1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6771 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6771 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6771 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0047 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8902 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9044 ლარს შეადგენდა. […]
მიხეილ სააკაშვილი – ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ – ბრძოლა ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა განვეწყოთ მხოლოდ გამარჯვებისთვის, მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ

ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ, ამისთვის ვარ მე აქ, ამისთვის ვთქვი უარი პრივილეგიებზე და კომფორტზე, ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში და ძალ-ღონეს არ დავიშურებ ქართველი ხალხის გადარჩენისთვის – მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივანიშვილი და მისი გუნდი […]
ბექა ლილუაშვილი – მოქალაქეების მიერ უპრეცედენტო ნდობის გამოცხადებიდან 12 წელში, შეგვრჩა ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება”

მოქალაქეების მიერ უპრეცედენტო ნდობის გამოცხადებიდან 12 წელში, შეგვრჩა “ოცნების” მატყუარა საპატიო თავმჯდომარე, მატყუარა თავმჯდომარე, მატყუარა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი – ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, ისინი ვინც დღეს ყრილობის პირველ რიგებში ისხდნენ, ქართველი ხალხის “ოცნებას” უპირისპირდებოდა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ქართველი ხალხის 2012 წლის „ოცნებას” უღალატა […]
დიმიტრი პესკოვი – ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც რუსეთთან ომის შესახებ საუბრობენ, რუსეთის დემონიზებას ცდილობენ

ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც რუსეთთან ომის შესახებ საუბრობენ რუსეთის დემონიზებას ცდილობენ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „სიტუაცია ნათელია, ეს არის რუსეთის დემონიზების მცდელობა, მტრის იმიჯის შექმნა, რომელიც გადასახადის გადამხდელებისგან დამატებითი თანხების გამოძალვის მიზნით გამოიყენება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ფინანსებთან დაკავშირებულ პრობლემებს კიევთან ერთად ევროკავშირიც განიცდის. „ცხადია, კიევის რეჟიმის […]
ალეკო ელისაშვილი – ფაქტია, რაღაც აბრაზებს ხოლმე ივანიშვილს, რომელიც დროდადრო გამოვარდება წკეპლით და დაერევა ამ თავის პრემიერ – მინისტრებს – ივანიშვილი „ქართული ოცნების” ოფისში წესრიგს ამყარებს

ფაქტია, რაღაც აბრაზებს ხოლმე ივანიშვილს, რომელიც დროდადრო გამოვარდება ხოლმე წკეპლით და დაერევა ამ თავის პრემიერ – მინისტრებს – ივანიშვილი „ქართული ოცნების” ოფისში წესრიგს ამყარებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. ელისაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი არაფერი შეიცვლება და უბრალოდ, კობახიძე გაანალიზებს, რით აბრაზებდნენ წინამორბედები ივანიშვილს. „ეს არ არის საყურადღებო ცვლილებები, ეს […]
“ევროპის უნივერსიტეტის” ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ქრონიკული დაავადებების შესახებ პირველი მასშტაბური კონფერენცია გაიმართა

31 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული პროფესორის და ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამაზ ყურაშვილის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე: “ქრონიკული დაავადებების რისკის ფაქტორებიდან ინტერვენციულ პრევენციამდე” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციაზე ასევე გაიმართა რამაზ ყურაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნის “დიაბეტის ლექსიკონი – ტერმინები და მათი განსაზღვრა” პრეზენტაცია. “კონფერენციაზე მოხსენებით “ევროპის […]
ფილმი “სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ ჩენდლერის საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთესო ევროპული ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა

ბექა სიხარულიძის ფილმი “სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ აშშ-ში, არიზონას შტატში, ჩენდლერის საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთესო ევროპული ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმში მთავარ როლებში გივი სიხარულიძე, ბექა სიხარულიძე, ნინო კურატაშვილი, ია შუღლიაშვილი და რომან გვენცაძე ასრულებენ. ფილმის სიუჟეტი 90-იანი წლების თბილისში ვითარდება, ქალაქში, რომელშიც ექიმს უწევს გააკეთოს საბედისწერო არჩევანი საკუთარ ოჯახსა და სხვის სიცოცხლეს შორის.
Meta, TikTok, X, Discord – სენატი სოციალური ქსელების CEO-ების ჩვენებებს უსმენს

Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანია Meta-ს, TikTok-ის, Snapchat-ის, X/Twitter-ისა და Discord-ის აღმასრულებელი დირექტორები 31 იანვარს კონგრესის წინაშე წარდგნენ. სენატორები სოციალური ქსელების მფლობელებს მათ პლატფორმებზე არსებული ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შესახებ უსმენდნენ. მოსმენა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო მშობლებისაგან ონლაინ სივრცეში ბავშვთა შევიწროების აღმოფხვრის მოთხოვნით წნეხის ქვეშ მოექცა. როგორც თავად კომიტეტის თავმჯდომარემ, დიკ დურბინმა განაცხადა, […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6771ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6771ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6771 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0047 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8902 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9044 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]
თათრეთში ბაზირებული ბატალიონი „ალგა“ უარყოფს უკრაინაში პირადი შემადგენლობის სრულ განადგურებას

თათრეთში ბაზირებული ბატალიონის, „ალგის“ ხელმძღვანელობა უარყოფს უკრაინაში პირადი შემადგენლობის სრულ განადგურებას. „იდელ. რეალიის“ ცნობით, ბატალიონის შესაბამისი ვიდეომიმართვა ქვედანაყოფის ოფიციალურ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა. „ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ბატალიონის სრულ განადგურებაზე გავრცელებული ჭორების შესახებ… ჩვენი ბატალიონი წარმატებით ახორციელებს საბრძოლო ამოცანებს”, – აცხადებს ანონიმი ჯარისკაცი ქვედანაყოფის სახელით გავრცელებულ ვიდეოში და დასძენს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს თანამებრძოლები დაკარგეს. გასული წლის […]