უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ლეგიონი” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დაღუპულები არიან ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია, რომლებიც აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ. მათივე ცნობით, ჟვანია და წიკლაური “ქართული ლეგიონის” შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ. “ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!” – წერია მათ განცხადებაში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა. რადიო თავისუფლებასთან […]
გერმანიაში აეროპორტების თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიის ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. 24-საათიანი აქცია გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების, ორგანიზებით გაიმართა და აღნიშნული პროტესტის მიზანია დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება. გერმანული მედიის ინფორმაციით, აეროპორტების თანამშრომელთა ერთდღიანი გაფიცვის გამო, ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი რეისი გადაიდო, რის გამოც დაახლოებით 200 000 მგზავრი დაზარალდა. გაფიცული თანამშრომლები ხელფასის მატებას ითხოვენ.
დიმიტრი შაშკინი – დღეს ბევრი ზღაპარი მოვისმინეთ, ნერვიულობს „ქართული ოცნება“ – ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც მიაჩნია, რომ „ოცნება“ უნდა მოშორდეს, პოტენციურ პარტნიორად განვიხილავთ, თუ სჭირდებათ ჩვენი დახმარება, მზად ვართ

დღეს მოვისმინეთ იმდენად ბევრი ტყუილი, ბევრი ზღაპარი, რომ შეიძლება თამამად ვთქვათ: „ქართული ოცნების“ ლიდერები ჩამოყალიბდნენ, როგორც პროფესიონალი მატყუარები, რომლებიც ერთმანეთს ატყუებენ და ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს ამის სჯერა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობას გამოეხმაურა. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, 12 წლის განმავლობაში […]
პრეზიდენტი – მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას – ქართველები დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა

მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტი ეხმაურება ევროკავშირის 27 ქვეყნის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის მიწოდებაზე. ზურაბიშვილის თქმით, ქართველები დარწმუნებულები არიან, რომ დღეს საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ გაიმარჯვა. „ეს არის შეთანხმება, რომელიც ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას გამოხატავს. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას […]
„2024 წლიდან ექსპორტზე ზრუნვას აქტიურად ვიწყებთ“-„იქვე მეღვინეობა“

საგურამოში მდებარე „იქვე მეღვინეობა“ მიმდინარე წლიდან, საექსპორტო ბაზრებზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობის დამფუძნებელმა, გივი ადეიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, მეღვინეობა 2021 წლამდე მცირე რაოდენობით ღვინოს აწარმოებდა. მაგრამ, 2021 წელს საგურამოში მარანი ააშენეს, სადაც ქვევრის ღვინოს გაზრდილი რაოდენობით წარმოება დაიწყეს. ამ ეტაპზე, მეღვინეობა 6 სახის ქვევრის ღვინოს აწარმოებს. კერძოდ – ქისი, ხიხვი, ბუდეშური, კახური მწვანე, […]
“ბიძინას “აგაროდი” – კახა მიქაია

ბოსტანი დღეს დიდი დღეა!!! ბიძინა ივანიშვილის ბოსტანში ყრილობა იმართება!!! ბოსტნის პატრონის მიერ ბოსტანში ჩატარებული სამუშაოების შესახებ, მებოსტნის ჩაანალიზებას… დიდი ყურადღებითა და გულისყურით ელოდება, ბოსტანს მიღმა დარჩენილი ქართული საზოგადოებაც… მთავარია, არ იყო ნაცი, არც მოქმედი, არც ყოფილი, არც ახალი და არც ეჭვი არსებობდეს შენს ნაცობაზე… …და შეიძლება, ყრილობაზე აღმოჩნდე!!!… თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც კი დასაშვებია თუ […]
“თუ სამართალი არსებობს, უნდა ვნახოთ ძალიან მალე მიწასთან გასწორებული რუსეთი პუტინიანად…” – თამარ ბუჩუკური

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მაგარი ქართველი, გოჩა ჟვანია მოგვიკლეს ოკუპანტმა ღორებმა უკრაინაში… თუ სამართალი მართლაც არსებობს, ან ისტორიული, ან აწმყოსი, თითოეულმა აუცილებლად უნდა ვნახოთ ძალიან მალე დანაწევრებული, მიწასთან გასწორებული რუსეთი პუტინიანად… დიდება გმირებს ეს ბიჭები ჩვენ წილ საქართველოს უკრაინაში იცავენ, ამიტომ ვერასოდეს გადავიხდით მადლობას ჩვენი გმირების და მათი ოჯახების წინაშე
ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს 4 თებერვალს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბლინკენის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ისრაელის მედიაში კვირის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა მხოლოდ ახლა მოხდა აშშ-ის მხრიდან მისი დადასტურება. წყაროს ინფორმაციით, ბლინკენის ვიზიტი ფოკუსირებული იქნება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე, […]
საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში – ვინ ტოვებს თანამდებობას მინისტრთა კაბინეტში
მომავალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტში მასშტაბურ ცვლილებებს არ გეგმავს. ერთადერთი უწყება, რომელსაც ხელმძღვანელი შეეცვლება, თავდაცვის სამინისტროა. ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. ერთადერთი საკადრო ცვლილების მიზეზები ირაკლი კობახიძემ განმარტა. საჯაროდ დასახელების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი მედიასთან არ გამოჩენილა. მომავალი თავდაცვის მინისტრი პარტიულ ყრილობას ესწრებოდა, თუმცა შეკრება კომენტარის გარეშე დატოვა. რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის […]
11 წლიანი მმართველობის მე-6 პრემიერი – “ქართული ოცნების” ყრილობა და საკადრო გადაადგილებები მმართველ პარტიაში
“ქართული ოცნების” რიგით მერვე ყრილობის მთავარი მოვლენა წინასწარ იყო ცნობილი, განსხვავებით წინა პარტიული შეკრებისგან. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ყრილობის დაწყებამდე პოლიტსაბჭოს ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარუდგინა. ყრილობა ირაკლი კობახიძემ გახსნა და დელეგატებს პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც “ქართული ოცნების” ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ყრილობის დელეგატებს ახალი სტატუსით პირველად მიმართა, თუმცა იყო ძველის […]