რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაიღუპა ცხრა ადამიანი

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაიღუპა ცხრა ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.
მანამდე, რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.
რუსეთის იერიშს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს ნამდვილი მშვიდობის მიღწევა არ აინტერესებს.
„რუსეთმა ამ ომის დროს ათასობით მსგავსი დარტყმა განახორციელა. პუტინს ნამდვილი მშვიდობის მიღწევა არ აინტერესებს. იგი ცდილობს იმის შესაძლებლობას მიაღწიოს, რომ ნებისმიერ ქვეყანას ასე მოექცეს, ბომბებით, რაკეტებით და ძალადობის სხვა ფორმებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია