“მეგობრებო,ბაბუსთან ვმუშაობ 90 წლის არის,მეუბნება ცოლად გამომყევიო მთელ ქონებას დაგიტოვებო რა ვქნა..” – ნახეთ ქართველი ემიგრანტი

· 1 167 ქართველი ემიგრანტი დახურულ ჯგუფში “ჩვენ ამერიკაში” მოულოდნელ პოსტს აქვეყნებს სადაც წერს, რომ მოხუცმა, რომელთანაც მუშაობს ცოლობა შესთავაზა და ქონების დატოვებას დაჰპირდა. “მეგობრებო, ბაბუასთან რომელთანაც ვმუშაობ არის 90 წლის, წეღან მითხრა ხუმრობით თუ სერიოზულად არ ვიცი, რომ ცოლად გამომყევიო, არ გინდაო? მთელ ქონებას დაგიტოვებო, ბაბუას შვილები და შვილიშვილები ჰყავს, არ მინდა ქონება მოქალაქეობისთვის […]

დაიწყო მასშტაბური საარჩევნო პროექტი ISFED-ის, რონდელის ფონდისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონაწილეობით

პროექტს ორი წლის განმავლობაში განახორციელებს სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდთან (GFSIS) და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან პარტნიორობით. მხარდამჭერები არიან ევროკავშირი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED). მომდევნო ორი წლის განმავლობაში ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება ფართომასშტაბიანი მონიტორინგის მისია როგორც […]

სუდაკოვი “ნაპოლისა” და “იუვენტუსს” არ მიჰყიდეს და გასამრჯელოს მნიშვნელოვნად მოუმატებენ

“შახტარმა” უკრაინის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი გიორგი სუდაკოვი “ნაპოლის” 40 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა, კონტრაქტს 2029 წლის ივნისამდე გაუგრძელებს, მისი გამოსასყიდი ფასი კი 100 მილიონი გახდება. ჟურნალისტი მიხაილ სპივაკოვსკი იტყობინება, რომ სუდაკოვს ხელფასს მნიშვნელოვნად გაუზრდიან და სეზონში 1.5-2 მილიონს აიღებს. სუდაკოვის იჯარით აყვანა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით “იუვენტუსს” უნდა, მაგრამ დონეცკური კლუბის მოთხოვნილი მაღალი ფასის გამო, […]

“მეთქი დამიბრუნე თორე დაგაგორე კიბეზე ვაგონებამდე” – ლუკა ბაქანიძე

მარჯანიშვილის მეტროს ესკალატორზე უკრაინის დროშის სამაგრი მომაძრო ზურგჩანთიდან ვიღაცა ბებერმა კაცმა. მეთქი დამიბრუნე თორე დაგაგორე კიბეზე ვაგონებამდე. არ დავაგორებდი რათქმაუნდა მაგრამ დამიბრუნა, გატეხილი, და ამოსასვლელამდე ტვინს მიბურღავდა მეო იცი ვინ ვიყავიო, ვის დააგორებდიო. მეთქი ვეტყვი რა საბჭოთა @ლეც იყავი ის @ლე დარჩი, ვიცი ვინც იყავი, აღარ ვუთხარი, თუმცა კი მომეშალა ნერვი. საერთოდაც, ვისაც არ მოგწონთ […]

12 წელზე მეტია კანალიზაციის, ტუალეტი გარეშე ცხოვრობენ, ჩამოდის წვიმა, ფანჯრები ჩამტვრეულია, ჭერიდან ცვივა ბათქაში” – სახალხო დამცველი

1 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისში, ყოფილი სამხატვრო აკადემიის შენობაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სახალხო დამცველის სამსახური ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც მძიმე სანახავია და წერს: თეგები: ლევან იოსელიანი

უკრაინა რუსული ხომალდის, „ივანოვეჩის“ ჩაძირვის შესახებ იუწყება

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო [ГУР] იუწყება, რომ 31 იანვრისა და 1 თებერვლის ღამეს სპეცდანიშნულების რაზმმა გაანადგურა რუსულის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კატერი „ივანოვეც“. უწყების გავრცელებული განცხადების თნახმად, ოპერაციის დროს კატერი ოკუპირებულ ყირიმში, ტბა დონუზლავში იმყოფებოდა. „კორპუსში პირდაპირი მოხვედრის შედეგად ხომალდმა მიიღო დაზიანებები, რომლებიც არ ითვალისწინებს მოძრაობის შემდგომ გაგრძელებას“, – ციტირებს განცხადებას „უკრაინსკა პრავდა“. უწყებაში ხაზს […]

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. „ქართული ლეგიონის“ ცნობით, ისინი აღმოსავლეთ ფრონტზე 2014 წლიდან იბრძოდნენ. „აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

CBS: აშშ-მ სირიასა და ერაყში მდებარე ირანულ ობიექტებზე იერიშების მიტანის გეგმა დაამტკიცა

აშშ-მ სირიასა და ერაყში მდებარე ირანული პერსონალისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იერიშების მიტანის გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური პირების თქმით, იერიშები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და მათ, დიდწილად, ამინდი განსაზღვრავს. აშშ-მ გეგმა მას შემდეგ დაამტკიცა, რაც გასულ კვირას იორდანიაში, სირიის საზღვართან სამი ამერიკელი სამხედრო დრონებით თავდასხმას ემსხვერპლა. აშშ-მ თავდასხმაში […]

“ძროხები რომ გამექცა, მუცელში დამარტყა” – 24 წლის ქალი ამბობს, რომ ქმარი სისტემატიურად სცემდა

მთავარი არხის ინფორმაციით, გურიაში, ქალზე ქმარი სისტემატიურად ძალადობდა. 24 წლის ი. ქ. მედიასთან ამბობს, რომ კაცი სისტემატიურად სცემდა. “ძროხებს ვეძებდი და მაგ დროს დამარტყა მუცელში მუშტი, ძროხები რომ გამექცა” – ამბობს ის მედიასთან. ბოლო კონფლიქტი ქალის ოჯახის წევრების თანდასწრებით მოხდა, ოჯახმა პოლიციას მიმართა, ი.ქ.–ს დედა, მედიასთან ამბობს: “ავიწროებდა, ურტყამდა, მე არ ვიცოდი. 2-3 დღეა გავიგე. […]

უკრაინის დახმარებზე ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ, EU-მ უნგრეთს აქტივებზე აკრძალვა არ მოუხსნა – Reuters

უკრაინის დახმარების მხარდაჭერის სანაცვლოდ, EU-მ უნგრეთს გაყინული აქტივები არ გაუთავისუფლა – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით, წერს: “ბუდაპეშტს კვლავ არ სურს შეასრულოს ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტები, ასე რომ, უნგრეთი არ მიიღებს 6,3 მილიარდ დოლარს პან-ევროპული ბიუჯეტიდან, რომელიც ქვეყნისთვის 2022 წელს დაიბლოკა”. შეგახსენებთ, რომ უნგრეთმა დახმარების […]