შსს მეტროსადგურებში საპოლიციო ღონისძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია ორი მოქალაქე. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ის წარმომადგენლებმა თბილისის სხვადასხვა მეტროსადგურში მოქალაქეების ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება კანონის შესაბამისად ჩაატარეს. შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციელების […]

პარლამენტთან, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეცრაზმელები არიან მობილიზებული, განლაგდა სპეცტექნიკაც

პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეცრაზმელები არიან მობილიზებული. ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანაც. პარალელურად, წყლის ჭავლის მანქანები მობილიზებულია თავისუფლების მოედანზეც, პოლიციელებს კი კორდონი აქვთ გაკეთებული. ამის პარალელურად, უკვე მეცხრე დღეა, რაც თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების […]

ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები მომიტინგეებზე ძალადობას გმობენ

ვაიმარის სამკუთხედის (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებასა და მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას კატეგორიულად გმობენ. ამასთან, ისინი ხაზს უსვამენ, რომ ოცნების მიერ განხორციელებული ქმედებები საქართველოს გარე და შიდა არასტაბილურობის წინაშე აყენებს. “ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები იმედგაცრუებულნი ვართ მმართველი პარტიის, […]

თბილისის საბიბლიოთეკო მომსახურების და რესურსების სამსახურის უფროსი მერაბ გეჯუა განცხადებას ავრცელებს

საბიბლიოთეკო მომსახურების და რესურსების სამსახურის უფროსი მერაბ გეჯუა განცხადებას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალების მუშაობის შეჩერების შესახებ გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს და ყველა ფილიალი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. „რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების განცხადება, სადაც პოლიტიკური შინაარსის გზავნილების გარდა, საუბარი იყო იმაზე, რომ ფილიალებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება […]

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაიღუპა ცხრა ადამიანი

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაიღუპა ცხრა ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. მანამდე, რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. რუსეთის იერიშს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს ნამდვილი მშვიდობის მიღწევა არ […]

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანა და სპეცტექნიკა განლაგდა

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის სამი მანქანა და სპეციალური ტექნიკა განთავსდა. ადგილზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალებიც. მანამდე, სამართალდამცველებმა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველების განმარტებით, მან პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რუსთაველის გამზირზე კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები – მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა – საქართველოს საკითხს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ, რათა ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები მივიღოთ

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას, – ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ისინი ერთობლივ განცხადებაში გამოხატავენ სინანულს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე – „დროებით გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები“. „ჩვენ, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, სინანულს გამოვხატავთ მმართველი პარტიის […]

“ჩემი 15 წლის შვილი 12-მდე პოლიციელმა სცემა” – კიდევ ერთი სისასტიკე თბილისში

ეს ჩემი 15 წლის შვილია! გადაყვანილია ჟვანიას კლინიკაში! როგორც თვითონ ამბობს, 12-მდე პოლიციელმა სცემა! არ ვეძებ არავითარ სამართალს ქვეყანაში, რადგან ვიცი, არ არსებობს! როგორ გამოიძიებთ, ისიც ვიცი! უბრალოდ ყველა ამ რეჟიმის მხარდამჭერს გპირდებით, იმ პასუხს მიიღებთ, რასაც იმსახურებთ!” – წერს ის

“არ შეიძლება ნებისმიერს მიადგე და მოსთხოვო, რომ ჩანთა გახსნას” – როგორ ტარდება ზედაპირული დათვალიერება?

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია: “მე ტელევიზიით მოვისმინე, რომ აქ ხდება მოქალაქეების უკანონო ჩხრეკა. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამას აქვს ადგილი. უნდა ვთქვა, რომ ჩხრეკის გარდა, ზედაპირულ შემოწმებას და დათვალიერებასაც სჭირდება საფუძველი. ანუ, პოლიციელმა უნდა დაასაბუთოს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადამიანს შესაძლოა დანაშაულებრივი ნივთები ჰქონდეს. ასე არ შეიძლება ნებისმიერს მიადგე და მოსთხოვო, რომ ჩანთა […]

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები განლაგდა

თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმები და წყლის ჭავლის მანქანები განლაგდა. გომელაურის უწყების თანამშრომლები ვერ პასუხობენ კითხვას, თუ რა საჭიროა “ხარებას” რაზმის წარმომადგენლების უპრეცედენტო მობილიზება.