“ნაპოლი” სუპერლიგაში გაწევრიანდა, ინგლისური კლუბები საერთოდ არ მანაღვლებს” – რას აცხადებს ჟოან ლაპორტა?

ევროპის სუპერლიგის შექმნის ერთ-ერთმა ინიციატორმა, “ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჟურნალისტებთან იმ კლუბების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც ახალ ტურნირში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს. “დათანხმდებიან თუ არა ინგლისური კლუბები სუპერლიგაში მონაწილეობას? – საერთოდ არ მანაღვლებს. “ბარსელონასა” და “რეალის” გარდა, ჩვენს ლიგაში “ინტერი”, “მილანი”, “ნაპოლი” და “რომაც” გაწევრიანდნენ. ასევე ჰოლანდიური კლუბები – “აიაქსი”, პსვ და “ფეიენოორდი”, – განაცხადა ლაპორტამ კატალონიურ […]

VIDEO: “ნებისმიერმა ვაჯკაცმა კაცმა იცის,რომ თუ ოპონენტი წინ არ გიდგას მასზე გინება საკუთარი დედის გინების ტოლფასია” – დავით დვალის მიმართვა

მსახიობი, დავით დვალი, საზოგადოებას მიმართავს და მეტი გაგებისა და ბედნიერებისკენ მოუწოდებს. სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ზვერაძის როლის შემსრულებელი მსახიობი ასევე ამბობს, რომ თუ ოპონენტი წინ არ გიდგას მასზე გინება საკუთარი დედის გინების ტოლფასია. შეგეხასენებთ, რომ მსახიობს სერიალში როლის გამო ცოტა ხნის წინ მანქანაც ჩაუმტვრიეს და მის მიმართ აგრესიით გამოირჩევნიან, თუმცა დავითი ხშირად აღნიშნავს რომ ეს […]

განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 8 თებერვალს უყრიან კენჭს

საქართველოს პარლამენტში განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა, სახელწოდებით “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” გუშინ, 2 თებერვალს წარადგინა. ბიურომ დღის წესრიგი ამავე დღეს დაამტკიცა. ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 5, 6, 7 და 8 თებერვალს იგეგმება. კერძოდ, კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა 5-დან 7 თებერვლის […]

ვოლგოგრადში მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა

ვოლგოგრადში მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ამჟამად ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ცეცხლი 300 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე გავრცელდა. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძარი საწარმოში დრონის ჩამოვადნის შედეგად გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკა“ რუსეთის სამხრეთის ფედერალურ ოლქში ნავთოპროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის […]

ყველამ უნდა იცოდეს, ამერიკელს თუ ზიანს მიაყენებთ, პასუხს გაგცემთ – ჯო ბაიდენი

ამერიკელს თუ ზიანს მიაყენებთ, პასუხს გაგცემთ, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს. „შუადღეს, ჩემი განკარგულებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა დარტყმები განახორციელეს ერაყსა და სირიაში ობიექტებზე, რომლებსაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული მებრძოლები აშშ-ის ძალებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. ჩვენი პასუხი დღეს დაიწყო. ის გაგრძელდება ჩვენ მიერ არჩეულ დროსა და […]

არ მოვითმენ თავდასხმებს ამერიკულ ძალებზე, მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას აშშ-ის, ჩვენი ძალებისა და ინტერესების დასაცავად – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ-ის ძალებმა ერაყსა და სირიაში შვიდ ობიექტზე მიიტანეს იერიში, რაც 85-ზე მეტ სამიზნეს მოიცავდა. ოსტინის განმარტებით, აღნიშნულ ობიექტებს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები აშშ-ის ძალებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, პრეზიდენტმა ბაიდენმა დამატებითი ზომების მიღების განკარგულება გასცა, რათა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ და […]

ლარი ყველაზე მყარი მაისში იყო – როგორ იცვლებოდა ვალუტის კურსი 2023 წელს

გასულ, 2023 წლის ბოლოს, დასაწყისთან შედარებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, ევროსთან მიმართებით კი გაუფასურდა. · თუკი წლის პირველ სამუშაო დღეს – 3 იანვარს 1 დოლარი 2,7038 ლარი ღირდა, ბოლო სამუშაო დღეს – 29 დეკემბერს 1 დოლარის ფასი 2,6894 ლარი გახდა (სხვაობა 2 თეთრზე ნაკლებია); · ლარის გამყარების ტენდენცია გასული წლის დასაწყისიდან დაიწყო, ყველაზე […]

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა) – ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Phubber-ის კონკრეტულ ქვეყანაში გასვლა მარტივი და იაფი სიამოვნება არ არის – გიორგი ჩუგოშვილი

ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინვაჭრობის პლატფორმა Phubber-ის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილის თქმით, სტარტაპის კონკრეტულ ქვეყანაში გასვლა მარტივი და იაფი სიამოვნება არ არის. ქართული პლატფორმა, რომელიც დღეისთვის საქართველოში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ოპერირებს, მომხმარებელს ძირითადად მეორეული ბრენდული სამოსის გადაყიდვას სთავაზობს, რა დროსაც ხარისხი და ავთენტიკურობაზე პასუხისმგებლობას სრულად თავის თავზე იღებს. Phubber ქართულ ბაზარზე 2019 წელს ჩაეშვა, მალევე უკრაინაში […]

გუდაურის გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია

“მთავარი არხის” ინფორმაციით, გუდაურის გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად არის შეფერხებული. ამის ამსახველ კადრებს ადგილზე მყოფი მოქალაქეები გვიგზავნიან და ამბობენ, რომ გადაადგილებას დილის 6 საათიდან ვერ ახერხებენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, საცობი ავარიას არ უკავშირდება. მათი თქმით, შეფერხება ერთ-ერთი ტრაილერის არასწორმა მანევრირებამ გამოიწვია. კერძოდ, მძღოლმა შესახვევში შესვლა ვერ მოახერხა და გზაზე გაჩერდა. როდის […]