„ახალი თეატრი“ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებას ეხმაურება – მსახიობი ბრალის წარდგენას ელის

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი განცხადებას ავრცელებს ამ თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დაკავების თაობაზე. „სისტემა ჩვენს გასაჩუმებლად ძალას არ იშურებს და საპასუხოდ ჩვენგან გაორმაგებულ წინააღმდეგობას მიიღებს. ჩვენ არ გავჩუმდებით და ამ ბრძოლაში ნამდვილად არ ვართ მარტო, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი მაყურებელი, რომელიც ჩვენთან ერთად რეჟიმს განაჩენს გამოუტანს!“ – წერია განცხადებაში. მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დიღმის წინასწარი […]

უკრაინის არმიამ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ქერჩს დაარტყა

6 დეკემბრის დილით უკრაინის არმია უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ქერჩს. ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. ტელეგრამის არხ „კრიმსკი ვეტერის“ ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა გემთმშენებელი ქარხნის, „ზალივის“, არეალში. “კრიმ.რეალიის“ მკითხველებმაც დაადასტურეს აფეთქებები. როგორც აღნიშნავენ, 10-20- წუთიანი ინტერვალებით სამი აფეთქება მოხდა, მათგან ორის ხმა მორტყმისას ჰგავდა, ერთი კი საჰაერო თავდაცვის მოქმედებას. […]

კობახიძე მე-8 დღეა მოძალადე ძალოვნებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მათი რესურსი ამოუწურავია

ირაკლი კობახიძე მე-8 დღეა მადლობას უხდის მოძალადე ძალოვანებს, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ამის შესახებ მან ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ის ირწმუნება, რომ შსს-ს რეაგირების რესურსი “ამოუწურავია” და კვლავ “რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნაცმაიდნის მოწყობის მცდელობის” კონსპირაციაზე საუბრობს. “იცით, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა საქართველოში მაიდნის, ნაცმაიდნის მოწყობის მცდელობა, მეტიც, მათ მოაწყვეს ერთგვარი ომის იმიტაცია, თუმცა […]

ანა ნაცვლიშვილი – არ დავტოვებთ არცერთ საერთაშორისო მექანიზმს, საერთაშორისო სასამართლოებს, სადაც არ წავიღებთ დაზარალებულების სახელით საქმეებს, რათა თითოეულმა მოძალადემ უმკაცრესად აგოს პასუხი

ჩვენ ვმუშაობთ, კიდევ უფრო ინტენსიურად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომ რეესტრი შეიქმნას, სადაც თითოეული დაზარალებული და მოძალადე იქნება დეტალურად დოკუმენტირებული, ყველა მტკიცებულების აღწერით,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ რეესტრში მოხვედრილ მასალებს „მოძალადე შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენებენ, რათა მათ უმკაცრესად აგონ პასუხი“. „ამ მასალებს გამოვიყენებთ იმისთვის, […]

სასამართლო პროცესზე, შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ შსს-ს წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა და საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ შსს- წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა და საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. მისივე განმარტებით, დაკავება განხორციელდა, რადგან ქმედებამ განგრძობადი ხასიათი მიიღო. აღნიშნულს დაცვის მხარე არ ეთანხმება. ადვოკატ ბექა კვინიკაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი უკანონოდაა შედგენილი და მთელ რიგ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. შსს-ს წარმომადგენლებს […]

Politico – ოლაფ შოლცს ქვეყნის უდიდეს საგადასახადო თაღლითობაში სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს

გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწევს, უპასუხოს შეკითხვებს ქვეყნის უდიდეს საგადასახადო თაღლითობის სკანდალში მისი სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, რომელიც, შეიძლება, მისი სანდოობისთვის კიდევ ერთი გამოწვევა გახდეს მიმდინარე საარჩევნო კამპანიისას, რომელშიც ის უკვე ჩართულია, – ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება. გამოცემა წერს, რომ მემარცხენე-ცენტრისტი ლიდერი პარასკევს მესამედ აღმოჩნდება ჰამბურგის საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტის წინაშე ე.წ. “cum-ex” და “cum-cum” საქმეებთან […]

მიხეილ სააკაშვილი – ქართველი ხალხი რუსული კოლონიზატორული რეჟიმის მიერ დადგმულ ოლიგარქიულ უნაგირს არ მოირგებს

ქართველი ხალხი რუსული კოლონიზატორული რეჟიმის მიერ დადგმულ ოლიგარქიულ უნაგირს არ მოირგებს – ახლა ყველა ავტორიტარი კანკალებს და ბიძინა ივანიშვილს ნაკლები სისასტიკის გამო ადანაშაულებს, ისიც ყველაფერს ცდილობს, რისი გაკეთებაც შეუძლია, მაგრამ არ გამოსდის, რადგან ქართველი ხალხის მტკიცე და მყარ ნებას დაეჯახა! – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეო ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის აზრით, ახლა […]

შალვა პაპუაშვილი – ვიხილეთ, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ძალადობას მშვიდობას ეძახის – ასეთი მშვიდობიანი აქცია ჰქონდეთ ყოველ დღე საკუთარ დედაქალაქებში, თუკი ეს არის მშვიდობა

ვიხილეთ, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ძალადობას მშვიდობას ეძახის – ასეთი მშვიდობა ჰქონდეთ ყოველ დღე საკუთარ დედაქალაქებში, თუკი ეს არის მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ქვების, „მოლოტოვის კოქტეილის“, პიროტექნიკის ადამიანებისთვის დამიზნებით სროლას რომ ევროპელები მშვიდობას და მშვიდობიან აქციას უწოდებენ, სირცხვილია. „ჩართონ ქართული ტელევიზიები, მათთვისაც ხელმისაწვდომია. შეუძლიათ ნახონ ვიდეოები, […]

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არჩევანი თავისუფლებისა და ევროპული განვითარების ვექტორია, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უპირობო პატივისცემას. საკუთარი აზრის და სიტყვის მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულება. მისი ხელყოფის, მით უფრო – ძალადობრივი ხელყოფის, უფლება არავის აქვს. მოძალადე ყოველთვის განწირულია მარცხისთვის, ძალადობის და აგრესიის წამხალისებელი კი დამნაშავეა. მედიკოსები ვემსახურებით ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასს – […]

სანავთობო გიგანტმა Chevron–მა, პანდემიის შემდეგ პირველად, საინვესტიციო პროგრამა შეამცირა – მედია

სანავთობო გიგანტმა Chevron–მა, პანდემიის შემდეგ პირველად, საინვესტიციო პროგრამა შეამცირა – მედია ამერიკულმა სანავთობო გიგანტმა Chevron Corp.–მა შეამცირა თავისი საინვესტიციო პროგრამის ზომა პირველად 2021 წლის შემდეგ, როდესაც ინდუსტრია გამოეხმაურა ნავთობის ფასების კოლაფსს კორონავირუსული პანდემიის შედეგად – წერს Financial Times. კომპანიის კაპიტალური დანახარჯები 2025 წელს 14,5-15,5 მილიარდი დოლარის ფარგლებშია დაგეგმილი, მიმდინარე წლის 15,5-16,5 მილიარდი დოლართან შედარებით. „ჩვენ […]