ირაკლი ღარიბაშვილი – ვამაყობ ჩემი წარმატებული წლებით – პარტიას უნდა მოვახმარო ჩემი გამოცდილება

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრებიდან, შეგიძლიათ გადახედოთ გვარებს და მათ მოღვაწეობას, ყველაზე მეტ ხანს, 5 წელი ვიყავი მე პრემიერ-მინისტრი. 11 წლიდან 5 წელი ვიყავი მე – ვამაყობ ჩემი წარმატებული წლებით, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით ყველაფერი განმარტა. „რაც შეეხება გადადგომის მიზეზებს, იცით, […]
კახა კალაძე – ძალიან რთული წელი გვქონდა, სერიოზული გამოწვევები და საფრთხეები იყო – ამ ერთიანობით და სულისკვეთებით მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და საფრთხეებსაც ავარიდებთ ქვეყანას

ძალიან რთული წელი გვქონდა, სერიოზული გამოწვევები და საფრთხეები იყო. უამრავი განცხადება შეგვიძლია მოვიტანოთ იმ რადიკალების, რასაც აკეთებდნენ – ამ ერთიანობით და სულისკვეთებით დარწმუნებული ვარ მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და საფრთხეებსაც ავარიდებთ ქვეყანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გუნდი ერთიანია. „ძალიან რთული წელი გვქონდა, სერიოზული გამოწვევები და საფრთხეები იყო. […]
ირაკლი კობახიძე – ევროინტეგრაციის მიმართულებით, გვაქვს მკაფიო გეგმა, ეს გეგმა, პირველ რიგში, 9 პუნქტის შესრულებას გულისხმობს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით გეგმა, პირველ რიგში, 9 პუნქტის შესრულებას გულისხმობს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს. „ევროინტეგრაციის მიმართულებით, გვაქვს მკაფიო გეგმა, ეს გეგმა, პირველ რიგში, გულისხმობს 9 პუნქტის შესრულებას. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ევროკავშირის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ინტენსიური კომუნიკაცია გაგრძელდება, […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი გეგმაა, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის, ხუთშაბათის სხდომაზე, განვიხილოთ მთავრობის შემადგენლობა, სამთავრობო პროგრამა და კენჭი ვუყაროთ მთავრობის ახალ შემადგენლობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მომავალი კვირის ბოლოსთვის იგეგმება, რომ პლენარულ სხდომაზე განიხილონ მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო გეგმა და კენჭი უყარონ მას. მისი თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობის საკომიტეტო მოსმენა შემდეგ კვირის ორშაბათიდან დაიწყება. „ზოგადად პროცედურას რაც შეეხება, გეტყვით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა უკვე, რომ ის ხვალ მომართავს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობით და სამთავრობო პროგრამით. ხვალ, […]
მამუკა მდინარაძე – ჩემთან დაკავშირებით ძალიან მარტივია, რაიმე სასკანდალო არ არის – დიახ, უმრავლესობაში არის ამაზე საუბარი და შემდეგ სხდომაზე, ალბათ, როგორც უმრავლესობის ლიდერს, მხარს დამიჭერენ

შემდეგი უმრავლესობის სხდომაზე, ალბათ, როგორც უმრავლესობის ლიდერს მხარს დამიჭერენ – რაც შეეხება ცვლილებებს, მოდი, დავარქვათ გადახალისება – პოსტების, თანამდებობების, პოზიციების გაცვლა, – ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ცვლილებებით „ორივე მხრივ, ახალი სისხლის შეტანა, პროცესს კიდევ უფრო დინამიკურს გახდის“. „ჩემთან დაკავშირებით ძალიან მარტივია, რაიმე სასკანდალო […]
გიორგი ბოტკოველი – ერთადერთი რამ, რაც დღეს ჩვენ „ქართული ოცნების” ყრილობაზე მოვისმინეთ არის ის, რომ ისინი კიდევ ერთხელ ატყუებენ მოსახლეობას, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის

ერთადერთი რამ, რაც დღეს ჩვენ „ქართული ოცნების” ყრილობაზე მოვისმინეთ არის ის, რომ ისინი კიდევ ერთხელ ატყუებენ მოსახლეობას, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ სამუშაო ადგილებს, უკეთეს ცხოვრებას, რასაც “ქართული ოცნება” არ უზრუნველყოფს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მთავარი, რაც დღეს ჩვენ “ქართული […]
„თეგეტა აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მასშტაბურ პროექტს იწყებს

„თეგეტა აკადემიამ“, შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტი წარადგინა. „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა, USAID-ის წარმომადგენლებმა, აჭარის მთავრობის წევრებმა. პროექტის ფარგლებში, შპს „ტრანსფორდთან“ და USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პარტნიორობით, „თეგეტა აკადემია“ ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში […]
თეონა აქუბარდია – „ოცნებას“ კომიკური დანიშვნები აქვს დიპლომატიურ მისიებში, ჯუანშერ ბურჭულაძე რა კავშირშია ან ნატო-სთან, ან დიპლომატიურ მისიასთან მისი გამოცდილებით ან განათლებით? – ჩიქოვანს მეტი შესაძლებლობები აქვს, თუ ამის გასაქანი ექნება

“ოცნებას” კომიკური დანიშვნები აქვს განსაკუთრებით მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიებში, ჯუანშერ ბურჭულაძე რა კავშირშია ან ნატო-სთან, ან დიპლომატიურ მისიასთან მისი გამოცდილებით ან განათლებით? – ირაკლი ჩიქოვანს დაწინაურებას ვულოცავ, – ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას, ხოლო ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის ნატო-ში ელჩად წარდგენის შეთავაზებას. აქუბარდიას თქმით, თავდაცვის სფეროში განსაკუთრებულ რეფორმებს არ […]
EU შეთანხმდა უკრაინისთვის €50-მილიარდიან დახმარების გამოყოფაზე, რასაც უნგრეთი ბლოკავდა

ევროკავშირის ლიდერები საბოლოო შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დასახმარებლად €50 მილიარდს გამოყოფენ. ამ გადაწყვეტილებას დიდი ხნის მანძილზე უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ბლოკავდა. ბრიუსელში გამართულ სასწრაფო შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერი საბოლოოდ დათანხმდა შეთანხმების ხელმოწერას. ჯერჯერობით უცნობია, წავიდა თუ არა ბრიუსელი ორბანთან რაიმე დათმობაზე. ამ დახმარებაზე შეთანხმება ევროკავშირის დანარჩენმა 26-მა ლიდერმა დეკემბერში მიიღო. კიევზე ეს ფინანსები 2027 წლამდე განაწილდება. ეს […]
მდინარაძე: ვიბრძოლებთ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის და არა უბრალო გამარჯვებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ოპოზიციური ველი არის მოშიშვლებული და აქ არანაირი პრობლემა არ გვქონდა და არ გვაქვს, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს დავდებთ. საკმაოდ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებთ და არა უბრალო გამარჯვებისთვის. ეს არის ჩვენი პარტიული შედეგების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ქვეყნის გაძლიერების, ეკონომიკის ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი დინამიკის, დეოკუპაციის, სიღარიბის დაძლევის ევროინტეგრაციის, […]