საქართველოს მთავრობამ თავისი სიტყვებითა და ქმედებებით გადაუხვია ევროპულ გზას. მის ხელშია ამ გზაზე დაბრუნება – ბერბოკი

საქართველოს მთავრობამ თავისი სიტყვებითა და ქმედებებით გადაუხვია ევროპულ გზას. მის ხელშია ამ გზაზე დაბრუნება – ბერბოკი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, საქართველოს მთავრობამ „თავისი სიტყვებითა და ქმედებებით გადაუხვია ევროპულ გზას” და „მის ხელშია ამ გზაზე დაბრუნება“. ამის შესახებ ბერბოკმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა. მის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. „ქედს ვიხრით საქართველოში იმ ადამიანების […]

“როცა ქუჩურად მექცევიან, ქუჩურად ვექცევი” – ნიკა გვარამიას მიმართვა სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნიკა გვარამიამ მოსამართლეს მიმართა და მისი დაკავების შესახებ ისაუბრა: “ჩემს სარგებლობაში არსებულ ოფისში, მიდიოდა ჩხრეკის ოპერაცია ისე, რომ ჩემთვის არაფერი არ იყო ცნობილი. მივედი და ვითხოვე ერთადერთი რამ გამოსულიყო საპროცესო ღონისძიების ჩამტარებელი, ეთქვა რა ხდება და შევეყვანე დამსწრედ. არაფერი მეტი არ ხდებოდა. რაც შეეხება გინებას. პოლიციელების მხრიდან მიდიოდა პირდაპირ ქუჩური […]

საკმარისი მოვლენები დატრიალდა – ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს – პაპუაშვილი

ვფიქრობთ, რომ საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მოვლენები დატრიალდა იმისთვის, რომ ემოციები ჩაცხრეს, ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, ისევე როგორც კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დაბრუნდნენ პოლიტიკური პარტიებიც და მათი მხარდამჭერებიც. მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი, ამიტომაც არ მოგვისმენია გამოსვლები, ამიტომაც გაექცნენ დებატებს, ამიტომაც ამჯობინებს ხმაური საუბარს.

ქუთაისში, აქციიდან გატაცებული არასრულწლოვანი ისევ იზოლატორშია – მას ადვოკატი არ ჰყავს

ქუთაისში, აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი ამ დრომდე ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. ლუკა ჯიბლაძეს ადმინისტრაციულ კანონდარღვევას ედავებიან. მშობლის ინფორმაციით, მას ადვოკატი არ ჰყავს. უცნობია ასევე როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი. მოზარდი გუშინ პოლიციამ საპროტესტო აქციაზე სცემა და გაიტაცა. დადევნების დროს აქციის მონაწილეები მის დახმარებას ცდილობდნენ. არასრულწლოვანი ორჯერ შეუძლოდ გახდა. იზოლატორში მასთან ღამე დედამ გაატარა, თუმცა, ჩაუტარდა თუ […]

“რუსეთისგან ახალი რეკომენდაციები აქვთ – დარბევები შეაჩერონ და გადავიდნენ ოპერატიულ მუშაობაზე” – ვანო ნადირაძე

უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე: როგორც ვატყობ, რუსეთისგან მათ ახალი რეკომენდაციები აქვთ. დარბევები შეაჩერონ და გადავიდნენ ოპერატიულ მუშაობაზე აგენტურის მეშვეობით რომ ჩვენ შიგნით გამოიწვიონ რღვევა. ამიტომ ქუჩამ არ უნდა მიიძინოს , იმ ფონზე რომ “არ გვარბევენ”. პირიქით ეხლა უფრო მეტი აქტურობაა საჭირო ქუჩაში ,მეტი რადიკალიზმი, განსაკუთრებით ეხლა როცა თვითონ შსს აქვთ არა სახარბიელო სიტუაცია. […]

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ხეების დარგვა – ფადი ასლი ბიზნესს

“ბიზნეს საზოგადოებიდან ჩემს კოლეგებს საქართველოში: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ხეების დარგვა; საუბარია თქვენი ქვეყნის გვერდში დგომაზე, როდესაც მის მომავალს, ისევე როგორც თქვენი კომპანიის, თქვენი თანამშრომლების და მათი ოჯახების მომავალს დიდი საფრთხე ემუქრება. გეყოთ გამბედაობა, დაუდექით თქვენს ქვეყანას გვერდით! გეყოთ გამბედაობა, დაუდგეთ თქვენი შვილების და შვილიშვილების მომავალს გვერდით!”, – წერს ფადი ასლი სოციალურ ქსელში.

მალტამ მარია ზახაროვას ეუთოს სამიტზე დასასწრებად გაცემული ვიზა გაუუქმა

მალტამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს, მარია ზახაროვას ვიზა გაუუქმა. ზახაროვა მალტაში ეუთოს სამიტს უნდა დასწრებოდა. ღონისძიების დაწყების წინ. მალტის სავიზო თავმჯდომარეობის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისთვის, მარია ზახაროვასთვის ვიზის გაუქმება უპრეცენდენტო შემთხვევაა,– წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყება აცხადებს, რომ ამ ფაქტს “განსაკუთრებული ყურადღება” დაეთმობა. თავად მარია ზახაროვამ კი მისთვის ვიზის გაუქმებას […]

ანრი კვარაცხელიას ბრალი წარედგინა – 25 წლის აქტივისტს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

აქტივისტ, ანრი კვარაცხელიას, რომელსაც გუშინ გამთენიისას სამართადლამცველები სახლში შეუვარდნენ და დააკავეს, ბრალი წარედგინა. 25 წლის ახალგაზრდას აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. კერძოდ, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ანრი კვარაცხელიამ გდდ-ს თანამშრომლების მისამართით მოლოტოვის ე.წ. კოქტეილი ისროლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავეულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კვარაცხელიას ოჯახი ყვება, რომ კრიმინალური პოლიცია მათთან გუშინ უთენია შევარდა და 25 წლის […]

ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ აგრესიულები – ვანო ნადირაძე აქციის მონაწილეებს

ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები, რათა მათი დასასრული სისრულეში იქნას მოყვანილი, – ასე მიმართავს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე, რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეებს სოციალური ქსელის მეშვეობით. ნადირაძის მოსაზრებით, „შერბილებულ ქცევას” საპოლიციო ძალების მხრიდან, პროტესტის მონაწილეები არ უნდა აჰყვნენ და პირიქით, მეტი რადიკალიზმისკენ მოუწოდებს მათ. „როგორც ვატყობ, რუსეთისგან მათ ახალი რეკომენდაციები აქვთ. დარბევები შეაჩერონ და […]

მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მამა – 19 წლისაა ჩემი შვილი და ისეთი ბრალდება წაუყენეს, ბინ ლადენსაც კი შეშურდებოდა – ბრალის დადგენილებაში წერია: „შეიარაღებული თავდასხმა“, „აფეთქებების ორგანიზება“

სასამართლოსგან მოლოდინები კარგი არ მაქვს, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა, აბსოლუტურად უდანაშაულოა და ისჯება სამშობლოს სიყვარულისთვის და პატრიოტიზმისთვის,- ამის შესახებ მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მის შვილს სასამართლომ დღეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდოს. „ის, რაც ბრალის დადგენილებაშია, აბსოლუტურად შეთხზულია და ისეთი აქცენტებია, ალბათ, […]