“ეგრევე დაირტყა ჩხრეკა… თავგადასავლები წინაა” – ნათელაშვილი

პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი: როგორც კი ღარიბაშვილმა გაბედა მცირე ბუნტი, მოაწყო სერობა კანცელარიაში და თავისი მინისტრების დასატოვებლად ულტიმატუმი წაუყენა მისსავე მბრძანებელს მეორე დილით, ეგრევე დაირტყა ჩხრეკა მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ქოლცენტრებისა. თავგადასავლები წინაა. ქოლცენტრების კომპანიები, სადაც გუშინ სპეცოპერაცია ჩატარდა, ფიქტიურ პირებზეა გაფორმებული, რეალურად კი მას იოსებ მჭედლიშვილი მართავდა. ყოფილი პოლიციელი, რომელიც სისტემაში ჭიკაიძის მინისტრობის დროს მუშაობდა, […]

ვოლგოგრადში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

რუსეთში, ვოლგოგრადში, ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონის თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 5 საათზე გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ვოლგოგრადის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ნავთობპროდუქტები 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიწვა. ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, ხანძრის მიზეზი ჩამოგდებული თვითმფრინავის ფრაგმენტები გახდა. “ხანძარი ლოკალიზებულია და ღია ცეცხლი ლიკვიდირებულია. მსხვერპლი […]

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ენტონი ბლინკენის ვიზიტი კვირას დაიწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება. ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ დიპლომატიური მისიის დიდი ნაწილი „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების […]

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 9 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 9 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 3 თებერვლის ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-136/131 ტიპის 14 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, რომელთაგან უკრაინელმა სამხედროებმა 9 ჩამოაგდეს. რუსების მიერ გაშვებული დრონების სამიზნეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე 2 […]

მსახიობი კარლ უეზერსი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი კარლ უეზერსი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს. კარლ უეზერსი ფილმ როკიში განასახიერებდა აპოლო კრიდს. “ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ კარლ უეზერსის გარდაცვალების შესახებ. ის მშვიდად გარდაიცვალა ძილში 2024 წლის 1-ელ თებერვალს. კარლი იყო განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც არაჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. კინოში, ტელევიზიაში, ხელოვნებასა და სპორტში შეტანილი წვლილით მან წარუშლელი კვალი დატოვა. […]

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა – მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, ზოგიერთს კი უკვე შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს. საბურთალოს რაიონში – სოფ.დიღომი, შერმადინის ქ.N59ა-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:15-დან 17:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზუტნერი, ნიკო ბურის, შერმადინის, ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის, ბარონ დებაის ქუჩებს და რაინეგსის ქ. N1-29(კენტებს), 2-40(ლუწებს). ვაკის რაიონში – წყნეთი,მერაბ კოსტავას […]

2023 წელს საქართველოში ავტომობილების იმპორტი 77,8%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტის მოცულობა, 2022 წელთან შედარებით, 77,8%-ით გაიზარდა. ამავე მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა, ყველა ტიპის ტრანსპორტით, ჯამში $3,2 მლრდ შეადგინა. აქედან ყველაზე მეტი ღირებულების – $2,7 მლრდ, ავტომობილების იმპორტი საზღვაო ტრანსპორტით განხორციელდა. რაც შეეხება ქვეყნებს, მსუბუქი ავტომობილები ყველაზე დიდი მოცულობით – $1,8 მლრდ, აშშ-დან შემოვიდა, შემდეგ […]

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმიდა კალისტრატეს ხსენების დღეა

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ერისკაცობაში კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე ცინცაძე) დაიბადა 1866 წლის ძვ.სტ. 12 აპრილს, ქუთაისის გუბერნიის (ამჟამად ვანის რაიონის) სოფ. ტობანიერში. ის ბავშვობისას შეხვდა თავის სოფელში ჩასულს, იმერეთის წმიდა ეპისკოპოსს გაბრიელს (ქიქოძე), რომელთან შეხვედრამაც განსაზღვრა მისი მომავალი სასულიერო მოღვაწეობა. 1875-1882 წლებში, იგი სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ […]

სადაც არის დავით კეზერაშვილის რაიმე სახის ინტერესი, იქ ჩემი ადგილი არ არის – ხატია დეკანოიძე

“სადაც არის დავით კეზერაშვილის რაიმე სახის ინტერესი, იქ ჩემი ადგილი არ არის“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ 2 თებერვალს, “პალიტრანიუსი”-ს ეთერში. თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის რაიმე ინტერესი იქნება. „მე შემიძლია გავაჟღერო ჩემი მოსაზრება. სადაც არის დავით კეზერაშვილის რაიმე სახის ინტერესი, ან ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის, რომელიც არ არის ღიად ჩართული პოლიტიკაში და უნდა გავლენა, იქ ჩემი ადგილი არ […]

ირაკლი კობახიძის პრემიერობით მთავრობას 8 თებერვალს დაამტკიცებენ

საქართველოს პარლამენტში განახლებული მთავრობის დამტკიცება 8 თებერვალს იგეგმება. ბიურომ დღის წესრიგს 2 თბერვალს დაამტკიცა. მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტებში 5 თებერვალს 10 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 6 და 7 თებერვალსაც. 7 თებერვალს მოუსმენენ მომავალი მთავრობის სრულ შემადგენლობას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრებიც. კენჭისყრის დღეს, 8 თებერვალს დილით კი კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ექნებათ […]