2023 წელს თურქეთში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $54 მლრდ-ს გადააჭარბა

2023 წელს თურქეთში ტურისტების რაოდენობამ 56,7 მილიონი შეადგინა. მონაცემებს თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი (TÜİK) აქვეყნებს. დეპარტამენტის მონაცემებით, 2022 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 11,1% არის გაზრდილი. გასულ წელს თურქეთში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 54,31 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, 16,9%-ით მეტია. აქედან 41,6 მილიარდი დოლარი ტურისტების პირად ხარჯებზე, ხოლო 13,25 მილიარდი ტურისტული პაკეტების ხარჯებზე მოდის.
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა – “უოტფორდმა” ჩაკვეტაძე “გენტისგან” გამოისყიდა

“უოტფორდი” თავისი საიტით იტყობინება, რომ მათ გუნდში იჯარის წესით მოთამაშე საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე “გენტისგან” გამოისყიდა. ჩაკვეტაძეს “გენტთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული, ინგლისური კლუბი არ აზუსტებს დეტალებს, მაგრამ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ქართველის ტრანსფერი 2.5 მილიონი ევრო დაუჯდთ და მისი ახალი ხელშეკრულება სამსეზონიანია. ჩაკვეტაძემ კომენტარი გააკეთა: “კონტრაქტის გაფორმებით ძალიან ბედნიერი ვარ. […]
შემდეგი პოდკასტი: CES 2024 — მომავლის ტექნოლოგიები

სულ ცოტა ხნის წინ ტექნოლოგიური შოუ CES 2024 გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიებაა, სადაც მოწინავე ტექკომპანიები მომავლის ტექნოლოგიებს წარადგენენ. ფესტივალზე, ციფრული მოწყობილობების გარდა, დიდი დრო დაეთმო უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტს. შემდეგი პოდკასტის 92-ე ეპიზოდში CES 2024-ს მიმოვიხილავთ. გიყვებით იმაზე, რაც CES 2024-ზე არ უნდა გამოგრჩენოდათ. ჩვენი სტუმარია ანტერპრენერი და ტექნოლოგიების ენთუზიასტი, ბექა ზაქაიძე. SoundCloud PodBean Spotify Google […]
ბაიდენმა პალესტინელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ისრაელის 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ქვეყნის საომარ კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე, თელ-ავივი, ისრაელი, 2023 წლის 18 ოქტომბერი აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სანქციები დაუწესა ისრაელის 4 მოქალაქეს, რომლებიც ბრალდებული არიან დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებზე თავდასხმაში. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 1-ელ თებერვალს ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, სადაც ნათქვამია, რომ ძალადობამ დასავლეთ სანაპიროზე “გაუსაძლის ზღვარს” მიაღწია. “დასავლეთ […]
უატფორდმა ბრიტანულ კლუბში იჯარით მყოფი გიორგი ჩაკვეტაძე გამოისყიდა

გიორგი ჩაკვეტაძე ბრიტანულმა კლუბმა უატფორდმა გამოისყიდა. აქამდე, ქართველი ფეხბურთელი კლუბში ერთწლიანი იჯარით თამაშობდა. აღნიშულთან დაკავშირებით განცხადება ინგლისურმა კლუბმა გაავრცელა. ჩაკვეტაძე უოტფორდში ბელგიური გენტიდან 1-წლიანი იჯარით 2023 წლის აგვისტოში გადავიდა. გიორგი ჩაკვეტაძემ საფეხბურთო კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო, 2018 წელს კი ბელგიურ გენტში გადავიდა. ამის შემდეგ, სხვადასხვა სახის ტრავმების მერე პრაქტიკულად 2 სეზონი გამოტოვა. ის იჯარით ასევე […]
რუსული ნავთობი აშშ-ში ბაჰამის კუნძულებზე არსებული „ხვრელის“ გავლით შედის – Bloomberg

რუსული ნავთობი აშშ-ში ბაჰამის კუნძულებზე არსებული „ხვრელის“ გავლით შედის, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. მედიის ცნობით, ამერიკულმა ნავთობგადასამუშავებელმა ქარხანამ, სანქციების მიუხედავად, ბაჰამის კუნძულებზე 10 000 ბარელი რუსული ნავთობის იმპორტი განახორციელა. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მორგან ბატერფილდის თქმით, „ნავთობი, რომელიც უილმინგტონში, დელავერის შტატში ნოემბერში ჩავიდა, არ არღვევდა აშშ-ის სანქციებს, რადგან ის რუსეთიდან ბაჰამის კუნძულებზე ექსპორტირებული […]
ანა ნაცვლიშვილი – „ოცნებამ“ მთავარ სამიზნედ „ლელო“ მონიშნა, მათ შეუძლიათ საუბარი გააგრძელონ, ჩვენ საქმეს გავაგრძელებთ – მოქალაქეების დაკვეთაა არა ხელისუფლების შიგნით გადაადგილებები, არამედ ხელისუფლების ცვლილება

შევამჩნიეთ „ქართული ოცნების“ გაშმაგებული თავდასხმები „ლელოზე“ – ეს ნიშანია იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ ოპონენტად და სამიზნედ მონიშნა „ლელო“, თითქოს, იცინიან „ლელოზე“, სინამდვილეში კი „ლელო“ მათ ბევრ თავის ტკივილს უჩენს,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მხრიდან მისი პარტიის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა. […]
უკრაინა აცხადებს, რომ გაანადგურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო კატარღა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ 1 თებერვლის ღამეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაციის შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ნავი „ივანოვეცი“ გაანადგურეს. ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის დაზვერვა აზუსტებს, რომ გემი ანექსირებულ ყირიმში რეიდზე იმყოფებოდა დონუზლავის ტბაში, სადაც ის პირდაპირი დარტყმის შედეგად ჩაიძირა. უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელი იარაღი გამოიყენეს ოპერაციის დროს. უკრაინული დაზვერვის მიერ […]
წერეთელზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა – რა სამუშაოები დარჩა მერიას და როდის დასრულდება სრული რეაბილიტაცია
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროულად დასრულებას ყველაზე მეტად წერეთლის გამზირზე და მის ირგვლივ მცხოვრებლები ელოდნენ. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელი იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების, სანიაღვრე და გაზმარაგების ქსელის შეცვლა. წერეთლის გამზირზე ჩატარებული სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა თავად შეამოწმა. კახა კალაძის თქმით, გზის გახსნასთან დაკავშირებით დაპირება შესრულებულია, დარჩენილი მიმდინარე სამუშაოები კი მარტში დასრულდება. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 9 თვის წინ, […]
“ჰედა გაბლერი” რუსთაველი თეატრის სცენაზე – ამბავი მებრძოლ ქალზე და მის ერთი შეხედვით მოსაწყენ ცხოვრებაზე მაყურებელი ახალი სეზონის პროგრამაშიც ნახავს
“ჰედა გაბლერის” სამწლიანი ანშლაგი – 2021 წლიდან რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგმული სპექტაკლი ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც მაყურებელი ნორვეგიელი დრამატურგის ჰენრიკ იბსენის პიესის მიხედვით დადგმულ არცერთ წარმოდგენას არ ტოვებს. “ჰედა გაბლერის” ქართული ვერსია აკადემიური თეატრის სცენაზე რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა დადგა და ერთმოქმედებიან სპექტაკლში მთავარი გმირის ცხოვრებისეული დრამა მსახიობების ოსტატობის ხარჯზე გადმოსცა. ჰედა გაბლერი გენერლის განებივრებული […]