“არ შეიძლება ნებისმიერს მიადგე და მოსთხოვო, რომ ჩანთა გახსნას” – როგორ ტარდება ზედაპირული დათვალიერება?

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია: “მე ტელევიზიით მოვისმინე, რომ აქ ხდება მოქალაქეების უკანონო ჩხრეკა. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამას აქვს ადგილი. უნდა ვთქვა, რომ ჩხრეკის გარდა, ზედაპირულ შემოწმებას და დათვალიერებასაც სჭირდება საფუძველი. ანუ, პოლიციელმა უნდა დაასაბუთოს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადამიანს შესაძლოა დანაშაულებრივი ნივთები ჰქონდეს. ასე არ შეიძლება ნებისმიერს მიადგე და მოსთხოვო, რომ ჩანთა […]
გატაცებები თბილისის მეტროებიდან

თბილისის მეტროებში, საიდანაც ორი დღის წინ ადამიანების გატაცებას ცდილობდნენ, გუშინ კი ჩხრეკას და პირადი მონაცემების ჩაწერას, დღესაც გაგრძელდა ადამიანების დევნა და ჩხრეკა. ადგილზე იყვნენ იურისტები, თუმცა, მათ, უმეტესად, პოლიცია ახლოსაც არ უშვებდა მოქალაქეებთან. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ცნობით, დაკავებულია ორი ადამიანი, ერთს ესკალატორზე ჩაყვნენ და ისე წაიყვანეს. მოქალაქე, რომელიც პოლიციის ფორმიანმა პირებმა წაიყვანეს, საქართველოს ჰიმნს მღეროდა.
“ჩემი 15 წლის შვილი 12-მდე პოლიციელმა სცემა” – კიდევ ერთი სისასტიკე თბილისში

ეს ჩემი 15 წლის შვილია! გადაყვანილია ჟვანიას კლინიკაში! როგორც თვითონ ამბობს, 12-მდე პოლიციელმა სცემა! არ ვეძებ არავითარ სამართალს ქვეყანაში, რადგან ვიცი, არ არსებობს! როგორ გამოიძიებთ, ისიც ვიცი! უბრალოდ ყველა ამ რეჟიმის მხარდამჭერს გპირდებით, იმ პასუხს მიიღებთ, რასაც იმსახურებთ!” – წერს ის
მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ტერიტორიაზე პოლიციამ მოქალაქე დააკავა

პოლიციამ მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ტერიტორიაზე ერთი პირი დააკავა. ისინი მათ ესკალატორზე დაედევნენ და ისე აიყვანეს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მოქალაქე პოლიციელისათვის შეურაცხყოფის მიყენების გამო აიყვანეს. რადიო თავისუფლებას ადგილზე ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა, რომ მოქალაქემ პოლიციელების მისამართით დაიძახა “მონა”, რის შემდეგაც დაედევნენ მას დასაკავებლად. მანამდე, “თავისუფლების” მეტროდან ამოსულ მოქალაქეებს პოლიციელები ჩხრეკდნენ. პარალელურად, რუსთაველის […]
ფრანგული შამპანურის საექსპორტო ბაზრებზე საქართველო 90-ე პოზიციაზეა

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) ინფორმაციით, 2023 წელს ფრანგული შამპანურის საექსპორტო გლობალურ ბაზარზე საქართველო 90-ე პოზიციაზეა. საანგარიშო პერიოდში საფრანგეთიდან საქართველოში €1.23 მლნ-ის შამპანური შემოვიდა. 2023 წელს, საფრანგეთიდან ყველაზე მეტი შამპანურის ექსპორტი განხორციელდა აშშ-ში, რომელმაც ჯამში €769.3 მლნ შეადგინა. მეორე პოზიციას იკავებს გაერთიანებული სამეფო, €513.54 მლნ-ით, ხოლო მესამე პოზიციაზეა სინგაპური – €405.09 მლნ-ით. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს […]
აღმოჩენილია მსოფლიოში უდიდესი ოქროს საბადო, რომლის ღირებულება 80$ მილიარდია

ჩინური მედიის ცნობით, ცენტრალურ ჩინეთში მაღალი ხარისხის ოქროს შემცველობის საბადო აღმოაჩინეს, რომელშიც დაახლოებით 1000 ტონა ოქროა. მარაგის ღირებულება დაახლოებით 83 მილიარდი აშშ დოლარია და შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე დიდ და ძვირად ღირებულ რეზერვუარად ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. ამ დროისათვის უდიდეს საბადოდ, 900 ტონა ოქროს შემცველობით ითვლებოდა მაღარო South Deep-ი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ხუნანის პროვინციის გეოლოგიური ბიუროს […]
ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტზე

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ვერ შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტზე, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ჩეხეთში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის უფლების გაფართოებას ითვალისწინებდა. ამის შესახებ reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, პაკეტის მიღება ორმა ქვეყანამ დაბლოკა. მათი სახელები არ არის მითითებული. მთავარი მიზეზი იყო უთანხმოება იმ ვადებში, რომლის ფარგლებშიც ევროპულმა კომპანიებმა უნდა დაასრულონ რუსეთიდან ინვესტიციების გატანა. […]
აქციებზე დაზარალებულთა მხარდასაჭერად ფონდს ვქმნი, სადაც 100 000 ლარს შევიტან – ნიკა გილაური

ბიზნესს მინდა მივმართო – განცხადებების გაკეთება და ფეისბუკ-ბანერის თუ პოსტების დადება კარგია, მაგრამ ნამდვილად არასაკმარისი. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ნამდვილად შესტკივა გული საქართველოსთვის და სურს, რაიმე გააკეთოს ჩვენი მებრძოლი ახალგაზრდობის მხარდასაჭერად. ცალკეული ადამიანები თუ ჯგუფები ძალისხმევას არ იშურებენ და სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ ამ ბრძოლას, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მეტი კოორდინაციაა აუცილებელი“, – […]
რა უთხრა მაკა ბოჭორიშვილს ფინეთის მინისტრმა, რაც საგარეო სამინისტროს განცხადებაში ვერ მოხვდა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მათ შორის ავსტრიის, ფინეთის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მათგან ორმა, ავსტრიისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკული განცხადებები გაავრცელეს. თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მინისტრებთან შეხვედრისას გახმიანებულ კრიტიკაზე არაფერი თქვა თავის […]
ბაშარ ელ ჰასადმა სირია დატოვა… ასე ამთავრებენ დიქტატორული რეჟიმები და მათი ლიდერები – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ ასადმა სირია დატოვა. ქვეყნის მთავარსარდლის თქმით, “დიქტატორული რეჟიმები და მათი ლიდერები სწორედ ასე ამთავრებენ”. ბაშარ ალ ასადმა სირია დატოვა… ასე ამთავრებენ დიქტატორული რეჟიმები და მათი ლიდერები!” – წერს პრეზიდენტი.