თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ განცხადებებისა და გამოსვლების დროს სიძულვილის ენის შემცველი ლექსიკა არ გამოიყენონ, რაც ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.
იუსტიციის სამინისტროს განცხადების მიხედვით, მხარეებმა ძალადობა არ უნდა წაახალისონ, რათა საარჩევნო პროცესში ძალადობრივი ინციდენტები გამოირიცხოს.
„საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისას საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით, წინასაარჩევნო პროცესში საჯარო მოსამსახურეებისადმი გამოხატული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და პროვოკაციული ქმედებების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს: განცხადებებისა და გამოსვლების დროს არ გამოიყენონ სიძულვილის ენის შემცველი ლექსიკა, რაც ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას; არ წაახალისონ ძალადობა, რათა საარჩევნო პროცესში გამოირიცხოს ძალადობრივი ინციდენტები, აგრეთვე, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება; თავი შეიკავონ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლისგან, რაც აზიანებს საარჩევნო გარემოს, საზოგადოების ერთიანობას და ხელყოფს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ ადამიანის უფლებებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა