შალვა თადუმაძე – ერთადერთ, რაზეც სტრასბურგმა განმარტება გააკეთა არის ის, რომ უგულავას საქმე პოლიტიკურად სენსიტიური იყო და გასაჩივრების დროს თადუმაძე იყო გენერალური პროკურორი – უმჯობესი იყო მას, როგორც მოსამართლეს, არ მიეღო მონაწილეობა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, შალვა თადუმაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ერთადერთ საკითხზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ განმარტა არის ის, რომ საქმე პოლიტიკურად სენსიტიური იყო და საქმის გასაჩივრების დროს მოსამართლე თადუმაძე იყო ქვეყნის გენერალური პროკურორი. „გიგი უგულავას, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ვრცელი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი […]
იოავ გალანტი – გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ ლეგიტიმაცია დაკარგა

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ ლეგიტიმაცია დაკარგა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გაერო-ს ელჩების დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა. „მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან გამოყოფილი თანხები პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მეშვეობით ტერორისტული ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად და ტერორიზმის დასაფინანსებლად გამოიყენებოდა“, – განაცხადა იოავ გალანტმა. იოავ გალანტმა გაერო-ს ელჩებს განუცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები სამხედრო მოქმედებებს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე თავის […]
საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება

საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება. გიორგი ბარვენაშვილი “ქართული ოცნების” სიაში 71- ადგილზეა. კობახიძეს, რომელიც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მესამე ნომერია, პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგება პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. ინფორმაციისთვის, დღეს ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინეს. 2 თებერვალს, პარლამენტის ბიურო […]
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დარგობრივ ორგანიზაციებთან ერთად, „ღირსეული შრომის ქვეყნის პროგრამის“ შესახებ განხილვაში მონაწილეობს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დარგობრივ ორგანიზაციებთან ერთად, „ღირსეული შრომის ქვეყნის პროგრამის“ (DWCP) შესახებ განხილვაში მონაწილეობს, რომელშიც, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, დასაქმების ეროვნული სააგენტოს, შრომის ინსპექციის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა წარმომადგენლები, შსო-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის სპეციალისტები და პროგრამის ოფიცრები არიან ჩართულები. პროფკავშირების ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს 2024-25 წლების სამოქმედო გეგმას, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში წოდორეთში, მსხალდიდში, ზემო ლისზე და მიმდებარე სოფლებში. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი, ორხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში ნარეკვავის, კახეთის, ქართლის, სამხედროს და მიმდებარე […]
ირანმა ოთხი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

ირანმა ქვეყნის სამხრეთში ოთხი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს. ირანული მედიის ცნობით, ახალი ატომური ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 5 000 მეგავატი იქნება. ირანს 1000 მეგავატი სიმძლავრის ერთი აქტიური ატომური ელექტროსადგური აქვს, რომელიც თეირანმა რუსეთის დახმარებით 2011 წელს აამუშავა. 2041 წლისთვის ირანი 20 000 მეგავატი ბირთვული ენერგიის წარმოებას გეგმავს. […]
„ქართული ბანკების კატასტროფულ მომგებიანობაზე საუბარი აბსოლუტური პოპულიზმია“ – გიგა ბედინეიშვილი

„ქართული ბანკების კატასტროფულ მომგებიანობაზე საუბარი აბსოლუტური პოპულიზმია“, – ამის შესახებ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანმა გიგა ბედინეიშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა. მისი თქმით, კომერციული ბანკების მომგებიანობის შეფასების ყველაზე კარგი პარამეტრი საკუთარ კაპიტალთან მიმართებით უკუგების მაჩვენებელია, რაც ქართული ბანკების შემთხვევაში არც ისე მაღალია. „ბანკების მომგებიანობის შეფასება თუ გვინდა, ყველაზე კარგი პარამეტრია საკუთარ კაპიტალზე უკუგება, რომელიც ქართულ ბანკებისთვის […]
ევროკავშირმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკეთა. მისი თქმით, კიევისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა. „ეს იძლევა გარანტიას უკრაინის დაფინანსება იყოს მუდმივი, გრძელვადიანი და პროგნოზირებადი. ევროკავშირმა გამოიჩინა ლიდერობა და პასუხისმგებლობა უკრაინის მხარდასაჭერის საკითხზე. ჩვენ ვიცით, რა დევს ფსონზე“, – […]
სააკაშვილი: ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ

ჩვენი ხალხის მორიგი დაცინვა – ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას. მთავარი არის ის, რომ ქართველებს აღარ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში. მრავალი წელია უკვე ადამიანების ცხოვრება არ უმჯობესდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის ქონება გაორმაგდა. მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტარები, მინისტრები ივანიშვილისგან ყოველთვიურად კონვერტებით იღებენ “ხელფასს” და ამიტომ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. ნეპოტიზმმა და კორუფციამ წალეკა ქვეყანა. […]
გიგა ბოკერია ღარიბაშვილის განცხადებაზე – თქმა, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს რომელიმე ხელისუფლების ბრალია, ეროვნული ინტერესების ღალატია

იმის თქმა, რომ რომელიმე ისტორიულ ეტაპზე საქართველოს რომელიმე ხელისუფლების ბრალია რუსეთის მიერ ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებული პირდაპირი აგრესია, არის სიცრუე, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო, საქართველო რუსეთთან ომს თავიდან აირიდებდა. გიგა ბოკერიას თქმით, რუსეთი ჩვენს, უკრაინის […]