“მალე ვარსკვლავი გახდება” – რონალდო 17 წლის ბრაზილიელზე

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა რონალდომ 17 წლის ესტევანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი თანამემამულე მალე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გახდება. “ის ძალიან ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერია. ცოტათი ლამინ იამალს მაგონებს და ფეხბურთში დიდ სახელს მალე მოიპოვებს. ასაკის გათვალისწინებით, ის ძალიან პერსპექტიულია. ვფიქრობ, “პალმეირასთან” ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს, შემდეგ, კი “ჩელსის” შეუერთდება” – თქვა რონალდომ. მიმდინარე წლის […]
„არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის საგადახდო სისტემებზე წვდომა, გაზრდის კონკურენტიანობას და ხელს შეუწყობს ინოვაციური საგადახდო პროდუქტების დანერგვას“ – სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი

„არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის საგადახდო სისტემებზე წვდომა, გაზრდის კონკურენტიანობას და ხელს შეუწყობს ინოვაციური საგადახდო პროდუქტების დანერგვას“ – სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეროვნულ ბანკში საბანკო და არასაბანკო საფინანსო სექტორებთან, საგადახდო მიმართულებით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) განახლებისა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვის ფარგლებში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სიტყვით გახსნა სებ-ის […]
შალვა პაპუაშვილი – ბოდიშები უნდა გვესმოდეს იმ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ქართულ მართლმსაჯულებას პოლიტიზებას აბრალებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ კეზერაშვილი პოლიტიკური დევნილია

ესეც აჩვენებს, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ წაყენებული პრეტენზიები ტყუილია – ბოდიშები უნდა გვესმოდეს იმ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ქართულ მართლმსაჯულებას პოლიტიზებას აბრალებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ კეზერაშვილი პოლიტიკური დევნილია, ბოდიშები უნდა გვესმოდეს მათგან, ვინც ქართველ მოსამართლეებს შეურაცხყოფას აყენებენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პაპუაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის – „ლექტორის საათი”, დახურვის ღონისძიება გაიმართა

დასრულდა პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. „ლექტორის საათი” ერთ-ერთი საინტერესო პროექტია, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნოდარ ტაბიძის სტუდენტურმა კლუბმა განახორციელა თავისი არსებობს მანძილზე. სტუდენტებმა რვა თვის განმავლობაში მოვისმინეთ მრავალფეროვანი, საინტერესო ლექციები და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი თემატიკით. მადლობა კლუბს და მადლობა რექტორს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და […]
გიორგი ბარამიძე – უმოწყალოდ სცემენ ადამიანებს, არა მარტო პარლამენტთან, როგორც „დოქსოპულო“ კობახიძე საუბრობს,არამედ აფთიაქებში, მაღაზიებში, მეტროებში – ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური რეჟიმი

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს და აქამდე არსებულ სხვა პოლიტპატიმრებს მიემატნენ ნიკა გვარამია, ალეკო ელისაშვილი და უამრავი დაკავებული პატრიოტი, რომელიც ამ რუსულ, მოღალატეობრივ რეჟიმს აპროტესტებდა – ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური რეჟიმი, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, ყველა ნორმალური ქართველი, პატრიოტი აპროტესტებს „კრიმინალურ რეჟიმს, მათ მოღალატეობას“. „ახლა მიმდინარეობს სამარცხვინო პროცესი მიხეილ […]
თინა ბოკუჩავა – მიდის სანქციების აქტიურად განხილვა, ახლა მთავარია, აშშ-მა იმოქმედოს – დემოკრატიული სამყარო მხოლოდ განცხადებებით ვეღარ შემოიფარგლება მაშინ, როცა ივანიშვილი ცდილობს ქვეყანა გადააბაროს რუსეთს

სახელმწიფო დეპარტამენტმა ღიად ისაუბრა, მიდის სანქციების აქტიურად განხილვა. ახლა მთავარია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმოქმედოს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოებს შეუძლიათ, დასასანქცირებელი პირების წრის განსასაზღვრად, პრეზიდენტი ზელენსკისა და უკრაინის ხელისუფლების მიერ შედგენილი სიით იხელმძღვანელონ. „იცით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ღიად ისაუბრა, მიდის სანქციების აქტიურად განხილვა. ახლა მთავარია, […]
POG: პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ოთხ პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობითვე, დაკავებულებს ა.კ.-ს და ს.ჯ.-ს ბრალდება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ს.ს.-ს ბრალი – 11 წლამდე. სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ ლ.ჩ.-ს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. “ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე […]
“ბავშვებს სკოლებში ატერორებენ ევროპის სახელით” – პაპუაშვილი

სამარცხვინო იყო, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ მოუწოდებდა ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, პირდაპირ ჩართულიყვნენ იმ ძალადობრივ აქციებში, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ. ვნახეთ სკოლებში შევარდნილი ოპოზიციური პარტიები. ბავშვების ტერორი სკოლებში, რასაც არ ერიდებიან რადიკალური ოპოზიცია და მათი ე.წ ცნობადი აქტივისტები. ასეთი რაღაც არ მომხდარა საქართველოში არასდროს. ჩვენ ვნახეთ, რომ პირველად, ბავშვებს სკოლებში შეუვარდნენ, ატერორებენ ბავშვებს და ამას აკეთებენ ევროპის […]
პედაგოგმა აქციის მონაწილეებს ოროსნები ეძახა, ჩემს შვილს კი, მამაშენიც ოროსანიაო – ქაშიაშვილი

ფორმულას ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი ამბობს, რომ 2 დეკემბერს მისი შვილის კლასში წინა ღამით, აქციაზე განვითარებულ მოვლენებს განიხილავდნენ, რა დროსაც ბავშვებთან პოლემიკაში მასწავლებელი შევიდა, რომელმაც პროტესტის მონაწილეების შეურაცხყოფა მიაყენა და მათთვის “ოროსნებისა და მოძალადეების” დაძახება დაიწყო. დავით ქაშიაშვილის თანახმად, ამის შემდეგ ერთ-ერთმა მოსწავლემ მასწავლებელს Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო აჩვენა, სადაც დავით ქაშიაშვილი და მოხუცი ქალი ჩანან, რომელსაც […]
ლიონელ მესიმ ბარსელონას ფანებს მიმართა

37 წლის არგენტინელმა კატალონიური გრანდი 2021 წელს, გუნდში გატარებული 21 წლის შემდეგ დატოვა. “ძალიან მენატრებით. იმედი მაქვს, მალე ერთმანეთს ისევ შევხვდებით და თქვენ ისევ იამაყებთ იმ ფაქტით, რომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბის ნაწილი ვართ,” – თქვა ლეომ. 29 ნოემბერს “ბარსელონას” 125 წელი შეუსრულდა. მესის ინტერვიუც ამ თარიღთან იყო დაკავშირებული.