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ერთგულები” – განცხადება

“შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომლები ვემიჯნებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ერთგულები” – განცხადება მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, შემოსავლების სამსახურის 200-მდე მოქმედი თანამშრომელი ემიჯნება. საჯარო მოხელეების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ჩვენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, წლების მანძილზე აქტიურად ვართ ჩართულები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის […]
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი – დემონსტრაციებისას ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა – ასევე, ყველა დემონსტრანტს მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენებისკენ მოვუწოდებ, ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ვარ , – საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, ლუის გრაჩა (პორტუგალია) განცხადებას ავრცელებს. „ბოლოდროინდელი დემონსტრაციებისას ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა. ოდირის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ვიზიარებ. ასევე, ყველა დემონსტრანტს კანონის უზენაესობის პატივისცემით მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენებისკენ მოვუწოდებ, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია. ჩემი მოწოდებაა, […]
ღარიბაშვილი: ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე

„ქართული ოცნების“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით – ის ამბობს, რომ აგრძელებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას. განცხადებაში იგი „რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადს“ უწოდებს მედიასაშუალებებს, რომლებმაც გაავრცელეს ცნობა მისი შესაძლო გადადგომის შესახებ. იგი ამას „ტყუილს“ უწოდებს. „ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი – საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გამოიწვიონ ხელოვნური აჟიოტაჟი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, […]
“ქოცებო, სად ხართ? ახლა არ ცემენ ახალგაზრდებს? – ეს რუსული მთავრობა უნდა დასრულდეს!” – გიორგი ნაზღაიძე

ეს რუსული მთავრობა, რომელიც ჩვენ არავის აგვირჩევია, უნდა დასრულდეს. ეს მოხდება ძალიან მალე, ზუსტად იცოდეთ ყველამ, ეს მთავრობა დასრულდება და ვიქნებით ევროპული საქართველო. ის ქოცები, 7 ნოემბერს რომ ქადაგებდნენ, 6 დღეა უარესს აკეთებენ, ხალხს, ფეხმძიმე გოგოებს რას უშვრებიან და სად ხართ? ახლა სად არიან? ახლა არაა უსამართლობა, ახლა არ იბრძვის საქართველო, ახლა არ ცემენ ქართველებს, […]
თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას – სარჯველაძე აქციაზე დაშავებულ 21 წლის ბიჭზე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე საპროტესტო აქციაზე დაშავებულ 22 წლის მომიტინგეზე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო მისი საზღვარგარეთ მკურნალობის პასუხისმგებლობას აიღებს. მისივე სიტყვებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას. “სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, აღნიშნულზე, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას. დღეს, ქართული ჯანდაცვის სისტემა სათანადო სიმაღლეზეა, ამიტომ არცერთ პაციენტს […]
სისხლისსამართლებრივი ბრალდებით აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, ადმინისტრაციულით – 293-მდე

პოლიციამ სისხლისსამართლებრივი ბრალდებით თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების კიდევ ორი მონაწილე. შესაბამისად, ხუთამდე გაიზარდა რიცხვი იმ პირებისა, რომლებსაც ბრალად ედებათ პოლიციელებზე თავდასხმა, ან ნივთის დაზიანება. შსს-ს მიერ დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაკავებული არიან 1972 წელს დაბადებული დ.ლ. და 1987 წელს დაბადებული თ.ზ, რომლებმაც 1 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს სამართალდამცავების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, […]