“ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად იკლებს” – „ლენდჰაუს ბორჯომის“ დამფუძნებელი გამოწვევებზე

ბორჯომის რაიონში, სოფელ ზემო სადგერში მდებარე ტურისტული ობიექტის „ლენდჰაუს ბორჯომის“ დამფუძნებელი ეკა გეგეშიძე კოტეჯების დატვირთულობასა და ზოგადად ტურიზმში არსებულ მდგომარეობას BM.GE-სთან აფასებს და ამბობს, რომ ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად იკლებს. ამას კი თავისი მიზეზები აქვს. ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ მათი დამსვენებლების შეფასებით, საქართველოში დასვენება იაფი არ ჯდება. მისი თქმით, ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ძალიან […]
ბურჯანაძე კვლავ MVP გახდა, მისმა გუნდმა სტუმრად ლეიდა დაამარცხა

ბექა ბურჯანაძე მაგარ ფორმაშია და ესპანეთის ლიგაში შედეგიან თამაშს აგრძელებს. ქართველი ფორვარდის შედეგიანობასთან ერთად მისი გუნდი “ლეიმა კორუნაც” იგებს და Leb Oro-დან უმაღლეს – Liga Endesa-ში ანაცვლებისთვის იბრძვის. კორუნელებმა მე-19 ტურში მნიშვნელოვანი გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს. ბურჯანაძის წინამძღოლობით ლეიმა კორუნამ “ლეიდა” დაძაბულ ბრძოლაში – 85:83 დაამარცხა. ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა მოედანზე ყველა სასტარტოზე მეტხანს […]
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნავთობპროდუქტები 300 კვ.მ ფართობზე დაიწვა. „უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ლოკალიზებულია და ღია ცეცხლი ლიკვიდირებულია. მსხვერპლი არ არის“, – წერს ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორი, ანდრეი ბოჩაროვი „ტელეგრამის“ არხზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო […]
თსუ-ში ახალი სამეცნიერო, სასწავლო და სპორტული სივრცე შეიქმნება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტისთვის და პროფესიული განათლების ცენტრისთვის სასწავლო დანიშნულების სივრცის შესაქმნელად მეათე (მაღლივი) კორპუსის მიმდებარედ ახალი კორპუსის აშენება იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. თსუ რექტორის მოადგილის კახაბერ ჭეიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის შეიქმნება კვლევითი საქმიანობისთვის აუცილებელი პირობები; ასევე, ახალი პროფესიული პროგრამების დასამატებლად აღნიშნულ შენობაში სასწავლო და პრაქტიკული მეცადინეობისთვის […]
ლევან ხაბეიშვილი – „ნაციონალური მოძრობა“, „გამარჯვების კოალიცია“ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ოქტომბერში არჩევნებში გამარჯვებისთანავე ღირსეულ სამუშაო ადგილებს და ღირსეულ ანაზღაურებას შევქმნით

„ერთიანი ნაციონალური მოძრობა“, „გამარჯვების კოალიცია“ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ოქტომბერში არჩევნებში გამარჯვებისთანავე შევქმნით ღირსეულ სამუშაო ადგილებს და ღირსეულ ანაზღაურებას, – ამის შესახებ განცხადება „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნასაკირალში ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი სეზონურ სამუშაოებზე სხვა ქვეყანაში მიდის, ხელისუფლება ამბობს, რომ […]
ჯანდაცვაში მთავარი პრობლემა რეფორმის განხორციელებისას აღმოჩენილ ხარვეზებზე სწრაფი რეაგირებაა – მაია მახარაძე

ჯანდაცვისა და ფარმაცევტული სექტორში რეფორმები რამდენიმე წელია დაიწყო. ჯერ სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების დაფინანსების სისტემა შეიცვალა, შემდეგ კი მედიკამენტების ფასის ხელოვნურად შემცირების მექანიზმი ამოქმედდა, გამკაცრდა სანებართვო პირობები. მომავალი წლიდან კი კლინიკებს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება მოუწევთ. დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ არსებობს კონკრეტული საკითხები, რომლის გადაჭრის გარეშეც არსებული რეფორმა აზრს დაკარგავს და ხელშესახებ ცვლილებებს […]
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
2023 წელს „თელასის“ აბონენტების რიცხვი 25 000-ით გაიზარდა

„თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,5%-ით (25,5 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 750,9 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 673,2 ათასი – ფიზიკური პირია, ხოლო 77,7 ათასი – იურიდიული პირი. 2023 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 854 კმ შეადგინა, რაც 2,9%-ით (193 კმ-ით) აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს (6 […]
ჯო ბაიდენი ერაყსა და სირიაში საჰაერო იერიშებზე – პასუხის გაცემა დღეს დავიწყეთ

პასუხის გაცემა დღეს დავიწყეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო იერიშები განახორციელა. „ჩვენ მიერ პასუხის გაცემა დღეს დაიწყო. ის იმ დროსა და იმ ადგილას გაგრძელდება, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ“, – განაცხადა […]
უკრაინა: რუსების გაშვებული 14 დრონიდან 9 გავანადგურეთ

3 თებერვლის ღამით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე Shahed-136/131-ის ტიპის 14 დრონით იერიში მიიტანეს, რომელთაგან უკრაინამ 9 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული დრონების მთავარი სამიზნე დნიპროპეტროვსკის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო. უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა სახანძრო ჯგუფებმა გაანადგურეს 9 უპილოტო საფრენი აპარატი დნიპროპეტროვსკის, ოდესის, ნიკოლაევისა და […]